iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » დროებითი შრომისუუნარობის გამო ანაზღაურების წესი და პირობები
იურიდიული სტატია

დროებითი შრომისუუნარობის გამო ანაზღაურების წესი და პირობები

12-01-2023, 17:56 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 1 098 ნახვა
დროებითი შრომისუუნარობის გამო ანაზღაურების წესი და პირობები

დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დროს, ზოგიერთ შემთხვევაში სახეზე გვაქვს შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები, ისეთი როგორიცაა მაგალითად: შვებულება, დროებითი შრომის უუნარობა და ა.შ.

საქართველოს ორგანული კანონი შრომის კოდექსი პირდაპირი სახით არ არეგულირებს დროებით შრომისუუნარობისას ანაზღაურების წესს. დროებითი შრომისუუნარობის ანაზღაურების წესაა და პირობებს განმარტავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №87/ნ.

ბრძანება აწესრიგებს საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ დასაქმებულთათვის და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო/საჯარო მოსამსახურეთათვის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის საკითხებს.

დროებითი შრომისუუნარობის გამო პირს ენიშნება დახმარება თუ ეს გამოწევული შემდეგი მიზეზებით:

ა) დაავადებით ან დასახიჩრებით გამოწვეული შრომის უნარის დაკარგვის შემთხვევაში;

ბ) ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლის გამო;

გ) კარანტინის გამო;

დ) პროთეზირების გამო;

დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნას, გაანგარიშებას და გაცემას ახდენს დასაქმებულის შემთხვევაში შესაბამისი დამსაქმებელი, ხოლო მოსამსახურის შემთხვევაში–შესაბამისი საბიუჯეტო (სახაზინო) დაწესებულება. ასევე დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის დამსაქმებელს/დაწესებულებას.

შრომის უუნარობის გამო პირს დახმარება ენიშნება საავადმყოფოს მიერ გაცემული ფურცლის პირველივე დღიდან. იმ შემთხვევაში თუ პირს დროებითი შრომისუუნარობა ეწყება შვებულებაში ყოფნის დროს დროებითი შრომისუუნარობის დაწყების შემთხვევაში დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება გაიცემა დროებითი შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე. ამ შემთხვევაში შვებულების დღეები გადაიწევს საავადმყოფო ფურცელში მითითებული დღეების რაოდენობით. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ პირი გავიდა შვებულებაში თვის 1 რიცხვში 20 დღით ხოლო 10-ე დღეს კი დაუდგინდა დროებითი შრომის უუნარობა, მას დახმარება ენიშნება 11 დღიდან ხოლო დარჩენილი 10 დღე დაემატება 20 რიცხვიდან 30 ჩათვლით.

პირს დროებითი შრომისუუნარობის დროს დახმარება არ ენიშნება ისეთ შემთხვევაში: რომელმაც მიიღო ტრავმა, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს ან განზრახ აყენებენ ზიანს თავიანთ ჯანმრთელობას, თუ დაარღვია მკურნალი ექიმის მიერ დაწესებული რეჟიმის დარღვევისას და შესაბამის საგამონაკლისო შემთხვევებში; შესაძლებელია პირი ნამდვილად იყო დროებით შრომისუუნარო, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ დამადასტურებელი საბუთის დახურვიდან 3 თვის შემდეგ ის არ წარადგენს შესაბამის ადგილას საავადმყოფოს ფურცელს, ასეთ შემთხვევაში მას არ დაენიშნება დახმარება.

დროებითი შრომისუუნარობის დროს თანხა გამოიანგარიშება ასე საბაზისო თანხად აიღება ის შრომის ანაზღაურების ოდენობა რაც აქვს დასაქმებულს, კერძოდ დასაქმებულისთვის გასაცემი დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება.ეს ნიშნავს იმას, რომ დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად, საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში საშუალო დღიური ხელფასის გამრავლებით მოცემულ თვეში შრომისუუნარობის გამო გაცდენილ სამუშაო დღეთა რიცხვზე.

დამსაქმებელი შრომისუუნარობის გამო დახმარებას გასცემს შემდეგი საფუძვლით საავადმყოფოს ფურცელს (ე.წ. ბიულეტენს) დასაქმებული წარუდგენს დამსაქმებელს (საჯარო მოსამსახურის შემთხვევაში შესაბამის პირს). დამსაქმებელი ვალდებულია სავადმყოფო ფურცლის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში ან აანაზღაუროს დროებითი შრომი­სუუნარობის გამო დახმარება ან წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს დასაქმებულს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების გაცემაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნულ შეტყობინებაში მან უნდა დააფიქსიროს თუ რის საფუძველზე აცხადებს უარს დახმარების გაცემაზე, რომლის გასაჩივრების უფლებაც აქვს თავის მხრივ დასაქმებულს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: droebiti shromisuunaroba, anazgaurebis wesi, biuletini, anazgaurebis pirobebi, დროებითი შრომისუუნარობა, ანაზღაურების წესი, ბიულეტინი, ანაზღაურების პირობები, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


შრომითი ხელშეკრულება

შრომითი ხელშეკრულება

ვრცლად

არსებობს თუ არა ე.წ. უხელფასო შვებულება

არსებობს თუ არა ე.წ. უხელფასო შვებულება

ვრცლად

მივლინება, ანაზღაურების წესი და პირობები

მივლინება, ანაზღაურების წესი და პირობები

ვრცლად

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით მიმართვის ვადა ორი წლით ხანგრძლივდება

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით მიმართვის ვადა ორი წლით

ვრცლად

შრომის სამართალი

შრომის სამართალი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp