iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » მივლინება, ანაზღაურების წესი და პირობები
იურიდიული სტატია

მივლინება, ანაზღაურების წესი და პირობები

12-01-2023, 13:58 ადვოკატი / iuristi / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 1 452 ნახვა
მივლინება, ანაზღაურების წესი და პირობები

მივლინება არის დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა, სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე. ნორმის აგებულების მიხედვით მივლინებისათვის აუცილებელია სამუშაო ადგილის დროებითი შეცვლა მოხდეს და აღნიშნული კი სამუშაოს ინტერესებიდან იყოს გამოწვეული;

მივლინების, ანაზღაურების წესსა და პირობებს არეგულირებს საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის 21-ე მუხლი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება N220 „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ და საქართველოს საგადასახადო კოდექსი;

მივლინებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯი უნდა აანაზღაუროს დამსაქმებელმა იმიტომ, რომ მივლინება ხორციელდება დამსაქმებლის ინტერესების გამო. ამასთანავე ზოგჯერ არის ხოლმე შემთხვევები როცა ჯერ დასაქმებული სწევს აღნიშნულ ხარჯს ხოლო შემდგომ ანაზღაურებს დამსაქმებელი, თუმცა ვფიქრობ ასეთი მიდგომა მიუღებელია და სიტყვა „აუნაზღაუროს“ ნიშნავს არა დე ფაქტოს ანაზღაურებას არამედ წინსწრებ ანაზღაურებას. თუ მივლინება სცდება 45 კალენდარულ დღეს (წელიწადში) მაშინ ივარაუდება, რომ მოხდა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა;

თუ დამსაქმებელი და დასაქმებული თანხმდებიან შრომითი ხელშეკრულებით განსხვავებულ წესზე მაშინ განსხვავებულ წესზე შეთანხმებას გააჩნია უპირატესობა კანონისმიერ დანაწესთან შედარებით ანუ შესაძლებელია არა 45 არამედ 100 კალენდარული დღე ჩაითვალოს მივლინებისათვის საჭირო დროდ და ის არ იქნება ბათილი შეთანხმება;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101 მუხლი 3 ნაწილის ა ქვემუხლის საფუძველზე: ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის: ა) დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნორმის ფარგლებში;

მივლინების თანხის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება N220 „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“.

მინისტრის ბრძანების თანახმად მივლინება იყოფა ორ სახედ: შიდა მივლინება (საქართველოს სახელმწიფოს შიგნით) და მეორეა გარე მივლინება (საქართველოს სახელმიწფოს გარეთ). ქვეყნის შიგნით მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა განისაზღვრება 15 ლარის ოდენობით. თუ კი სამუშაოს ადგილიდან 30 კმ-მდე მანძილზე მივლინებისას, როდესაც შესაძლებელია სამუშაო (საცხოვრებელ) ადგილზე იმავე დღეს დაბრუნება, ანაზღაურდება მხოლოდ მგზავრობის ხარჯები;

რაც შეეხება ქვეყნის გარეთ მივლინებას არსებობს ორი სახის: მოკლევადიანი 30-ათ დღიანი და გრძელვადიანი 30-ათ დღეზე მეტი ხანგრძლივობის; გარეთ მივლინების შემთხვევაში მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამის მიმართულებაზე არსებული მგზავრობის ღირებულების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს ეკონომკლასის (ან მისი შესაბამისი კლასის) ბილეთის ღირებულებისა, ხოლო სადღეღამისო ხარჯების ნორმები განისაზღვრება იმავე ბრძანების დანართი N1-ის მიხედვით.

გარე მივლინების დროს ასევე არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, თუ დაქირავებულის მივლინებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმღები მხარე უზრუნველყოფს მხოლოდ კვების ხარჯებით, მაშინ მისი სადღეღამისო ხარჯების ნორმა განისაზღვრება ბრძანების დანართი N1-ში გათვალისწინებული სადღეღამისო ნორმის 30 პროცენტის ოდენობით.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: mivlineba, anazgaurebis wesi, mivlinebis pirobebi, shida mivlineba, gare mivlineba, damsaqmebeli, dasaqmebuli, მივლინება, ანაზღაურების წესი, მივლინების პირობები, შიდა მივლინება, გარე მივლინება, დამსაქმებელი, დასაქმებული, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატე
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


შრომითი ხელშეკრულების დადება

შრომითი ხელშეკრულების დადება

ვრცლად

სამსახურიდან გათავისუფლება რეორგანიზაციის საფუძვლით

სამსახურიდან გათავისუფლება რეორგანიზაციის საფუძვლით

ვრცლად

სამუშაო დროის ხანგძლივობა

სამუშაო დროის ხანგძლივობა

ვრცლად

''ნაკაშიძე & პარტნიორები" გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

''ნაკაშიძე & პარტნიორები" გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს

ვრცლად

სანატორია 2020, რა უნდა იცოდნენ ემიგრანტებმა იტალიაში

სანატორია 2020, რა უნდა იცოდნენ ემიგრანტებმა იტალიაში

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp