iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №1498 კონსტიტუციური სარჩელი
იურიდიული სტატია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №1498 კონსტიტუციური სარჩელი

28-10-2024, 14:40 სიახლე 90 ნახვა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №1498 კონსტიტუციური სარჩელი

2024 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1498 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი ჭაუჭიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).


მოცემულ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა, საგანგებო მდგომარეობის ვადით, კრძალავდა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიიდან გასვლას.


კონსტიტუციური სარჩელის ავტორის პოზიციით, გასაჩივრებული რეგულაცია წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის ფორმალურ მოთხოვნებთან, რადგან გადაადგილების თავისუფლება იზღუდებოდა არა კანონით ან დეკრეტით, არამედ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით – საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ისე, რომ არ იყო დაცული უფლებამოსილების დელეგირების კონსტიტუციური სტანდარტები. ამასთან, მისი აზრით, გასაჩივრებული რეგულაცია არ წარმოადგენდა მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას, რადგან არ არსებობდა დადასტურებული მეცნიერული კვლევები, რომლებიც მიუთითებდა, რომ გარკვეული ტერიტორიის დატოვების აკრძალვით, ხდებოდა დასახელებული ვირუსის პრევენცია.

ამასთან, ზემოხსენებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევა შესაძლებელი იყო უფლების უფრო ნაკლებად მზღუდავი ღონისძიებების მეშვეობით – მაგ., მოქალაქეებისათვის გადაადგილებისას პირბადისა და დამცავი ხელთათმანების გამოყენების დავალდებულებით.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა განმარტებით, გასაჩივრებული რეგულირების მიღება პირდაპირ უკავშირდებოდა ვირუსის უკონტროლო შიდა გავრცელების საფრთხეს, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლის შემთხვევიდან მომდინარეობდა - ვინაიდან დასახელებულ შემთხვევაში ვერ მოხერხდა ვირუსის პირველწყაროს მიკვლევა.

აღნიშნული ვირუსისთვის, ხშირ შემთხვევაში, დამახასიათებელი იყო უსიმპტომო ან მცირედ გამოხატული სიმპტომების ფონზე მიმდინარეობა, რაც ნიშნავდა იმას, რომ პირი შეიძლება ისე ყოფილიყო ვირუსის მატარებელი და გამავრცელებელი, რომ თავად მას არ განეცადა ვირუსის სიმპტომებით გამოწვეული დისკომფორტი. გათვალისწინებულ იქნა მსოფლიოს გამოცდილებაც ექიმების დაინფიცირებისა და გარდაცვალების მაღალი სტატისტიკის შესახებ, რომლებიც, მიუხედავად სრული პროფესიონალური ეკიპირებისა და დამცავი საშუალებების გამოყენებისა, მაინც ინფიცირდებოდნენ.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა შესაბამისობაში იყო გადაადგილების თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებასთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პირველ რიგში დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობა, სადავო ნორმის მიღებისას, მოქმედებდა დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. კერძოდ, მთავრობისათვის საგანგებო მდგომარეობის დროს ამა თუ იმ ტერიტორიაზე მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის, მათ შორის, სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიების შემოღების უფლებამოსილების გადაცემის საფუძველს წარმოადგენდა „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4
მუხლის „გ“ ქვეპუნქტი.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიიდან გასვლის დროებითი შეზღუდვა, ერთი მხრივ, არ განეკუთვნებოდა იმგვარი ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხს, რომელზეც აუცილებელი იყო პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღება, ხოლო, მეორე მხრივ, წარმოადგენდა იმგვარ მექანიზმს, რომელიც ეფექტიანი იყო სწრაფად ცვალებად ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან ადეკვატური ადაპტაციისთვის.


აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული რეგულაცია, ფორმალური თვალსაზრისით, შეესაბამებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სადავო ნორმა წარმოადგენდა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის კონკრეტულ გამოხატულებას, რომლის უპირველესი მიზანი იყო საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ პირებს შორის სოციალური დისტანციის მიღწევა, რათა მომხდარიყო პანდემიის შეკავება და, შედეგად, ადამიანების ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხებოდა ახალ და ჯერ კიდევ შეუსწავლელ ვირუსს, არ არსებობდა მის წინააღმდეგ ვაქცინაცია და არც ეფექტიანი სამკურნალო საშუალებები, სოციალური დისტანცირება მსოფლიოს სხვა ქვეყნების მაგალითებიდან და სპეციალისტების კვლევებზე დაფუძნებული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ვირუსთან გამკლავების გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებად იქნა მიჩნეული.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად მიმოსვლის თავისუფლების უფლების უდიდესი დატვირთვისა, იმ პირობებში, როდესაც ახალი კორონავირუსით (COVID-19) დაინფიცირებულ პირთა რაოდენობა ბოლნისსა და მარნეულში მკვეთრად აღემატებოდა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე არსებულ ავადობის მაჩვენებელს და ადამიანთა ახლო კონტაქტი ქმნიდა საშიში ვირუსის გავრცელების რისკებს, ზემოაღნიშნული უფლების მოცემული ფორმით შეზღუდვა მიმართული იყო დაპირისპირებულ ინტერესთა შორის სწორი და სამართლიანი ბალანსის დადგენისკენ და შესაბამისად, სადავო ნორმა შესაბამისობაში იყო საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებთან.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №1498 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა, კონსტიტუციური სარჩელი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მსჯავრდებულთა ერთადგილიან საკანში მოთავსების წესი სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი

მსჯავრდებულთა ერთადგილიან საკანში მოთავსების წესი სახალხო დამცველის კონსტიტუციური

ვრცლად

2024 წლის 18 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა

2024 წლის 18 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება

ვრცლად

საია უკანონო ადმინისტრაციული დაკავებისთვის კომპენსაციის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის პრაქტიკას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

საია უკანონო ადმინისტრაციული დაკავებისთვის კომპენსაციის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის

ვრცლად

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №750 კონსტიტუციური სარჩელი

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №750 კონსტიტუციური სარჩელი

ვრცლად

განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს პრეზიდენტი, ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“

განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს პრეზიდენტი, ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp