საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით მიმართვის ვადა ორი წლით ხანგრძლივდება
საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით მიმართვის ვადა ორი წლით ხანგრძლივდება.
კანონპროექტით განმარტებულია, რომ საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს, ასევე იმ მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების მოთხოვნით მიმართვის დროებითი უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 31 დეკემბრიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე გაუხანგრძლივდებათ.
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ 2022 წლის 31 დეკემბრიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე ხანგრძლივდება კანონის იმ მუხლების მოქმედების ვადა, რომლებიც ადგენენ 1993 წლამდე დაბადებული პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პირობებს და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სპეციალურ წესს.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
