iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1545 კონსტიტუციური სარჩელი
იურიდიული სტატია

საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1545 კონსტიტუციური სარჩელი

28-10-2024, 14:56 სიახლე 81 ნახვა
საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1545 კონსტიტუციური სარჩელი

2024 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1545 კონსტიტუციური სარჩელი(„საქართველოს სახალხო დამცველი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ“).


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის მე- 11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო ქალაქთბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის“ მე- 11 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება და მე-3 პუნქტის პირველი წინადადება (2021 წლის 20 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია).

სადავოდგამხდარი ნორმები განსაზღვრავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ საცნობი ნიშნის მისაღებადწარსადგენ სავალდებულო დოკუმენტთა ნუსხას. კერძოდ, საცნობი ნიშნის მისაღებად პირს მოეთხოვებოდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდულიშესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობის, ან იმ დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც დადგინდებოდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ჰქონდა ქვედა კიდურის ამპუტაცია.


მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმები არსებითად თანასწორ პირებს, კერძოდ, ერთი მხრივ, ზომიერად და მნიშვნელოვნად გამოხატული (გარდა ქვედაკიდურის ამპუტაციის მქონე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთაც აღენიშნებათ გადაადგილების შეზღუდვა, მეორე მხრივ კი, მკვეთრადგამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის და ქვედა კიდურის ამპუტაციის მქონე პირებს აყენებდა დიფერენცირებულ მდგომარეობაში. მოსარჩელის აღნიშვნით, დაწესებულ დიფერენცირებულ მოპყრობას არ ჰქონდა ობიექტური გამართლება და აფერხებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მნიშვნელოვანი კატეგორიისათვის ტრანსპორტით გადაადგილების უფლების რეალიზებას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მოითხოვდა სადავო ნორმების დისკრიმინაციულად მიჩნევას და საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობას.


მოპასუხე მხარის განმარტებით, საცნობი ნიშნის გაცემის მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ პარკირების სპეციალური პირობებით ესარგებლათ იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთა შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხი და სიმძიმე განაპირობებდა ტრანსპორტირებისას დახმარების განსაკუთრებულ აუცილებლობას. ამასთან, მოპასუხის პოზიციით, მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ანატომიური და გონებრივი მდგომარეობის ხარისხობრივი განსხვავებების გამო, არ წარმოადგენდნენ ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ პირებს.


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ შესადარებელი პირები, კერძოდ, ერთი მხრივ, ზომიერად და მნიშვნელოვნად გამოხატული (გარდა ქვედა კიდურის ამპუტაციის მქონე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც აღენიშნებათ გადაადგილების შეზღუდვა, მეორე მხრივ კი, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის და ქვედა კიდურის ამპუტაციის მქონე პირები, სადავო სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით, წარმოადგენდნენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს. კერძოდ, საცნობი ნიშნით და მასთან დაკავშირებული პარკირების სპეციალური პირობებით სარგებლობის ინტერესი გადაადგილების უნარის შეზღუდვის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს თანაბრად გააჩნდათ, მიუხედავად ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ხარისხისა. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ განსახილველ შემთხვევაში დაწესებულ დიფერენცირებულ მოპყრობას არ ჰქონდა რაციონალური ახსნა.

კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ფლობის
დადასტურება თავისთავად არ წარმოადგენდა გარემოებას, რომელიც წარმოაჩენდა დამოუკიდებლად გადაადგილების უნარის შეზღუდვას.


აღნიშნულის მიუხედავად, სადავო ნორმები საცნობი ნიშნის მიღების შესაძლებლობას ანიჭებდა ყველა მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირს, მათ შორის, მათ, რომლებსაც არ აღენიშნებოდათ გადაადგილების უნარის შეზღუდვა მაშინ, როდესაც სრულად გამოირიცხებოდა გადაადგილების უნარის შეზღუდვის მქონე ზომიერად და მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მქონე პირების მიერ (გარდა ქვედა კიდურის ამპუტაციის მქონე პირებისა) საცნობი ნიშნით და მასთან დაკავშირებული პარკირების სპეციალური პირობებით სარგებლობა.


შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1545 კონსტიტუციური სარჩელი, საკონსტიტუციო სასამართლომ, საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კონსტიტუციური სარჩელი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების საფასური

დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების საფასური

ვრცლად

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა სამი კონსტიტუციური სარჩელი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა სამი კონსტიტუციური

ვრცლად

მსჯავრდებულთა ერთადგილიან საკანში მოთავსების წესი სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი

მსჯავრდებულთა ერთადგილიან საკანში მოთავსების წესი სახალხო დამცველის კონსტიტუციური

ვრცლად

საკონსტუტიციო სასამართლომ 2023 წლის 22 ნოემბერს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო

საკონსტუტიციო სასამართლომ 2023 წლის 22 ნოემბერს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო

ვრცლად

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №1498 კონსტიტუციური სარჩელი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №1498 კონსტიტუციური სარჩელი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp