Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

არასწორი სამედიცინო დიაგნოზით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

არასწორი სამედიცინო დიაგნოზით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება



ნებისმიერ ადამიანს დასჭირვებია სამედიცინო დაწესებულებაში მისვლა მაგრამ უმეტესობა მათგანმა არ იცის რა უფლებები და მოვალეობები გააჩნია.

მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს მომსახურება სამედიცინო დაწესებულებისგან (რომელიც ოფიციალურად აღიარებულია); პაციენტს შეუძლია მეორე აზრის მოსასმენად მიმართოს სხვა სამედიცინო დაწესებულებას, ექიმს, აირჩიოს ან შეცვალოს სამედიცინო მომსახურების გამწევი დაწესებულება; საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია (ან უარი განაცხადოს) იმ ფაქტორების შესახებ, რომელიც ხელს უწყობს მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებას ან უარყოფითად მოქმედებს მასზე; მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია განაცხადოს უარი სამედიცინო მომსახურებაზე; პირს უფლება აქვს, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისთანავე მოითხოვოს სათანადო სამედიცინო გამოკვლევის, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში – სამედიცინო მომსახურების გაწევა. პაციენტს, მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, შეუძლია მიმართოს სასამართლოს ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის კომპენსაციისთვის, რომელიც გამოწვეულია მცდარი სამედიცინო ქმედებით, პაციენტის უფლების დარღვევით, სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირების ხარვეზით, სახელმწიფოს მიერ არასწორად განხორციელებული რეგულაციებითა და ზედამხედველობით; თუ საქმე გვაქვს სამედიცინო პერსონალის საქმიანობის ლიცენზიის შეჩერებასთან ან გაუქმებასთან; შეიცვალა სახელმწიფო სამედიცინო და სანიტარული სტანდარტები. თქვენი უფლებების დარღვევის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ კვალიფიციურ ადვოკატს.

ექიმის მართლსაწინააღმდეგო ქმედება

მართლსაწინააღმდეგო სამედიცინო მკურნალობად შესაძლოა ჩაითვალოს ნებისმიერი ჩარევა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაში თუ მას წინასწარი თანხმობა არ განუცხადებია მომსახურებაზე. თუ ექიმი მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას არღვევს, საქმე გვაქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან, ასევე თუ არ არსებობს ხელშეკრულება და ექიმის ქმედება არ შეესაბამება აღიარებული სამედიცინო სტანდარტებით პაციენტის მკურნალობასა და მოვლის წესებს. მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა: მკურნალობის დროს დაშვებული შეცდომა; არასწორი სამედიცინო კონსულტაცია და დიაგნოზი; სამედიცინო პერსონალის მიერ კანონით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა, წესების დაუცველობა. მართლსაწინააღმდეგო მოქმედებად უნდა ჩაითვალოს ასევე ექიმის არაკვალიფიციური უმოქმედობაც, მაგალითად, როდესაც ექიმი არ ნიშნავს მოცემულ შემთხვევაში საჭირო გამოკვლევას, რამაც შეიძლება უარყოფითი შედეგი გამოიწვიოს. პაციენტისთვის მიყენებული ზიანი, მაგალითად გაუფრთხილებლობით, ითვლება ექიმის შეცდომად, იგი შესაძლოა გამოწვეული იყოს არასათანადო სამედიცინო განათლებით, სიახლეების არცოდნით, პროფესიული სისუსტე კი არ წარმოადგენს გამამართლებელ გარემოებას, ამიტომ ითვლება დარღვევად.

შეიძლება თუ არა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა?

პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს ექიმს, ექთანს, მედიცინის სხვა მუშაკს ან სამედიცინო დაწესებულებას უჩივლოს სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციაში, ჯანმრთელობის დაცვის მართვის ორგანოში, სასამართლოში, ან დავის გამრჩევ სხვა ორგანოში (კანონი ჯანდაცვის შესახებ 104 მუხლის მიხედვით). ჯანმრთელობის უფლების დაცვა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და იგი მოწესრიგებულია სპეციალური კანონებით. მისი დარღვევით მიყენებული ზიანი იწვევს სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. დაზარალებულ პირს შეუძლია, თავისი უფლების დასაცავად მიმართოს სასამართლოს სარჩელით. ასეთ დროს შეგიძლიათ მიმართოთ ადვოკატს, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი უფლებების დაცვაში.

მკურნალობის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურების დაკმაყოფილება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი პირისთვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია უშუალოდ მცდარი სამედიცინო მოქმედებით, ეს კი უტყუარად უნდა დადგინდეს. თუმცა უნდა გვახსოვდეს ის, რომ უშედეგო მკურნალობა ან მისი უარყოფითი შედეგები ავტომატურად არ იწვევს სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობის საკითხს.

სამედიცინო მომსახურების არასასურველი შედეგი ნეგატიურ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში, რამაც ქონებრივ დანახარჯებთან ერთად შეიძლება არამატერიალური უფლებების ხელყოფა-ფსიქიკური ტანჯვა (მორალური ზიანი) გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში პაციენტს ქონებრივ ზიანთან ერთად შეუძლია, მოითხოვოს არაქონებრივი – მორალური ზიანის ანაზღაურება.


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები