იურიდიული სტატია
გარდაცვალების რეგისტრაციისთვის აუცილებელი საბუთები
გარდაცვალების რეგისტრაციისთვის აუცილებელი საბუთები
1) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
2) გარდაცვლილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
3) გარდაცვალების ფაქტის დამადასტურებელი ერთ-ერთი შემდეგი საბუთი:
- გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა (სამედიცინო დაწესებულება, ელექტრონული შეტყობინებით, თავად აწვდის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც ახორციელებს გარდაცვლაების ფაქტის რეგისტრაციას.)
- უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ
- სასამართლოს გადაწყვეტილება პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ
- გამგეობის (მერიის) რწმუნებულის მიერ შედგენილი ოქმი პირის გარდაცვლების დადასტურების შესახებ
- უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით რეპრესირებული პირის გარდაცვალების შესახებ
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ან საქართველოს შინაგან საქმერთა სამინისტროს შეტყობინება სამშვიდობო ოპერაციებში საომარ ან საბრძოლო მოქმედებებში, აგრეთვე სტიქიური უბედურების შედეგად მოსამსახურის დაღუპვის შესახებ
- სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმავე სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი
- უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა მეორე მსოფლიო ომში დაღუპვის შესახებ
წყარო: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
შემდეგი ნაბიჯი
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
საქართველო
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
კონტაქტი
იტალია
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
