iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » არსებობს თუ არა ე.წ. უხელფასო შვებულება
იურიდიული სტატია

არსებობს თუ არა ე.წ. უხელფასო შვებულება

12-01-2023, 17:18 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 932 ნახვა
არსებობს თუ არა ე.წ. უხელფასო შვებულება

საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის V თავში აღნიშნულია არაანაზღაურებადი შვებულება. საქართველოს შრომის კოდექსი არ იცნობს ტერმინს უხელფასო შვებულება. აღნიშნული თავი იყოფა ორ ნაწილად პირველი ეხება ანაზღაურებად შვებულებას და მეორე კი არაანაზღაურებად შვებულებას. შრომის კოდექსის კონკრეტული მუხლი შემდეგ დისპოზიციას გვთავაზობს:

შვებულების ხანგრძლივობა, გულისხმობს დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით. ნორმა უთითებს უხელფასო შვებულების ოდენობას თუ რამდენი დღით შეიძლება დასაქმებულმა ისარგებლოს არაანაზღაურებადი შვებულებით, არ განსაზღვრას მაქსიმუმი რამდენი დღე შეიძლება ისარგებლოს დასაქმებულმა. დასაქმებულსა და დამსაქმებელს შეუძლიათ გაზარდონ აღნიშნული დღეების რაოდენობა, ანუ 15 კალენდარული დღის ნაცვლად ის შეიძლება შეადგენდეს 24 სამუშაო დღეს ანდა 20 დღეს.

შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები და პირობები, რომლებიც არ უნდა აუარესებდეს დასაქმებულის მდგომარეობას: განსხვავებული ვადები შეიძლება სახეზე იყოს როცა მაგალითად განისაზღვროს არა წლის განმავლობაში არამედ 6 თვის განმავლობაში ან 3 თვის განმავლობაში მიეცეს პირს შვებულება, რაც შეეხება პირობებს შეიძლება მისი მოთხოვნის უფლების წარმოშობა უფრო მოკლე ვადაში განხორციელდეს კერძოდ არა ორი კვირით ადრე აცნობოს არამედ 3 დღით ადრე და ა.შ. შესაბამისად შესაძლებელია სხვა პირობები განისაზღვროს, რომელიც არ ამცირებს არ ცვლის დასაქმებულის მდგომარეობას ისეთი სახით, რომ კანონისგან მინიჭებული უფლებისგან განსხვავებით დასაქმებულს უფრო „ცუდი მდგომარეობა“ ექმნება.

რაც შეეხება არაანაზღაურებადი შვებულების მიღების წესს, საინტერესოა, რომ აღნიშნულის მხრივ კანონი ისევ მიჯნავს ანაზღაურებად და არანაზღაურებად შვებულებას, კერძოდ ანაზღაურებადის მოთხოვნის უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია 11 თვის ვადის გასვლა და მეორე წესი რომელიც უთითებს, კერძოდ: მუხლი 23. ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დამსაქმებლის წინასწარ გაფრთხილების ვალდებულება ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.

კანონი წინამდებარე შემთხვევაში არაანაზღაურებადის მოთხოვნას დასაშვებად მიიჩნევს ორ კვირიანი გაფრთხილების შემდგომ თუ სახეზე გამონაკლისი ორი პირობა, კერძოდ:

გადაუდებელი სამედიცინო გარემოების დროს - აღნიშნული სახეზეა მაშინ როცა პირი მაგალითად ჯანმრთელობის მხრივ ექმნება უმნიშვნელო პრობლემა მაგრამ არაიმდენად დიდი, რომ დროებით შრომისუუნარობაში გადავიდეს;

ოჯახური პირობების გამო - საკმაოდ ფართო მცნებაა და ის შეიძლება სახეზე მაშინ როცა მაგალითად პირს გარდაეცვლება ოჯახის წევრი ან/და ავადმყოფობს მისი შვილი ან მეუღლე რომლის მიხედვაც აუცილებელია დამსაქმებლის მიერ.

არაანაზღაურებადი შვებულების შემთხვევაში დასაქმებულმა ორი კვირით ადრე უნდა მიმართოს დამსაქმებლს, გარდა იმ შემთხვევისა თუ მისი ნების გამოვლენისგან ანუ ობიექტური სხვა გარემოების გამო არ უწევს უხელფასო შვებულების მოთხოვნა.

დამსაქმებელს არაანაზღაურებად შვებულებაში შეუძლია გაუშვას დასაქმებული რომელიც აუცილებლად მხარეთა შეთანხმებით უნდა გაფორმდეს და არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს სხვაგვარი დღეების რაოდენობა ჩაითვლება ბათილად.

რაც შეეხება ე.წ. უხელფასო შვებულებას, ეს ტერმინი არ არსებობს და კანონმდებლობით განსაზღვრულია არაანაზღაურებადი შვებულებით, ხოლო მისი გამოყენება უნდა მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით და არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: shvebuleba, dasaqmebuli, damsaqmebeli, araanazgaurebadi shvebuleba, shvebulebis xangrdzlivoba, შვებულება, დასაქმებული, დამსაქმებელი, არაანაზღაურებადი შვებულება, შვებულების ხანგრძლივობა, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი ს
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


სამუშაო დროის ხანგძლივობა

სამუშაო დროის ხანგძლივობა

ვრცლად

ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის გამო შევებულება

ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის გამო შევებულება

ვრცლად

სამსახურიდან გათავისუფლება რეორგანიზაციის საფუძვლით

სამსახურიდან გათავისუფლება რეორგანიზაციის საფუძვლით

ვრცლად

ქალთა შრომითი უფლებები

ქალთა შრომითი უფლებები

ვრცლად

''ნაკაშიძე & პარტნიორები" გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

''ნაკაშიძე & პარტნიორები" გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp