რომელია აპოსტილით დამოწმებას/ლეგალიზაციას დაქვემდებარებული დოკუმენტები?
სამედიცინო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;
სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები;
სანოტარო აქტები;
საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები;
ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ასლის დედანთან იგივეობის დამადასტურებელი დამოწმების ფურცელი;
აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული დოკუმენტის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული თარგმანი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული თარგმანის აპოსტილით დამოწმებას ახორციელებს ამ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანო (შემდგომში – უფლებამოსილი ორგანო).
აპოსტილით დამოწმებას ექვემდებარება როგორც დოკუმენტის დედანი, ისე ელექტრონული დოკუმენტის უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული მატერიალური ამონაბეჭდი ან მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ან სათანადო წესით დამოწმებული მატერიალური ასლი.
აპოსტილით დამოწმებას/ლეგალიზაციას არ ექვემდებარება შემდეგი დოკუმენტები:
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები;
კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ (გარდა სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) გაცემული დოკუმენტები;
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია საბაჟო და კომერციულ ოპერაციებთან;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მისი ასლი, გარდა გამცემი ორგანოს მიერ დამოწმებული საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლისა;
სამხედრო ბილეთი;
სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი (ტექნიკური პასპორტი) და მართვის მოწმობა;
ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული ქვითრები;
სანოტარო აქტები – ასლის დედანთან სისწორისა და ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის სისწორის ნამდვილობის დამოწმება;
ნორმატიული აქტები.
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.
ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
