იურიდიული სტატია
არასრულწლოვნისთვის პასპორტის დამზადება
არასრულწლოვნისთვის პასპორტის დასამზადებლად აუცილებელი დოკუმენტებია:
- არასრულწლოვნის დაბადების მოწმობა;
- არასრულწლოვნის პირადობის მოწმობა (თუ არასრულწლოვანი 14 წლისაა);
- კანონიერი წარმომადგენლის/წარმომადგენლების თანხმობა (16 წლამდე არასრულწლოვნის შემთხვევაში საჭიროა ორივე კანონიერი წარმომადგენლის, ხოლო 16-დან 18 წლამდე პირის შემთხვევაში − ერთ-ერთი მათგანის თანხმობა);
- ბიომეტრიული ფოტოსურათი ელექტრონული ფორმით, რომლის გადაღება შესაძლებელია ადგილზე;
- განმცხადებლის პირადობის მოწმობა;
- მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
- 9 წლის ასაკიდან პასპორტში ფიქსირდება თავად არასრულწლოვნის ხელმოწერა, ხოლო 12 წლის ასაკიდან როგორც ხელმოწერა, ისე თითის ანაბეჭდებიც.
- კანონიერი წარმომადგენლის/წარმომადგენლების მიერ თანხმობის გამოხატვა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ისე, დისტანციური მომსახურების მეშვეობით ან შესაძლებელია თანხმობის წარმოდგენა ნოტარიულად დამოწმებული სახით.
- არასრულწლოვანზე პასპორტი გაიცემა 3 წლის ვადით.
პასპორტის მიღების ვადა და საფასური განისაზღვრება:
მე–10 სამუშაო დღეს – 75 ლარით;
მე–5 სამუშაო დღეს – 105 ლარით;
მე–3 სამუშაო დღეს – 150 ლარით;
მე–2 სამუშაო დღეს – 225 ლარით;
იმავე დღეს – 275 ლარით.
შემდეგი ნაბიჯი
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
საქართველო
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
კონტაქტი
იტალია
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
