დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების საფასური
დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების საფასური დადგენილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებით, რომელიც შეადგენს:
1 კვირა – 4 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 6 კალენდარული დღის განმავლობაში);
6 თვე – 25 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 182 კალენდარული დღის განმავლობაში);
1 წელი – 50 ლარი (გადახდის მომენტიდან, შემდეგი წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე).
ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია, გათავისუფლებულია პარკირების საფასურის გადახდისგან!
- გზის სავალ ნაწილზე პარკირების წესების დარღვევისთვის მძღოლი ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრე ჯარიმდება 10 ლარის ოდენობით;
- ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობისას მძღოლი ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრე ჯარიმდება 10 ლარის ოდენობით;
- სპეციალურ დაცულ სადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყვანის ხარჯები შეადგენს 60 ლარს;
წყარო: თბილისის მერია
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
