iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » imigration lawyer in Georgia » დოკუმენტის ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება
იურიდიული სტატია

დოკუმენტის ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება

11-05-2023, 11:05 imigration lawyer in Georgia / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / ემიგრანტები იტალიაში / სიახლეები 347 ნახვა
დოკუმენტის ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება

საქართველოში გაცემული დოკუმენტი სხვა ქვეყანაში გამოყენების მიზნით საჭიროებს ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას, თუმცა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის შესაბამისად აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას არ საჭიროებს დოკუმენტი თუ ის უნდა წარვადგინოთ შემდეგ ქვეყნებში:

1. საქართველო 2. ბელორუსია 3. თურქმენეთი 4. მოლდოვა 5. რუსეთი 6. სომხეთი 7. ტაჯიკეთი 8. უზბეკეთი 9. უკრაინა 10. ყაზახეთი 11. ყირგიზეთი 12. აზერბაიჯანი

ლეგალიზაცია/აპოსტილით დამოწმება გულისხმობს დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში, მათი ავთენტურობის (ნამდვილობის) დამოწმებას.

დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ერთსაფეხურიანი პროცედურაა და გულისხმობს მხოლოდ ერთი კონკრეტული უწყების მიერ მის დამოწმებას, აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ”უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ” ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის ნებისმიერ წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე (დაწვრილებითი ინფორმაცია ზემოაღნიშნული კონვენციის წევრ-სახელმწიფოების თაობაზე იხილეთ ვებ გვერდზე.

ლეგალიზაცია სამსაფეხურიანი პროცედურაა.

1. პირველი ეტაპის განმახორციელებელი, დოკუმენტის გამცემი უწყების გათვალისწინებით, არის ერთ-ერთი აღნიშნული უწყება:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;

- სსიპ მომსახურების სააგენტო.

2. მეორე ეტაპში მონაწილეობს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი.

3. მესამე ეტაპს ახორციელებს დოკუმენტის მიმღები ქვეყნის დიპლომატიური/საკონსულო დაწესებულება.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, მის უფლებამოსილებას განკუთვნილი დოკუმენტის დამოწმებისას, თავად ახორციელებს დოკუმენტის გადაგზავნას მეორე ეტაპის განმახორციელებელ (საგარეო საქმეთა სამინისტროში) ორგანოში. შესაბამისად, ამ კატეგორიის დოკუმენტების დასამოწმებლად მოქალაქეს დოკუმენტის ლეგალიზაციის მოთხოვნის წარდგენა შეუძლია იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში. ლეგალიზებული დოკუმენტი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ იმ ქვეყანაში, რომლის საკონსულო დაწესებულებამაც განახორციელა ლეგალიზაციის მე–3 ეტაპი.

იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც არ წარმოადგენენ “უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ ” ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის წევრ სახელმწიფოებს, ძალაში რჩება ლეგალიზაციის მოთხოვნა.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ლეგალიზაცია, აპოსტილი, დამოწმება, დოკუმენტის დამოწმება, ავთენტურობა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საქართველოს ტერიტორიაზე ,,ნასამართლობის შესახებ” ცნობის აღება,თარგმნა,აპოსტილი,ლეგალიზაცია, სანოტარო დამოწმება

საქართველოს ტერიტორიაზე ,ნასამართლობის შესახებ” ცნობის

ვრცლად

დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება

დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება

ვრცლად

ძირითადი სანოტარო სერვისები

ძირითადი სანოტარო სერვისები

ვრცლად

განქორწინება დისტანციურად საქართველოში ჩამოსვლის გარეშე ემიგრანტებს

განქორწინება დისტანციურად საქართველოში ჩამოსვლის გარეშე ემიგრანტებს

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp