iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » 65 წლის ასაკიდან პირის გათავისუფლება აკადემიური თანამდებობიდან სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო
იურიდიული სტატია

65 წლის ასაკიდან პირის გათავისუფლება აკადემიური თანამდებობიდან სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო

24-02-2023, 10:59 ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / საგადასახადო ადვოკატი / სასამართლო დავები და საერთაშორისო არბიტრაჟი 178 ნახვა
65 წლის ასაკიდან პირის გათავისუფლება აკადემიური თანამდებობიდან სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო

22 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოსცა განჩინება საქმეზე „გიორგი გოროშიძე და ინდიკო აბაშიძე საქართველოს პარლამენტის, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წინააღმდეგ.“ საკონსტიტუციო სასამართლომ გამარტივებული წესით, საქმის არსებით განხილვაზე, დააკმაყოფილა სარჩელი და არაკონსტიტუციურად სცნო ნორმა, რომელიც ითვალისწინებდა 65 წლის ასაკიდან პირის გათავისუფლებას აკადემიური თანამდებობიდან (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი). საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე გააუქმა ის ნორმა, რომელიც 65 წელს გადაცილებულ პირს უკრძალავდა აკადემიური თანამდებობის დაკავების შესაძლებლობას.

საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული ნორმებით ხდებოდა 2018 წლის 22 თებერვლის N/2/2/863 გადაწყვეტილების (ე. წ. „აკადემიკოსების საქმე“) დაძლევა. „აკადემიკოსების საქმეში“ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო ნორმა, რომელიც 70 წელს მიღწეულ აკადემიკოსს უკრძალავდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას. საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აკადემიური თანამდებობის პირისათვის დაწესებული შეზღუდვა, 65 წლის ასაკის მიღწევისას დაეტოვებინა თანამდებობა, იყო „აკადემიკოსების საქმეში“ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი. ვინაიდან მსგავს საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული, ამის გამო სასამართლომ აუცილებლად აღარ მიიჩნია სარჩელის არსებითად განსახილველად მიღება და განმწესრიგებელ სხდომაზე ნორმა არაკონსტიტუციურად ცნობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 65 წლის ასაკის მიღწევისას ადამიანის იძულება გადადგეს აკადემიური თანამდებობიდან ან არ დაიკავოს აღნიშნული თანამდებობა, არის ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია. ამგვარი დისკრიმინაცია აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით. 65 წლის ასაკს მიღწეული პირი არ კარგავს იმ ინტელექტუალურ უნარებს, რაც აუცილებელია პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის მოვალეობის შესასრულებლად. სწორედ ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებით აღნიშნული პოზიციების დასაკავებლად სახელმწიფო უნივერსიტეტებში ასაკობრივი შეზღუდვა აღარ არსებობს.

მოსარჩელეების ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა.

წყარო : საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მსჯავრდებულთა ერთადგილიან საკანში მოთავსების წესი სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი

მსჯავრდებულთა ერთადგილიან საკანში მოთავსების წესი სახალხო დამცველის კონსტიტუციური

ვრცლად

დაზარალებულის უფლებები

დაზარალებულის უფლებები

ვრცლად

კიდევ ერთი მოგებული საქმე

კიდევ ერთი მოგებული საქმე

ვრცლად

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1481 კონსტიტუციური სარჩელი

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1481 კონსტიტუციური სარჩელი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp