iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » თვითმკვლელობაში დახმარებისა და ევთანაზიის ურთიერთმიმართება
იურიდიული სტატია

თვითმკვლელობაში დახმარებისა და ევთანაზიის ურთიერთმიმართება

25-10-2022, 14:39 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 232 ნახვა
თვითმკვლელობაში დახმარებისა და ევთანაზიის ურთიერთმიმართება


თვითმკვლელობაში დახმარება ქართული კანონმდებლობით დასჯად ქმედებას არ წარმოადგენს. თვითმკვლელობაში დახმარება შესაძლოა გაგებულ იქნას, როგორც თვითმკვლელობისთვის რაიმე საშუალების, იარაღის გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მას გამოიყენებს თვითმკვლელობისთვის. ცხადია, ინიციატივა დახმარებაზე უნდა მოდიოდეს თვითმკვლელობის სურვილის მქონე პირისგან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლით დასჯადი ქმედებაა მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით, მუხლის დისპოზიცია შემდეგნაირადაა ჩამოყალიბებული; „მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან გათავისუფლების მიზნით“. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი განმარტავს ევთანაზიას. „ევთანაზია – უკურნებელი სენით დაავადებული, სიკვდილისწინა სტადიაში მყოფი ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა მისივე თხოვნით“. (აქტიური ევთანაზია). პაციენტის უფლებების შესახებ კანონის 23-ე მუხლის მიხედვით, ქმედუნარიან და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარიან პაციენტს უფლება აქვს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე უარი განაცხადოს სამედიცინო მომსახურებაზე, აგრეთვე შეწყვიტოს უკვე დაწყებული სამედიცინო მომსახურება. სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის ან მისი შეწყვეტის მოსალოდნელი შედეგების შესახებ პაციენტი ამომწურავად უნდა იყოს ინფორმირებული. პაციენტის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება სასიკვდილოც რომ აღმოჩნდეს, მკურნალი ექიმის ქმედებას, პაციენტისთვის პრეპარატის მიუცემლობას, თვითმკვლელობაში დახმარებად ვერ იქნება მოაზრებული. გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 216-ე მუხლი ითვალისწინებს მკვლელობას მსხვერპლის თხოვნით. გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებდა დანაშაულს- თვითმკვლელობაში დახმარებას, სწორედ ამასთან დაკავშირებით წარმოიშვა გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოში დავა, მუხლთან დაკავშირებით რეფორმის შემოსაღებად. მოდავე სუბიექტები მიუთითებდნენ შემდეგ გარემოებებზე: „ევთანაზიისა და თვითმკვლელობაში დახმარების შემთხვევები ერთმანეთს ჰგავს იმით, რომ ადამიანს ორივე შემთხვევაში გააზრებული ნებითა და საფუძვლით სურს დაასრულოს სიცოცხლე. თვითმკვლელობაში დახმარების კრიმინალიზაციით, შეიზღუდა არამარტო ადამიანის თავისუფლების, ღირსებისა და თვითგამორკვევის უფლება, არამედ უფლება, მიიღოს მან დახმარება სხვისგან.“ გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით- „თვითმკვლელობის უფლება მოიცავს სხვისგან დახმარების მიღების უფლებასაც, თუ ასეთი დახმარება შემოთავაზებული იქნება.“ სასამართლო თავის პოზიციას იმითაც ამყარებს, რომ გერმანიის ფედერალური მიწების უმეტესობაში სამედიცინო საქმიანობის მარეგულირებელ აქტებში პირდაპირ არის ასახული სუიციდში დახმარება, როგორც აკრძალული ქმედება, რაც პაციენტს საკუთარი თავისუფალი ნების აღსრულებაში ექიმების მხრიდან დახმარების გარეშე ტოვებს. ამგვარად, გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თვითმკვლელობაში დახმარება არ უნდა იყოს დასჯადი ქმედება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას არაერთჯერადი ხასიათი აქვს, (აქ უნდა ვიგულისხმოთ ორგანიზაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ მომაკვდინებელი საშუალებებით პირებს შესაბამისი ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ). თვითმკვლელობაში დახმარების კრიმინალიზაციით, იმთავითვე შეიზღუდება თვითმკვლელი პირის ნების ავტონომია, და თუ თვითმკვლელობა ლეგალური ქმედებაა, მართლაც რატომ უნდა იყოს მასში დახმარება არალეგალური?! რაც არ უნდა, ერთი შეხედვით მორალურად გაუმართლებლად მოგვეჩვენოს აღნიშნული ქმედება, სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა პირთა უფლებების დაცვა, შესაბამისად, თვითმკვლელობაში დახმარების მიღება პირის უფლებაა, და დამხმარე სუბიექტი დანაშაულს არ სჩადის. იმისდა მიუხედავად, რომ თვითმკვლელობაში დახმარება გერმანიის სისხლის სამართლის მიერ მიერ ლეგალურ ქმედებად იქნა ცნობილი (გარდა არაერთჯერადობისა), იგი მაინც მიიჩნევს ექიმის მიერ მსგავსი ქმედების განხორციელებას (ევთანაზიას) დასჯად ქმედებად, რაც პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს. ხაზგასასმელია ის, რომ ევთანაზიის დროს უშუალოდ ექიმს შეჰყავს პაციენტის ორგანიზმში მომაკვდინებელი პრეპარატი, ან კი იგი უმოქმედობით სჩადის ამ დანაშაულს და სამკურნალო პრეპარატის მიღების შეწყვეტით აღწევს მიზანს, ხოლო თვითმკვლელობაში დახმარებისას, რეალურად, „მკვლელობას“ სჩადის თვითმკვლელი სუბიექტი თვითონ, მაგალითად თვითმკვლელობაში დამხმარე მას გადასცემს სასიკვდილო საწამლავს, ეს უკანასკნელი კი საწამლავს სვავს. ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი განსხვავებულია ორივე შემთხვევაში. თვითმკვლელობაში დახმარებისას, პირი თავად იწვევს თავის სიკვდილს, ესე იგი “დამხმარე” ქმედებაში არ მონაწილეობს არც ფიზიკურად, და არც ფსიქოლოგიურად, იგი არ მონაწილეობს ასევე თვითმკვლელი პირის გადაწყვეტილების მიღებაში(განსხვავებით თვითმკვლელობამდე მიყვანისგან), ხოლო ევთანაზიისას, ექიმის ქმედება პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან. ევთანაზიის დროს, პაციენტის მიერ თვითმკვლელობას არ აქვს ადგილი. ეს უკანასკნელი მხოლოდ ნამდვილი ნების საფუძველზე ითხოვს სიკვდილს, რასაც შემდგომ ექიმი ახორციელებს. სწორედ ამით უნდა აიხსნას, გერმანიაში არსებული ამგვარი მიდგომა.


გამოყენებული ლიტერატურა:

BVerfG, Urteil vom 26.02.2020 - 2 BvR 2347/15, 2 BvR 651/16, 2 BvR 1261/16, 2 BvR.

BVerfG, NJW 2020, 907, Rn. 293.

ბაჩანა ჯიშკარიანი, „თვითმკვლელობაში დახმარების სისხლისსამართლებრივი დასჯადობის პრობლემატიკა გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში“,უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის სამეცნიერო-პრაქტიკული იურიდიული ჟურნალი, 2020 წელი.


ანი კორძახია - თსუ იურიდიული ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი


საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.



შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: tvitmkvleloba, თვითმკვლელობა, ევთანაზია, evtanazia, ukurnebeli seni, უკურნებელი სენი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


გადაგადაწყვეტილების მიღება შვილების საცხოვრებელი ადგილისა და მათი რჩენის შესახებ

გადაგადაწყვეტილების მიღება შვილების საცხოვრებელი ადგილისა და მათი რჩენის შესახებ

ვრცლად

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები ქართული სამართლის ისტორიის მიხედვით

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

ვრცლად

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები ქართული სამართლის ისტორიის მიხედვით

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

ვრცლად

ვინ შეიძლება ჩაითვალოს ძალადობის მსხვერპლად? ვინ ითვლება მოძალადედ?

ვინ შეიძლება ჩაითვალოს ძალადობის მსხვერპლად? ვინ ითვლება მოძალადედ?

ვრცლად

ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმები

ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp