iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №750 კონსტიტუციური სარჩელი
იურიდიული სტატია

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №750 კონსტიტუციური სარჩელი

28-10-2024, 14:09 სიახლე 70 ნახვა
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №750 კონსტიტუციური სარჩელი

2024 წლის 24 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №750 კონსტიტუციური სარჩელი („სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
გასაჩივრებული ნორმის თანახმად, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების (კომპენსაციის) მიღების უფლება აქვთ, მითითებული დადგენილების მიღებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებულ ისლამურ, იუდეურ, რომაულ-კათოლიკურ და სომხურ სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიურ გაერთიანებებს.


მოსარჩელე მხარე აღნიშნავდა, რომ თუკი კომპენსაციის მიღების უფლების მქონე რელიგიის/აღმსარებლობის სახელით რეგისტრირებულია რამდენიმე ორგანიზაცია, მათ მოეთხოვებათ ერთ იურიდიულ პირად რეორგანიზაცია ან წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნა. მისი აზრით, სადავო ნორმა შიიტური და სუნიტური ისლამის აღმსარებლობის მქონე რელიგიურ ორგანიზაციებს აიძულებს, კომპენსაციის მიღების მიზნით ერთმანენთთან გაერთიანდნენ/ითანამშრომლონ, მაშინ, როდესაც დაფინანსების მიმღებ რომაულ-კათოლიკურ და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიურ გაერთიანებებს ამგვარი ასოცირების ვალდებულება არ ეკისრებათ. მოსარჩელის პოზიციით, რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ამგვარი დიფერენიცრებული მოპყრობა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას.

მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ კომპენსაციის მიღების მიზნით რეორგანიზაციის ან წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნის ვალდებულება ვრცელდება ყველა სუბიექტზე, თუკი ერთი რელიგიური მიმდინარეობის/აღმსარებლობის სახელით
რეგისტრირებულია რამდენიმე ორგანიზაცია. ამგვარი მოწესრიგების მიზანს კი წარმოადგენს კომპენსაციის გაცემის ეფექტიანი ადმინისტრირება, რათა გაცემული ფინანსები, ორგანიზაციების გავლით, მივიდეს უშუალოდ ამ რელიგიის/აღმსარებლობის მიმდევარ თემამდე და მოხმარდეს მათ საჭიროებებს.

რაც შეეხება ისლამური თემის ცალკეული დენომინაციებისათვის კომპენსაციის დამოუკიდებლად მიცემას, მოპასუხემ მიუთითა, რომ აღნიშნული დაკავშირებულია განსაკუთრებულ ადმინისტრაციულ სირთულესთან, რადგან არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, საქართველოში ისლამური თემის რა ნაწილია შიიტური ან სუნიტური დენომინაციის მიმდევარი, მათ შორის, თემის წევრების მიერ თვითიდენტიფიკაციის სურვილის არარსებობის გამო, ხოლო საქართველოში რეგისტრირებული ისლამური აღმსარებლობის მქონე რელიგიური ორგანიზაციებიდან ყველაზე დიდი ორგანიზაცია აერთიანებს როგორც სუნიტური, ისე შიიტური აღმსარებლობის მუსლიმ თემს.


საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე ხორციელდება დიფერენცირება რელიგიურ ორგანიზაციებს შორის. კერძოდ, კომპენსაციის მიმღებ სუბიექტთა ნაწილს ამ უფლების რეალიზება შეუძლიათ დამოუკიდებლად, ხოლო მეორე ნაწილს მოეთხოვება იმავე რელიგიის/აღმსარებლობის სახელით მოქმედ სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა (რეორგანიზაცია ან წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნა). ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ კომპენსაციის მისაღებად წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნის ან ერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეორგანიზების ვალდებულება თანაბრად ვრცელდება ყველა იმ რელიგიურ მიმდინარეობაზე/აღმსარებლობაზე, რომლის სახელითაც რეგისტრირებულია ერთზე მეტი ორგანიზაცია, იქნება ეს ისლამური თუ რომაულ-კათოლიკური რელიგიის/აღმსარებლობის სახელით მოქმედი ორგანიზაციები.

შესაბამისად,საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, შესადარებელ პირთა შორის დიფერენცირება არ ხდება მათი რელიგიური კუთვნილების ნიშნით, ხოლო, რადგანაც წარმომადგენლობით საბჭოში კომპენსაციის მიღების მიზნით გაერთიანება ფინანსური ურთიერთთანამშრომლობის მიღმა, გავლენას არ ახდენს რელიგიური ორგანიზაციის იდენტობაზე/ავტონომიურობაზე, სადავო ნორმით
დადგენილი შეზღუდვა არ არის ინტენსიური ხასიათის.


დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობაზე მსჯელობისას,საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ რელიგიური თემისათვის განსაზღვრული ფინანსური ბენეფიტის განაწილების და მატერიალური რესურსის ადმინისტრირების ეფექტიანი წესების განსაზღვრა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესია. ამ მხრივ, სახელმწიფო უფლებამოსილია, დაადგინოს იმგვარი რეგულირება, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს ადმინისტრაციულ სირთულეებს, იქნება ეკონომიური, ეფექტიანი და გაამარტივებს მატერიალური რესურსის ბენეფიციართათვის მიწოდებას. შესაბამისად, აღნიშნული ინტერესების დაცვა წარმოადგენს სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს.


საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას, კომპენსაციის ოდენობის გამოთვლისას მხედველობაში მიიღება, მათ შორის, მრევლის, სასულიერო პირების და საკულტო შენობა-ნაგებობების რაოდენობა, აგრეთვე სხვა მაჩვენებლები. ამ კუთხით, ისლამურ თემთან მიმართებით არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკასაქართველოში მცხოვრებ მუსლიმთა თემის რა ნაწილია შიიტური ან სუნიტური დენომინაციების მიმდევარი, ამასთან, თემის ნაწილი უარს აცხადებს რომელიმე დენომინაციის მიმდევრად თვითიდენტიფიცირებაზე.

გარდა ამისა, საქართველოში რეგისტრირებული ისლამური აღმსარებლობის მქონე ყველაზე დიდი რელიგიურიორგანიზაცია აერთიანებს როგორც შიიტ, ასევე სუნიტ მრევლს და ამ ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ქონებით, ორივე დენომინაციის მიმდევრები სარგებლობენ.ეს ყოველივე კი, საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, განსაკუთრებით ართულებს ისლამური დენომინაციებისათვის კომპენსაციის დამოუკიდებლად მიცემას/კომპენსაციის ადმინისტრირებას.


ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებულ მოწესრიგებას გააჩნია რაციონალური საფუძველი და უზრუნველყოფს მოპასუხე მხარის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შესაბამისად, იგი აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №750 კონსტიტუციური სარჩელი, საკონსტიტუციო სასამართლომ, არ დააკმაყოფილა, კონსტიტუციური სარჩელი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“ საქართველოს მთავრობის

ვრცლად

საია უკანონო ადმინისტრაციული დაკავებისთვის კომპენსაციის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის პრაქტიკას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

საია უკანონო ადმინისტრაციული დაკავებისთვის კომპენსაციის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის

ვრცლად

საავტორო უფლებისა და მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება ექნებათ, ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა მოითხოვონ

საავტორო უფლებისა და მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება

ვრცლად

65 წლის ასაკიდან პირის გათავისუფლება აკადემიური თანამდებობიდან სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო

65 წლის ასაკიდან პირის გათავისუფლება აკადემიური თანამდებობიდან სასამართლომ

ვრცლად

2024 წლის 18 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა

2024 წლის 18 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp