iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » დაბადების რეგისტრაცია
იურიდიული სტატია

დაბადების რეგისტრაცია

15-06-2021, 19:15 სიახლე / ადვოკატის ნომერი 1 560 ნახვა
დაბადების რეგისტრაცია

დაბადება არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას. პიროვნება დაბადების რეგისტრაციის შემდეგ გაცემულ მოწმობას წარადგენს, სხვადასხვა სახელმწიფო თუ არა სახელმწიფო დაწესებულებაში, ორგანიზაციაში და ა.შ

დაბადების რეგისტრაციის მოთხოვნით შესაძლებელია მიმართოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალს, საზოგადოებრივ ცენტრებს ან იუსტიციის სახლს.

საქართველოში ბავშვის დაბადების შესახებ ინფორმაციას, სამედიცინო დაწესებულება, ელექტრონული შეტყობინებით, თავად აწვდის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც ახორციელებს დაბადების ფაქტის რეგისტრაციას.

განცხადებას დაბადების რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე უფლებამოსილ ორგანოში წარადგენს:

  • ბავშვის ერთ-ერთი მშობელი;
  • მშობლის მინდობილი პირი;
  • მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი;
  • იმ სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი პირი, სადაც დაიბადა ბავშვი;
  • გამგეობის (მერიის) რწმუნებული, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადებისშესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე.
    თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ ან სხვა სახელმწიფოში, ბავშვის დაბადების შესახებ მარეგისტრირებელ ორგანოს რეგისტრაციის მოთხოვნით შეუძლია მიმართოს ასევე ბავშვის მშობელმა.

ქორწინებაში მყოფმა მშობლება უნდა წარადგინონ:

  • ქორწინების მოწმობა;
  • მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ქორწინებაში არმყოფმა მშობლებმა ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის უნდა წარადგინონ:

  • ორივე მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • ქორწინებაში არმყოფმა დედამ ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

შენიშვნა: თუ ქორწინებაში არმყოფი ერთ–ერთი ან ორივე მშობელი არასრულწლოვანია, ასევე წარსადგენია – ბავშვის არასრულწლოვანი დედის ან/და მამის დაბადების მოწმობა და მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა პირის ბავშვის მამად ჩაწერის თაობაზე.
ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით.
დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.
ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

წყარო: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

ფოტო: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: დაბადება, არის, იურიდიული, მნიშვნელობის, მქონე, ფაქტი, რომელიც, ექვემდებარება, სავალდებულო, რეგისტრაციას, პიროვნება, დაბადების, რეგისტრაციის, შემდეგ, გაცემულ, მოწმობას, წარადგენს, სხვადასხვა, სახელმწიფო, თუ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


გარდაცვალების რეგისტრაციისთვის აუცილებელი საბუთები

გარდაცვალების რეგისტრაციისთვის აუცილებელი საბუთები

ვრცლად

მარტოხელა მშობელი

მარტოხელა მშობელი

ვრცლად

საინფორმაციო ბარათი

საინფორმაციო ბარათი

ვრცლად

საზეიმო ცერემონიალით ქორწინების რეგისტრაცია კოვიდპანდემიის რეგულაციების სრული დაცვით განახლდა

საზეიმო ცერემონიალით ქორწინების რეგისტრაცია კოვიდპანდემიის რეგულაციების სრული დაცვით

ვრცლად

იურიდიული ფაქტის დადგენა

იურიდიული ფაქტის დადგენა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp