iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება
იურიდიული სტატია

დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება

7-12-2020, 22:58 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / იუსტიციის სახლი / Public Service Hall / საგადასახადო ადვოკატი 3 128 ნახვა
დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება

დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება

იურისტი ნათია ნაკაშიძე გვესაუბრება აპოსტილის დამოწმებაზე და სანოტარო დამოწმებაზე

ქალბატონო ნათია, რა დასტურდება აპოსტილით დამოწმებისას?
აპოსტილით დამოწმებისას დასტურდება საქართველოს ტერიტორიაზე შედგენილ დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათი ავთენტიკურობა.

რა დოკუმენტებს ამოწმებენ აპოსტილით თქვენი წარმომადგენლობისას ყველაზე ხშირად?
პრაქტიკაში ყველაზე ხშირად გვიწევს დამოწმება:

ნასამართლეობის ცნობის,

დაბადების მოწმობის,

ქორწინების მოწმობის,

ქორწინებაში არ ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის

განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების:

ატესტატი,დიპლომი...


რას გულისხმობს დოკუმენტის ასლის დამოწმება?

დოკუმენტის ასლის დამოწმება აღნიშნული ასლის დედანთან ან დამოწმებულ ასლთან (ასლის ასლთან) შესაბამისობის დადასტურებას გულისხმობს. ამიტომ, ნოტარიუსთან ასლის დამოწმებისას თან უნდა იქონიოთ დოკუმენტის დედანი და/ან მისი დამოწმებული ასლი.

1. აპოსტილის შემსრულებელი პასუხისმგებელია აპოსტილის არასწორად შესრულების ან ამ წესის რაიმე ფორმით დარღვევისათვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით აპოსტილით დამოწმებულ დოკუმენტს არ გააჩნია იურიდიული ძალა. იმ სახელმწიფოებთან დაკავშირებით, რომლებიც არ არიან მიერთებული „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციას, ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი

ლეგალიზაციის წესები.

აპოსტილით მოწმდება შემდეგი დოკუმენტები:

ა) სამედიცინო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;

გ) სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები;

დ) სანოტარო აქტები;

ე) საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები;

ვ) ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ასლის დედანთან იგივეობის დამადასტურებელი დამოწმების ფურცელი;

ზ) აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული დოკუმენტის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული თარგმანი.


2. აპოსტილით დამოწმებას ექვემდებარება როგორც დოკუმენტის ორიგინალი, ისე ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის ასლი და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ასლის დედანთან იგივეობის დამოწმების ფურცელი

3. დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლის აპოსტილით დამოწმება გულისხმობს დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათი ავთენტიკურობის დადასტურებას.


4. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებული ასლის აპოსტილით დამოწმება გულისხმობს დოკუმენტის დამოწმების ფურცელზე ან დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათი ავთენტიკურობის დადასტურებას.

რა დასტურდება ნოტარიუსთან დოკუმენტის ასლის დამოწმებისას?

დოკუმენტის ასლის დამოწმება აღნიშნული ასლის დედანთან ან დამოწმებულ ასლთან (ასლის ასლთან) შესაბამისობის დადასტურებას გულისხმობს.


გაითვალისწინეთ! ნოტარიუსთან ასლის დამოწმებისას თან უნდა იქონიოთ დოკუმენტის დედანი და/ან მისი დამოწმებული ასლი.

როგორც ჩვენთვის ცნობილია ხშირია სანოტარო დამოწმებები და კონკრეტულად რა დოკუმენტებს ამოწმებთ როცა მოქალაქეები მოგმართავენ?


კანონით დასაშვებია:

პასპორტის,

პირადობის მოწმობის,

სატრანსპორტო საშუალების

მართვის მოწმობის,

მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების (საგადასახადო ანგარიშფაქტურები და სხვ.)

და სხვა ისეთი დოკუმენტების ფოტოასლების დედანთან შესატყვისობის დამოწმება, რომლებიც შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთი ეგზემპლარის – დედნის სახით. ასეთი სახით დამოწმებულ ფოტოასლს არ აქვს დედნის ძალმოსილება და იგი ვერ ცვლის დოკუმენტის დედანს.

შეიძლება დამოწმდეს ისეთი დოკუმენტის ასლი, რომელიც შეიცავს ამოშლილ, ამოფხეკილ ან გადახაზულ სიტყვებს, წინადადებებს, მინაწერებს... ასეთ შემთხვევაში, ნოტარიუსი დეტალურად აღწერს დამადასტურებელ წარწერაში.

დაგეხმარებით ნებისმიერი სირთულის საქმეზე


შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება, დამოწმება აპოსტილით, ნოტარულად დამოწმება დოკუმენტის, დოკუმენტების დამოწმება ნოტარიულად და აპოსტილით, აპოსტილი, ნოტარიულად დამოწმება, ნოტარიულად, apostili, apostilit damowmeba, damowmeba apostilit, apostilit damowmeba dokume
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რა არის ალიმენტი?

რა არის ალიმენტი?

ვრცლად

მამობის დადგენა / შვილების წარმოშობის დადგენა

მამობის დადგენა / შვილების წარმოშობის დადგენა

ვრცლად

რა უნდა ვიცოდეთ ბინის დაგირავებამდე?

რა უნდა ვიცოდეთ ბინის დაგირავებამდე?

ვრცლად

სამკვიდრო მოწმობა

სამკვიდრო მოწმობა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp