iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » საკონსტუტიციო სასამართლომ 2023 წლის 22 ნოემბერს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო
იურიდიული სტატია

საკონსტუტიციო სასამართლომ 2023 წლის 22 ნოემბერს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო

19-12-2023, 12:58 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სასამართლო დავები და საერთაშორისო არბიტრაჟი / სიახლე 210 ნახვა
საკონსტუტიციო სასამართლომ 2023 წლის 22 ნოემბერს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო

საკონსტუტიციო სასამართლომ 2023 წლის 22 ნოემბერს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1444 კონსტიტუციური სარჩელი („ნიკოლოზ აკოფოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადება და 79-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

სადავო რეგულირება გამომძიებელს/პროკურორს ანიჭებდა უფლებამოსილებას, პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულისათვის შეეზღუდა ხანმოკლე პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლებები.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობას განაპირობებდა ის გარემოება, რომ გამომძიებლის/პროკურორის უფლებამოსილება ბრალდებულისათვის აღნიშნული უფლებების შეზღუდვის თაობაზე არ იყო შემოსაზღვრული ხელშესახები კრიტერიუმებით, რაც წარმოშობდა გამომძიებლის/პროკურორის მხრიდან შეცდომის დაშვების ან დისკრეციული უფლებამოსილების თვითნებურად გამოყენების რისკებს. შედეგად, ირღვეოდა ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება.

მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების საფუძველზე ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების შეზღუდვა ემსახურებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საჯარო ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, როგორიცაა მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელება, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და გამოძიების ინტერესების დაცვა. ამავდროულად, მოპასუხე მხარის პოზიციით, მიუხედავად მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების არსებობისა, შესაბამისი სახელმძღვანელო კრიტერიუმების არარსებობის პირობებში, სადავო ნორმები გამომძიებელს/პროკურორს ანიჭებდა პატიმრობის დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულისათვის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის შეზღუდვის გაუმართლებლად ფართო დისკრეციას, რითაც აჩენდა ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაში დაუსაბუთებელი და არაგონივრულად ხანგრძლივი დროით ჩარევის რისკებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარემ სრულად ცნო №1444 კონსტიტუციური სარჩელი.

სასამართლომ განმარტა, რომ პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულისათვის, ხანმოკლე პაემანი, მიმოწერა და სატელეფონო საუბარი, პირადი და ოჯახური ცხოვრების შენარჩუნებისა და განვითარების თვალსაზრისით, წარმოადგენს კომუნიკაციის უმნიშვნელოვანეს მექანიზმებს. შესაბამისად, ამ უფლებების შეზღუდვის მომწესრიგებელი კანონმდებლობა უნდა შეიცავდეს მკაფიო კრიტერიუმებს, გამოირჩეოდეს საკმარისი სიცხადით და იმგვარად უნდა იყოს ფორმულირებული, რომ არ აჩენდეს გადაწყვეტილების მიმღები პირის/ორგანოს მხრიდან ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაში გაუმართლებელი ჩარევის რისკებს. მოქმედი კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ დაასკვნა, რომ არც სადავო ნორმები და არც პატიმრობის კოდექსის სხვა დებულებები, ისევე როგორც მომიჯნავე კანონმდებლობა, არ ითვალისწინებდა გამომძიებლის/პროკურორის დისკრეციის შემზღუდველ რაიმე მექანიზმს ანდა სახელმძღვანელო კრიტერიუმებს ამ უკანასკნელის მიერ პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულისთვის ხანმოკლე პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

მოქმედი კანონმდებლობა აგრეთვე არ ითვალისწინებდა ბრალდებულის მიმართ გამოყენებული შეზღუდვის სავალდებულო პერიოდული გადასინჯვის მექანიზმს, ისევე როგორც, გამომძიებელს/პროკურორს არ ავალდებულებდა შემზღუდველი ღონისძიების გაუქმებას მომავალში მათი გამოყენების საჭიროების შემცირების ან არარსებობის შემთხვევაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია რომ არსებული მოწესრიგება ვერ აზღვევდა გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს და წარმოქმნიდა ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების მომეტებული შეზღუდვის რეალურ საფრთხეს, კერძოდ, უშვებდა მისთვის ხანმოკლე პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვას მაშინაც კი, როდესაც შეზღუდვით მიღწევადი მიზნები და პრევენცირებადი საფრთხეები ვერ გადაწონიდა ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების განვითარების, საზოგადოებისაგან მისი სრული იზოლაციის/გარიყვის აკრძალვის ინტერესს. აღნიშნულის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმები გაუმართლებლად ზღუდავდა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტით დაცულ პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებას და არაკონსტიტუციურად ცნო ისინი.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: sakonstitucio sasamartlom, 2023wlis 22noembers, mnishvnelovani gadawyvetileba, საკონსტუტიციო სასამართლომ, 2023 წლის 22 ნოემბერს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, გადაწყვეტილება მიიღო, მომიჯნავე უფლებებ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა სამი კონსტიტუციური სარჩელი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა სამი კონსტიტუციური

ვრცლად

65 წლის ასაკიდან პირის გათავისუფლება აკადემიური თანამდებობიდან სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო

65 წლის ასაკიდან პირის გათავისუფლება აკადემიური თანამდებობიდან სასამართლომ

ვრცლად

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1481 კონსტიტუციური სარჩელი

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1481 კონსტიტუციური სარჩელი

ვრცლად

დაზარალებულის უფლებები

დაზარალებულის უფლებები

ვრცლად

მსჯავრდებულთა ერთადგილიან საკანში მოთავსების წესი სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი

მსჯავრდებულთა ერთადგილიან საკანში მოთავსების წესი სახალხო დამცველის კონსტიტუციური

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp