iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » როგორ მიიღებენ უცხოელები საქართველოში მუშაობის უფლებას 2026 წლის 01 მარტიდან? ?
იურიდიული სტატია

როგორ მიიღებენ უცხოელები საქართველოში მუშაობის უფლებას 2026 წლის 01 მარტიდან? ?

24-02-2026, 15:29 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 26 ნახვა
როგორ მიიღებენ უცხოელები საქართველოში მუშაობის უფლებას 2026 წლის 01 მარტიდან? ?

როგორ მიიღებენ უცხოელები საქართველოში მუშაობის უფლებას 2026 წლის 01 მარტიდან ?

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მუშაობის წესი იცვლება. მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაცია 2026 წლის 1 მარტიდან შევა ძალაში და შეეხება როგორც დამსაქმებლებს, ისე საქართველოში დასაქმებულ ან თვითდასაქმებულ უცხოელებს.

თუ თქვენ გეგმავთ უცხოელის დასაქმებას ან თავად ხართ უცხო ქვეყნის მოქალაქე და საქმიანობთ საქართველოში, მნიშვნელოვანია წინასწარ იცოდეთ რა მოთხოვნები და ვადებია განსაზღვრული.

ვის შეეხება ახალი წესი? რეგულაცია ვრცელდება იმ უცხოელებზე, რომლებიც:

  • არ ფლობენ მუდმივი ბინადრობის ნებართვას;

  • მუშაობენ ან გეგმავენ მუშაობას ადგილობრივ კომპანიაში (მათ შორის დისტანციურად);

  • ეწევიან თვითდასაქმებას და იღებენ ფინანსურ სარგებელს საქართველოში.

შრომითი საქმიანობის უფლებას გასცემს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.

როდიდან ამოქმედდება ახალი რეგილაციები?

  • 2026 წლის 1 მარტიდან - ახალი წესი ამოქმედდება.

  • 2026 წლის 1 მაისიდან - რეგულაცია გავრცელდება უკვე მოქმედ თვითდასაქმებულ უცხოელებზე.

  • 2027 წლის 1 იანვრამდე - უკვე რეგისტრირებულ შრომით იმიგრანტებს უნდა ჰქონდეთ მიღებული შესაბამისი შრომითი უფლება და ბინადრობის ნებართვა.

რა ვალდებულება აქვს დამსაქმებელს?

უცხოელის დასაქმებამდე დამსაქმებელი ვალდებულია:

  • მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე განათავსოს ვაკანსია პორტალზე worknet.moh.gov.ge;

  • დაელოდოს, მოიძებნება თუ არა შესაბამისი ადგილობრივი კანდიდატი.

თუ 10 დღის განმავლობაში შესაბამისი კადრი ვერ მოიძებნა, მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია დამსაქმებელს სააგენტოს მიმართოს უცხოელისთვის მუშაობის უფლების მისაღებად.

გამონაკლისები

ვაკანსიის წინასწარი გამოქვეყნება არ სჭირდება:

  • საერთაშორისო კომპანიებსა და ინოვაციურ სტარტაპებს;

  • განათლების სფეროში მოწვეულ საერთაშორისო ექსპერტებს;

  • პოზიციებს, სადაც ხელფასი აღემატება 15 000 ლარს და აუცილებელია უმაღლესი განათლება.

როგორ მიიღებს თვითდასაქმებული უცხოელი უფლებას?

თვითდასაქმებულმა უცხოელმა უნდა მიმართოს სააგენტოს და გაიაროს ვიდეოგასაუბრება. წარდგენილი უნდა იყოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია და დამადასტურებელი დოკუმენტები.

რა ვადით გაიცემა მუშაობის უფლება?

სტანდარტულად უფლება გაიცემა 6 თვიდან 1 წლამდე ვადით.

პირველი 5 წლის განმავლობაში გაგრძელება შესაძლებელია ყოველ ჯერზე მაქსიმუმ 1 წლით. 5 წლის უწყვეტი საქმიანობის შემდეგ ნებართვა შეიძლება გაიცეს 1-დან 5 წლამდე პერიოდით.

IT სექტორი

IT სფეროში დასაქმებულებისთვის ნებართვა პირველად შეიძლება გაიცეს მაქსიმუმ 3 წლით და შემდგომ გაგრძელდეს ასევე 3-წლიანი პერიოდებით.

მომსახურების საფასური და ვადები:

  • 30 კალენდარულ დღეში გაცემის შემთხვევაში – 200 ლარი;

  • 10 სამუშაო დღეში დაჩქარებული წესით – 400 ლარი;

  • ვადის გაგრძელება – 200 ლარი.

შრომითი იმიგრანტის შემთხვევაში საფასურს იხდის დამსაქმებელი, ხოლო თვითდასაქმებულის შემთხვევაში – თავად უცხოელი.

რა ხდება დარღვევის შემთხვევაში?

თუ გამოვლინდა, რომ უცხოელი სხვა პოზიციაზე მუშაობს ან საერთოდ არ საქმიანობს მითითებულ ადგილზე, შრომითი საქმიანობის უფლება შეიძლება შეუწყდეს.

კონტროლს ახორციელებენ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები, მათ შორის შრომის ინსპექცია.

ხელშეკრულების შეწყვეტა და ვადის გაგრძელება

თუ შრომითი ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდება, დამსაქმებელმა 5 კალენდარულ დღეში უნდა აცნობოს სააგენტოს.

ვადის გაგრძელების მსურველმა უცხოელმა სააგენტოს უნდა მიმართოს არაუგვიანეს 30 კალენდარული დღით ადრე, ვიდრე მოქმედი უფლება ამოიწურება.

ვიზა და ბინადრობის ნებართვა

თუ უცხოელი საქართველოში არ იმყოფება, მან 30 დღეში უნდა მიმართოს საელჩოს D1 კატეგორიის ვიზისთვის.

თუ უკვე საქართველოშია, 10 კალენდარულ დღეში უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად.

ვის არ ეხება რეგულაცია? ახალი წესი არ ვრცელდება:

  • ლტოლვილებსა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებზე;

  • თავშესაფრის მაძიებლებზე;

  • დიპლომატებზე;

  • საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებზე;

  • აკრედიტებულ ჟურნალისტებზე;

  • საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე.

2026 წლიდან უცხოელთა დასაქმება საქართველოში უფრო მკაფიო და კონტროლირებადი პროცედურებით რეგულირდება. მნიშვნელოვანია, რომ როგორც კომპანიებმა, ისე უცხოელმა მოქალაქეებმა წინასწარ დაგეგმონ პროცესი და გაითვალისწინონ განსაზღვრული ვადები.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: უცხოელთა მუშაობის უფლება საქართველოში, შრომითი იმიგრანტი, შრომითი საქმიანობის უფლება, მუშაობის ნებართვა 2026, D1 ვიზა, ბინადრობის ნებართვა, IT სფეროში დასაქმება, worknet ვაკანსია, თვითდასაქმებული უცხოელი, შრომითი მიგრაცია
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


როგორ მიიღებენ უცხოელები საქართველოში მუშაობის უფლებას 2026 წლის 01 მარტიდან - რა უნდა იცოდეთ?

როგორ მიიღებენ უცხოელები საქართველოში მუშაობის უფლებას 2026 წლის 01 მარტიდან - რა უნდა

ვრცლად

შრომითი მიგრაციის რეფორმა 2026: წინასწარი სამუშაო ნებართვა, 150,000$-იანი ქონებრივი ბარიერი და სანქციების გამკაცრება საქართველოში

შრომითი მიგრაციის რეფორმა 2026: წინასწარი სამუშაო ნებართვა, 150,000$-იანი ქონებრივი

ვრცლად

მართვის მოწმობის აღდგენა 2026 წლიდან - ვინ შეძლებს და ვინ ვერ ისარგებლებს ახალი რეგულაციით

მართვის მოწმობის აღდგენა 2026 წლიდან - ვინ შეძლებს და ვინ ვერ ისარგებლებს ახალი რეგულაციით

ვრცლად

ვეტერინარული საქმიანობის რეგულაცია 2024-2026 წლებში – რა უნდა იცოდეთ

ვეტერინარული საქმიანობის რეგულაცია 2024-2026 წლებში – რა უნდა იცოდეთ

ვრცლად

ბინადრობის ნებართვის მოპოვება

ბინადრობის ნებართვის მოპოვება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp