iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » 2024 წლის 18 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა
იურიდიული სტატია

2024 წლის 18 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა

17-04-2024, 19:26 ადვოკატი 195 ნახვა
2024 წლის 18 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა

გიგა ჭელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
17 აპრილი 2024

2024 წლის 18 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „გიგა ჭელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (№1474 კონსტიტუციური სარჩელი).

მოსარჩელის მიერ სადავოდაა გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმა, რომლის თანახმად, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა წარმოადგენს დანაშაულს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმა, რომელიც ადგენს, რომ საბრძოლო მასალის შეძენის უფლება აქვს კანონით განსაზღვრულ პირებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს საბრძოლო მასალა განკუთვნილია მათ საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული რეგისტრირებული ან აღრიცხული იარაღიდან გასროლისათვის.

მოსარჩელე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236- ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დააყრდნო „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის არასწორ განმარტებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას აღმოჩენილი სამხედრო დანიშნულების ვაზნები არ იყო დამზადებული და განკუთვნილი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სანადირო იარაღიდან გასროლისათვის, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული იარაღიდან, კალიბრის მსგავსების გამო, შესაძლებელი იყო მათი გასროლა.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტების პირობებში, საბრძოლო მასალის შეძენა კანონიერად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პირი იძენს საბრძოლო მასალას, რომელიც დამზადებულია მის კანონიერ მფლობელობაში არსებული იარაღის მოდელისათვის. აღნიშნულის საპირწონედ, მოსარჩელის პოზიციით, „იარაღის შესახებ“ კანონით, საბრძოლო მასალის კანონიერ შეძენად ითვლება ნებისმიერი ისეთი ვაზნის შეძენა, რომელიც თავსებადი და ვარგისია პირის კანონიერ მფლობელობაში არსებული იარაღიდან გასროლისათვის. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა არის ბუნდოვანი, მასში გამოყენებული ტერმინი არაა მკაფიოდ ფორმულირებული, რის გამოც, მოსარჩელემ ვერ შეძლო სადავო ნორმაში სასამართლოს მიერ მის საქმეზე ამოკითხული შინაარსის წინასწარ განჭვრეტა.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც დასჯად ქმედებად აცხადებს ისეთი საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას, რომელიც არ არის შექმნილი მხოლოდ პირის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული რეგისტრირებული ან აღრიცხული იარაღის მოდელისთვის, მაგრამ მისი კალიბრის ზომიდან გამომდინარე, თავსებადია პირის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული რეგისტრირებული ან აღრიცხული იარაღიდან გასროლისათვის, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტს.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ფოტო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: 2024 წლის 18 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლო
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით და გურამ კაკულიები დამნაშავედ ცნო და 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით და გურამ კაკულიები დამნაშავედ ცნო და 9-9 წლით

ვრცლად

თბილისში დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისში დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, პროკურატურამ ორ

ვრცლად

ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარების უფლება

ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარების უფლება

ვრცლად

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ერთხმად ცნეს

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ერთხმად

ვრცლად

დაკავებულია 2 პირი - პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

დაკავებულია 2 პირი - პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp