iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » მსჯავრდებულთა ერთადგილიან საკანში მოთავსების წესი სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი
იურიდიული სტატია

მსჯავრდებულთა ერთადგილიან საკანში მოთავსების წესი სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი

29-12-2022, 11:41 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე 157 ნახვა
მსჯავრდებულთა ერთადგილიან საკანში მოთავსების წესი სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი

საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელი დაკმაყოფილდა და პატიმრების ერთადგილიან საკანში მოთავსების დღეს მოქმედი წესი გაუქმდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად 2023 წლის 1 მაისამდე უნდა დაარეგულიროს ერთადგილიან საკანში პატიმრების მოთავსების პროცედურა და საფუძვლები.

სახალხო დამცველი წლებია მოითხოვდა №3 და №6 პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა ხანგრძლივი დროით იზოლირებისა და სხვა პატიმრებთან კონტაქტის შეზღუდვის წესის შეცვლას. პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების თვეებისა და წლების განმავლობაში იზოლაციის პრაქტიკა, სახალხო დამცველს შეფასებული აქვს, როგორც არასათანადო მოპყრობა. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი (CPT) ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა სამარტოო საკნებში მოთავსებულ პატიმრებს, რადგან ამან შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს აღნიშნული პირების ფსიქიკურ, სომატურ და სოციალურ ჯანმრთელობას.

საქართველოს სახალხო დამცველმა 2022 წლის 7 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა №3 და №6 პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა საკანში განთავსების იმ წესის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლითაც შესაძლებელი იყო პირის მოთავსება სამარტოო საკანში განუსაზღვრელი ვადით ჯეროვანი დასაბუთების გარეშე. ჩვენი შეფასებით მოქმედი რეგულაცია წინააღმდეგობაში მოდიოდა ღირსების უფლებასთან.

2022 წლის 21 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა №1676 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“) და არაკონსტიტუციურად სცნო ჩვენს მიერ გასაჩივრებული ნორმები.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა რომ:

  • ერთადგილიან საკანში მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გამწესების დროს გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს განსაზღვრული ვადით, წერილობით და დასაბუთებულად;
  • გადაწყვეტილება სავალდებულო წესით უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალური შეფასებისა და გამოკვლევის შედეგებს და ითვალისწინებდეს პენიტენციური დაწესებულების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების პერიოდული შეფასების ვალდებულებას;

გარდა ამისა, მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს ქმედითი და ეფექტიანი გასაჩივრების უფლებით, რასაც სადავო ნორმებით დადგენილი წესი არ ითვალისწინებდა.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: msjavrdebuli, braldebuli, penitenciuri dawesebuleba, kanonstituciuri sarcheni, sakani, patimari, sakanshi motavsebis vada, მსჯავრდებული, ბრალდებული, პენიტენციური დაწესებულება, კონსტიტუციური სარჩელი, საკანი, პატიმარი, საკანში მოთავსების ვადა, ადვოკატის ნომ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


2024 წლიდან სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილი იქნებიან, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეხვდნენ სპეციალურ ოთახში, სადაც ვიზუალური ან ელექტრონული მეთვალყურეობა არ ხორციელდება

2024 წლიდან სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილი

ვრცლად

საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული გამოწვევები და სახალხო დამცველის როლი ევროინტეგრაციის გზაზე

საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული გამოწვევები და სახალხო დამცველის

ვრცლად

რუსთავის ციხის მსჯავრდებულებს მიკრო ბიზნესის სტატუსი მიენიჭათ

რუსთავის ციხის მსჯავრდებულებს მიკრო ბიზნესის სტატუსი მიენიჭათ

ვრცლად

სპეციალური პენიტენციური სამსახურის საქმიანობისა და ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებათა გაფართოების მიზნით ახალი ცვლილებები მომზადდა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის საქმიანობისა და ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებათა

ვრცლად

ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილი საკონსტიტუციო სარჩელების თაობაზე

ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილი საკონსტიტუციო სარჩელების თაობაზე

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp