საავტორო უფლებისა და მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება ექნებათ, ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა მოითხოვონ
საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება ექნებათ, დამრღვევისგან მოითხოვონ, მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა.
კანონპროექტის გათვალისწინებით, დამრღვევს უფლება ექნება, უფლებამოსილი პირის მიერ ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდის მოთხოვნიდან ორი კვირის ვადაში, უფლებამოსილ პირს გადაუხადოს ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღებ ფულად ანაზღაურებაზე 10 პროცენტით მეტი ოდენობით. მისაღები კომპენსაციის ოდენობები კი დამოკიდებული იქნება საავტორო უფლებების დარღვევების რაოდენობასა და მათი კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღებ ფულადი ანაზღაურების ოდენობაზე.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
