საქართველოში უცხოელის შრომითი საქმიანობის უფლება 2026 - სრული გზამკვლევი
imigration lawyer in Georgia / ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე / Employment Law
საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი
ხშირად დასმული კითხვები
რომელი სამართლებრივი აქტები არეგულირებს საქართველოში მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელის დასაქმებას ან თვითდასაქმებას?
ა) საქართველოს კანონი „შრომითი მიგრაციის შესახებ“; (დოკუმენტი იხილეთ - https://matsne.gov.ge/ka/document/view/2806732?publication=6)
ბ) საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 თებერვლის №70 დადგენილება, რომელიც ამტკიცებს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესს. (დოკუმენტი იხილეთ - https://matsne.gov.ge/document/view/6791218?publication=0
რა არის შრომითი საქმიანობის უფლება და ვინ გასცემს მას?
შრომითი საქმიანობის უფლება არის სპეციალური ნებართვა, რომელიც უცხოელს აძლევს უფლებას საქართველოში განახორციელოს შრომითი ან სამეწარმეო საქმიანობა (მათ შორის დისტანციურად).
მის საფუძველზე გაიცემა:
ა) D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა;
ბ) შრომითი ბინადრობის ნებართვა;
გ) IT სფეროს ბინადრობის ნებართვა.
უფლებას გასცემს სსიპ „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“.
საქართველოში მყოფ რომელ კატეგორიის უცხოელებზე არ ვრცელდება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონი?
კანონი არ ვრცელდება პირზე, რომელიც:
ა) არის ლტოლვილი, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის მქონე პირი, რომელსაც ეს სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიენიჭა;
ბ) საქართველოში რეგისტრირებულია თავშესაფრის მაძიებლად;
გ) მუშაობს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, უცხო ქვეყნის საკონსულო დაწესებულებაში, საერთაშორისო ორგანიზაციის კანონიერ წარმომადგენლობაში ან/და ორგანოში;
დ) არის საქართველოში კანონიერ საფუძველზე მოქმედი უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალების მიერ აკრედიტებული ჟურნალისტი საქართველოში;
ე) არის პირი, რომელზედაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად ვრცელდება შრომითი მოწყობის ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებული წესი;
ვ) არის მოქმედი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირი.
როდიდან მოქმედებს ახალი რეგულაციები?
ნორმები ძალაშია 2026 წლის 1 მარტიდან.
ა) უკვე მოქმედ თვითდასაქმებულებზე აღსრულების მექანიზმი ამოქმედდება 2026 წლის 1 მაისიდან.
ბ) ერთიან ბაზაში რეგისტრირებულმა აქტიურმა შრომითმა იმიგრანტებმა შრომითი საქმიანობის უფლება და შესაბამისი ბინადრობა უნდა მოიპოვონ 2027 წლის 1 იანვრამდე.
,,შრომითი მიგრაციის შესახებ’’ კანონის თანახმად, ვინ არის შრომითი იმიგრანტი?
უცხოელი, რომელსაც არ აქვს მუდმივი ბინადრობა და საქართველოში:
ა) მუშაობს ან გეგმავს მუშაობას ადგილობრივ დამსაქმებელთან (მათ შორის დისტანციურად), ან
ბ) არის თვითდასაქმებული.
ვინ ითვლება ადგილობრივ დამსაქმებლად?
საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე, ამხანაგობა, უცხოური ორგანიზაციის წარმომადგენლობა ან საქართველოში კანონიერად მცხოვრები პირი, რომელიც იყენებს უცხოელის შრომას.
ვინ არის თვითდასაქმებული უცხოელი?
უცხოელი, რომელსაც არ აქვს მუდმივი ბინადრობა და საქართველოში დამოუკიდებლად ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას (ვაჭრობა, მომსახურება, პარტნიორობა, კონტრაქტორობა და სხვა) ფინანსური სარგებლის მისაღებად.
ვინ არის მომსახურების ორგანიზატორი?
ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც თვითდასაქმებულ უცხოელთან აფორმებს გარიგებას, რის შედეგადაც უცხოელი იღებს ფინანსურ სარგებელს.
რა ფინანსური სანქციებია შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე მუშაობისთვის?
კანონის დარღვევის შემთხვევაში, დაჯარიმდება:
ა) დამსაქმებელი/მომსახურების ორგანიზატორი - 2 000 ლარი;
ბ) შრომითი იმიგრანტი - 2 000 ლარი;
გ) თვითდასაქმებული უცხოელი - 2 000 ლარი;
დ) განმეორებით შემთხვევაში - 4 000 ლარი.
შრომითი საქმიანობის უფლება მიიღება საქართველოში შემოსვლამდე თუ შემოსვლის შემდეგ?
უფლების მიღება შესაძლებელია როგორც საქართველოში შემოსვლამდე, ისე კანონიერად ყოფნის პერიოდში.
უფლება არ გაიცემა პირზე, რომელიც ქვეყანაში იმყოფება გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველზე.
შეუძლია თუ არა შრომითი საქმიანობის უფლების მქონე უცხოელს ნებისმიერ დამსაქმებელთან ან სფეროში საქმიანობა?
არა.
ა) შრომით იმიგრანტზე უფლება გაიცემა კონკრეტულ დამსაქმებელთან და კონკრეტულ პოზიციაზე.
ბ) თვითდასაქმებულზე - უფლება გაიცემა კონკრეტული სპეციალობისა და საქმიანობის მითითებით.
უფლების სხვა პირზე გადაცემა დაუშვებელია.
პოზიციის, დამსაქმებლის ან საქმიანობის სფეროს შეცვლის შემთხვევაში აუცილებელია ახალი განაცხადის დაფიქსირება და უფლების ხელახლა მოპოვება.
ცვლილება განახლების გარეშე გამოიწვევს 2 000 ლარის ჯარიმას და უფლების ვადამდე შეწყვეტას.
რა არის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის საფუძველი და რა კვოტებია 2026 წელს?
ა) შრომითი იმიგრანტისთვის საფუძველია შრომის ბაზრის მოთხოვნა და საჭიროებები.
ბ) თვითდასაქმებულისთვის – შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობის სფერო.
დაბალკვალიფიციურ ან შრომის ბაზარზე ჭარბად წარმოდგენილ პროფესიებზე შეიძლება დაწესდეს წლიური კვოტები.
2026 წლის კვოტები:
ა) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც უკავშირდება საკურიერო მომსახურებას, წლიური კვოტაა – 0;
ბ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია მგზავრების გადაყვანასთან, წლიური კვოტაა – 0;
გ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტაა – 0;
დ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტა – 200.
ვის მიერ ხდება შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება?
შრომითი იმიგრანტი ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში ვალდებულია მოიპოვოს შრომითი საქმიანობის უფლება ადგილობრივი დამსაქმებლის მეშვეობით, ხოლო თვითდასაქმებული სამუშაო უფლებას მოიპოვებს თავად.
როგორია დამსაქმებლის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების პროცედურა?
ა) ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის განაცხადის გაკეთებამდე მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.moh.gov.ge) განათავსოს ინფორმაცია იმ ვაკანტური სამუშაო პოზიციის თაობაზე, რომელზეც აპირებს დაასაქმოს შრომითი იმიგრანტი.
ბ) იმ შემთხვევაში, თუ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.moh.gov.ge) განთავსებულ ვაკანსიაზე, 10 სამუშაო დღის განმავლობაში, სააგენტო ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ განთავსებული ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატურ(ებ)ის მოძიებასა და დამსაქმებლისთვის მიწოდებას, ადგილობრივი დამსაქმებელი შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით, განცხადებით მიმართავს სააგენტოს და კანონმდებლობით განსაზღვრულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას (ჩამონათვალი იხ. აქ: https://matsne.gov.ge/document/view/6791218?publication=0 - დანართი N1). წარადგენს სპეციალური ელექტრონული სისტემის საშუალებით შემდეგ მისამართზე: www.labourmigration.moh.gov.ge.
გ) იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი დამსაქმებელი უარს იტყვის სააგენტოს მიერ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.moh.gov.ge) განთავსებულ ვაკანსიაზე შეთავაზებულ კანდიდატ(ებ)ის მიღებაზე, იგი ვალდებულია შერჩევის პროცესის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ელექტრონული ფორმით აცნობოს სააგენტოს ამის შესახებ და დაასაბუთოს მისთვის შეთავაზებული კანდიდატურ(ებ)ის დაწუნების მიზეზ(ებ)ი. სააგენტო 3 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილ მიზეზებს, მიიღებს გადაწყვეტილებას შრომითი საქმიანობის უფლების გასაცემად პროცესის გაგრძელების/არგაგრძელების თაობაზე და მიღებულ გადაწყვეტილებას ელექტრონული ფორმით აცნობებს დამსაქმებელს. გაგრძელების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დამსაქმებელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს და წარადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას (ჩამონათვალი იხ. აქ: https://matsne.gov.ge/document/view/6791218?publication=0 - დანართი N1). სპეციალური ელექტრონული სისტემის საშუალებით შემდეგ მისამართზე: www.labourmigration.moh.gov.ge.
ზემოთხსენებული „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროცედურა არ ვრცელდება:
1) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიაზე, ასევე „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლით გათვალისწინებულ ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიაზე;
2) სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრ საერთაშორისო ექსპერტებზე;
3) ისეთ შემთხვევებზე, როდესაც დამსაქმებლის მიერ განთავსებული მოთხოვნა ერთდროულად მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ პირობებს:
ა) ვაკანტური სამუშაო პოზიციისთვის გათვალისწინებული ყოველთვიური შრომის ანაზღაურება აღემატება 15 000 ლარს (დარიცხული თანხა);
ბ) ვაკანტური სამუშაო პოზიციისთვის დამსაქმებლის მიერ მოთხოვნილია უმაღლესი განათლება იმ სპეციალობით, რომელიც დაკავშირებულია შესასრულებელ სამუშაოსთან და ობიექტურად მოითხოვება ამ სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ თუ ზემოთხსენებული გამონაკლისებით გათვალისწინებული მოთხოვნის წამოყენებისას არ იკვეთება სამუშაოს კონკრეტული უცხოელის მიერ პირადად შესრულების მნიშვნელობა და აუცილებლობა, სააგენტო უფლებამოსილია ადგილობრივ შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და საჭიროებების, აგრეთვე, საამისოდ მნიშვნელოვანი სხვა გარემოებების (შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკა, სამუშაოს შესასრულებლად ინდივიდუალური მახასიათებლების საჭიროება, შემსრულებლის რეპუტაცია, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესი ან/და სხვა ფაქტორები) გათვალისწინებით, აღნიშნულ სამუშაო პოზიციაზე გაავრცელოს „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროცედურა. ასეთ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია წინასწარ შეათანხმოს საკითხი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, ხოლო საჭიროებისამებრ დამატებით სხვა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებასთან. აღნიშნული საკითხის შეთანხმების თაობაზე ეცნობება განმცხადებელს და შეთანხმების მოპოვებამდე ამ დადგენილებით განსაზღვრული ვადების დინება ჩერდება.
სააგენტო უფლებამოსილია შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის გაკეთებული განაცხადის განხილვის პროცესში ადგილობრივ დამსაქმებელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა ან/და ამ პროცესში გამოვლენილი უზუსტობის აღმოფხვრა არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ვადაში, რომლის წარმოუდგენლობის ან/და არ აღმოფხვრის შემთხვევაში სააგენტო შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე იღებს უარყოფით გადაწყვეტილებას და ამის შესახებ დამსაქმებელს აცნობებს ელექტრონული ფორმით.
როგორია თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების პროცედურა?
თვითდასაქმებული უცხოელი:
ა) ელექტრონულად მიმართავს სააგენტოს (დანართი №2) https://matsne.gov.ge/document/view/6791218?publication=0;
ბ) წარადგენს დოკუმენტაციას;
გ) გადის სავალდებულო ვიდეოგასაუბრებას და ადასტურებს განაცხადს.
სააგენტოს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია (10 კალენდარული დღე). ხარვეზის არაღმოფხვრის შემთხვევაში მიიღება უარი.
რა ვადებში გასცემს სააგენტო შრომითი საქმიანობის უფლებას?
სრულყოფილი განაცხადის მიღებიდან:
ა) სტანდარტული წესით - არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა;
ბ) დაჩქარებული წესით - არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
შესაძლო გადაწყვეტილება:
ა) გაცემის შესახებ;
ბ) უარის შესახებ.
უარის ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ხელახალი განაცხადი შესაძლებელია მინიმუმ 1 თვის შემდეგ.
რა არის უარის თქმის საფუძვლები?
ა) არასრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია (10 დღეში არ აღმოიფხვრა);
ბ) ვადის დარღვევით წარდგენილი გაგრძელების განაცხადი;
გ) შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შეუსაბამობა ან კვოტის ამოწურვა;
დ) გაძევების პროცესის დაწყება ან მიღებული გადაწყვეტილება.
შესაძლებელია თუ არა უარის გასაჩივრება?
დიახ, სასამართლოში - გადაწყვეტილების გაცნობიდან 1 თვის ვადაში.
გასაჩივრება:
ა) არ ანიჭებს მუშაობის უფლებას;
ბ) არ აჩერებს ქვეყნიდან გასვლის ვალდებულებას;
გ) არ აფერხებს გაძევების პროცესს ან მის აღსრულებას.
შესაძლებელია თუ არა ხელახალი განაცხადის წარდგენა?
დიახ. უარის ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში განცხადება შეიძლება ხელახლა წარედგინოს მინიმუმ 1 თვის შემდეგ.
როდის შედის ძალაში შრომითი საქმიანობის უფლება და რა ვადით გაიცემა?
შრომით იმიგრანტზე/თვითდასაქმებულ უცხოელზე (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული/თვითდასაქმებული უცხოელისა) პირველ ჯერზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლება ძალაში შედის ამ უცხოელის მიერ D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის ან შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღების დღიდან (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს უცხოელი უკვე ფლობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რომელიმე კატეგორიის ბინადრობის ნებართვას) და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრება ამ უფლების ძალაში შესვლის თარიღიდან 6 თვიდან 1 წლამდე ვადით.
შრომით იმიგრანტზე/თვითდასაქმებულ უცხოელზე, რომელიც შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით განაცხადის გაკეთების მომენტში უკვე ფლობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რომელიმე კატეგორიის ბინადრობის ნებართვას, პირველ ჯერზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლება ძალაში შედის სააგენტოს მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის დღიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრება ამ უფლების ძალაში შესვლის თარიღიდან 6 თვიდან 1 წლამდე ვადით.
ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებულ/ თვითდასაქმებულ უცხოელზე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს უცხოელი უკვე ფლობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რომელიმე კატეგორიის ბინადრობის ნებართვას) პირველ ჯერზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლება ძალაში შედის ამ უცხოელის მიერ D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მიღების დღიდან და მოქმედებს ამ უფლების ძალაში შესვლის თარიღიდან არაუმეტეს 3 წლის ვადით.
ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებულ/ თვითდასაქმებულ უცხოელზე, რომელიც შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით განაცხადის გაკეთების მომენტში უკვე ფლობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რომელიმე კატეგორიის ბინადრობის ნებართვას, პირველ ჯერზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლება ძალაში შედის სააგენტოს მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის დღიდან და მოქმედებს ამ უფლების ძალაში შესვლის თარიღიდან არაუმეტეს 3 წლის ვადით.
შესაძლებელია თუ არა შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება?
დიახ.
ა) დამსაქმებელი/თვითდასაქმებული ვალდებულია განცხადებით მიმართოს სააგენტოს სპეციალური ელექტრონული სისტემის (labourmigration.moh.gov.ge) საშუალებით ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე და განაახლოს წარდგენილი ინფორმაცია.
ბ) სააგენტო გადაწყვეტილებას აცნობებს არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
ვადები:
გ) პირველი 5 წლის განმავლობაში - ყოველ ჯერზე არაუმეტეს 1 წლით;
დ) 5 წლის უწყვეტი გაგრძელების შემდეგ - ყოველ ჯერზე 1-დან 5 წლამდე;
ე) IT სფეროში დასაქმებული/თვითდასაქმებული უცხოელი - ყოველ ჯერზე არაუმეტეს 3 წლით.
შესაძლებელია შრომითი საქმიანობის უფლების ვადაზე ადრე შეწყვეტა?
ა) ადგილობრივ დამსაქმებელსა და შრომით იმიგრანტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვა ან ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა;
ბ) თუ მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ შრომითი იმიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი ფაქტობრივად არ მუშაობს/არ საქმიანობს იმ პოზიციაზე/სფეროში, რაზეც გაცემულია შრომითი საქმიანობის უფლება და სააგენტო ამის შესახებ არ იყო ინფორმირებული;
გ) თუ მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ შრომითი იმიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი ფაქტობრივად მუშაობს/საქმიანობს სააგენტოს მიერ გაცემული უფლებით განსხვავებულ პოზიციაზე/სფეროში ან განსხვავებული პირობებით და სააგენტო ამის შესახებ არ იყო ინფორმირებული;
დ) შრომითი იმიგრანტისთვის/თვითდასაქმებული უცხოელისთვის საქართველოში D1 კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადის გასვლა ან შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას D1 კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადის გასვლის ან შეწყვეტის მომენტში ბინადრობის ნებართვა არ ექნება მოპოვებული;
ე) შრომითი იმიგრანტისთვის/თვითდასაქმებული უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლა ან შეწყვეტა;
ვ) შრომითი იმიგრანტის/თვითდასაქმებული უცხოელის მიერ D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის ან/და შრომითი ბინადრობის ნებართვის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად დადგენილ ვადაში განცხადების წარუდგენლობა;
ზ) შრომითი საქმიანობის უფლების მქონე შრომით იმიგრანტზე/თვითდასაქმებულ უცხოელზე D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის, შრომითი ბინადრობის ნებართვის, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება;
თ) შრომითი იმიგრანტის/თვითდასაქმებული უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება;
ი) თვითდასაქმებული უცხოელის მიერ საქართველოს საზღვრების უწყვეტად 6 თვეზე მეტი პერიოდით დატოვება.სააგენტო, შრომითი საქმიანობის უფლების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე, ელექტრონული ფორმით ინფორმაციას უგზავნის ადგილობრივ დამსაქმებელს და შრომით იმიგრანტს/თვითდასაქმებულ უცხოელს არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
შრომითი იმიგრანტზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია შეწყვიტოს აღნიშნულ შრომით იმიგრანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და სააგენტოს, შრომითი მიგრაციის სპეციალური ელექტრონული სისტემის www.labourmigration.moh.gov.ge საშუალებით წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია.
ვალდებულია თუ არა დამსაქმებელი შრომით იმიგრანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის ან ცვლილების შემთხვევაში, სააგენტოს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია?
დიახ.
ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის, ცვლილების ან ვადის გაგრძელების შემთხვევაში ინფორმაცია სააგენტოს უნდა წარედგინოს 5 კალენდარული დღეში ელექტრონული სისტემის https://labourmigration.moh.gov.ge/ საშუალებით.
სანქცია:
ა) 1 000 ლარი;
ბ) განმეორებით – 2 000 ლარი.
რა ღირს შრომითი საქმიანობის უფლება და ვინ იხდის საფასურს?
საფასური:
ა) 30 კალენდარულ დღეში გაცემის შემთხვევაში - 200 ლარი;
ბ) 10 სამუშაო დღეში (დაჩქარებული) - 400 ლარი;
გ) ვადის გაგრძელება (30 დღემდე) - 200 ლარი.
ვინ იხდის:
ა) შრომითი იმიგრანტისთვის - ადგილობრივი დამსაქმებელი;
ბ) თვითდასაქმებულისთვის - თავად თვითდასაქმებული.
გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ელექტრონული სისტემის საშუალებით.
რა პროცედურებია სავალდებულო უფლების მიღების შემდეგ?
შრომითი იმიგრანტი:
ა) თუ საქართველოში არ იმყოფება - 30 კალენდარულ დღეში მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს D1 ვიზისთვის;
ბ) თუ საქართველოში იმყოფება - 10 კალენდარულ დღეში მიმართავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შრომითი ან IT ბინადრობის ნებართვისთვის.
გამონაკლისი:
ა) უკვე მოქმედი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი;
ბ) სრულად დისტანციური საქმიანობა, რომელიც საქართველოში შემოსვლას არ საჭიროებს.
რომელი უწყებები ახორციელებენ მონიტორინგსა და კონტროლს?
ა) სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო - ახორციელებს მონიტორინგს შრომითი საქმიანობის უფლების პირობების დაცვის მიზნით.
ა) დარღვევის შემთხვევაში ინფორმაცია ეგზავნება შრომის ინსპექციის სამსახურს, რომელიც აკისრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას (კანონის შესაბამისი მუხლების საფუძველზე).
ბ) კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნის გამოვლენისას ინფორმაცია ეგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროს.
გ) შსს უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი და დააკისროს პასუხისმგებლობა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით
საქართველოში
598 419 416
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)
იტალიაში ქართველი ოპერატორი
351 5 47 00 47
Italia, Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
მსგავსი სიახლეები
შრომითი მიგრაცია, უცხოელი საქართველოში, ბინადრობის ნებართვა, D1 ვიზა, დასაქმება საქართველოში, თვითდასაქმება, შრომის ბაზარი, კვოტები, IT სფერო, დამსაქმებელი, ადმინისტრაციული ჯარიმა, შრომის ინსპექცია

598 419 416 თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)
იტალიაში ქართველი ოპერატორი
351 5 47 00 47 Italia, Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A