iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა სამი კონსტიტუციური სარჩელი
იურიდიული სტატია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა სამი კონსტიტუციური სარჩელი

12-04-2023, 11:45 სიახლე / სასამართლო დავები და საერთაშორისო არბიტრაჟი / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / iuristi 368 ნახვა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა სამი კონსტიტუციური სარჩელი

2023 წლის 11 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა №1421, №1448 და №1451 კონსტიტუციური სარჩელები.

დავის საგანს წარმოადგენდა: ა) №1421 კონსტიტუციურ სარჩელზე: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) №1448 და №1451 კონსტიტუციურ სარჩელებზე: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის პირველი წინადადებისა და 269-ე მუხლის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

სადავო ნორმების თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ იყო გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამავდროულად, ხსენებულ შემთხვევაში, გამოირიცხებოდა მოსარჩელისათვის გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფის მოთხოვნა. დამატებით, სადავო ნორმა განსაზღვრავდა, რომ თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი არ იქნებოდა განხილული იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება, ის განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.

მოსარჩელის პოზიციით, სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიაზრებდა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვას და იმგვარი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც აღსრულებადია. შესაბამისად, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება, არღვევდა სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტიანად გასაჩივრების უფლებას.შესაბამისად, სასამართლო იდგა ფაქტების დადგენის აუცილებლობის წინაშე, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილების ზეპირი მოსმენის გარეშე მიღება არღვევდა პირის სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ეფექტური მართლმსაჯულება თავის თავში მოიაზრებს სასამართლოს გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების აუცილებლობას. გადაწყვეტილების დროული აღსრულება პირდაპირ განაპირობებს მართლმსაჯულების ეფექტურობას. თუმცა, სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებასთან ერთად, კონსტიტუცია ასევე განამტკიცებს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, სწორედ გასაჩივრების უფლებით არის დაცული, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებამ არ დააყენოს ისეთი შედეგი, რომლის გამოსწორება ვერ მოხდება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც კი.განსახილველ შემთხვევაში კი, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა ქმნიდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების რეალურ შესაძლებლობას მანამ, სანამ სააპელაციო სასამართლო იმსჯელებდა აღსრულების შედეგად გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საკითხზე. აღნიშნული კი, რიგ შემთხვევებში, აზრს უკარგავდა ან/და მნიშვნელოვნად აუფასურებდა სააპელაციო საჩივრის შემდგომ განხილვასა და გადაწყვეტას.

სამართლიანი ბალანსის მისაღწევად მნიშვნელოვანია, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღსრულდეს მანამ, სანამ სააპელაციო სასამართლო არ შეაფასებს დაუყოვნებლივი აღსრულების შედეგების გავლენას მისსავე გადაწყვეტილების ეფექტიანობაზე და იმსჯელებს დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლოს უწევს, დაადგინოს სახელშეკრულებო პირობის ნამდვილობა, ასევე, შეაფასოს, ხომ არ არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების რაიმე სხვა დამაბრკოლებელი გარემოება. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ხსენებული გადაწყვეტილების მიღებისას საქმის ზეპირი განხილვის წესის არსებობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმები, ხოლო იმ ნორმის ძალადაკარგულად ცნობის თარიღი, რომელიც ითვალისწინებს ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, გადაავადა 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე.

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1481 კონსტიტუციური სარჩელი

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1481 კონსტიტუციური სარჩელი

ვრცლად

ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილი საკონსტიტუციო სარჩელების თაობაზე

ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილი საკონსტიტუციო სარჩელების თაობაზე

ვრცლად

საია უკანონო ადმინისტრაციული დაკავებისთვის კომპენსაციის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის პრაქტიკას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

საია უკანონო ადმინისტრაციული დაკავებისთვის კომპენსაციის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის

ვრცლად

წარმატებით დასრულებული საქმე, რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა

წარმატებით დასრულებული საქმე, რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp