iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ვეტოს ინსტიტუტი
იურიდიული სტატია

ვეტოს ინსტიტუტი

25-10-2022, 16:57 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 252 ნახვა
ვეტოს ინსტიტუტი


ვეტოს საფუძვლები რომის იმპერიასა და სახალხო ტრიბუნს უკავშირდება, რომელიც ხალხის წარმომადგენელი იყო და სიტყვებს ,,მე ვკრძალავ“ იყენებდა არისტოკრატიის ტირანიისგან მოქალაქეთა უფლებების დაცვის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ ვეტოს ფესვები რომში გვხვდება, კონსტიტუციებში, დღეს არსებული ფორმით, მისი აღმოცენება ინგლისს უკავშირდება. მე-17 საუკუნიდან პარლამენტის სტატუსი შეიცვალა და მას მონარქის თანხმობის პირობით კანონის მიღების უფლება მიენიჭა. ინგლისის გამოცდილება აშშ-მა ძალაუფლების გამიჯვნის პრინციპის ფარგლებში მოაქცია და პრეზიდენტს ვეტოს უფლება კონგრესის საკანონმდებლო უფლებამოსილებების შეზღუდვის მიზნით განუსაზღვრა.

ვეტოს ინსტიტუტის დამკვიდრება საქართველოში 1991 წელს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. პრეზიდენტმა ვეტოს უფლება შეიძინა, რომელიც დაძლევადი იყო უზენაესი საბჭოს 2/3-ის მხარდაჭერით.

ვეტოს დაძლევის წესი არაერთხელ შეიცვალა საქართველოს ისტორიაში. 1995წელს მიღებული ახალი კონსტიტუციით ვეტოს დაძლევა გამარტივდა, საჭირო იყო პარლამენტის სიითი შემადგენლობის 3/5-ის მხარდაჭერა.

2004 წელს კვლავ ცვლილებები განხორციელდა და ვეტოს დასაძლევად საჭირო გახდა პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა, რამაც საგრძნობლად გაზარდა ვეტოს ძალა.

2010 წელს პრეზიდენტის უფლებამოსილებების შემცირების გამო ვეტოს დაძლევა კვლავ გამარტივდა და განისაზღვრა სიითი შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერის საჭიროება.

2017-2018 წლების საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს უფლება განისაზღვრა კონსტიტუციის 46-ე მუხლით. ვეტოს უფლება კონსტიტუციურ კანონებთან მიმართებით შედარებით შეზღუდულია. დღეს მოქმედებს კონსტიტუციური კანონის მიღების ორი წესი. პირველი წესის თანახმად, კანონი მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ¾-ის მხარდაჭერით, რა დროსაც პრეზიდენტს შეუძლია გამოიყენოს ვეტოს უფლება. მეორე წესის თანახმად, კანონის მიღება ხდება პარლამენტის წევრთა 2/3-ის მხარდაჭერით, ორი მოწვევის პარლამენტის მიერ. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი მოკლებულია ვეტოს უფლებას.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ვეტო თანამდებობის პირის უფლებაა შეაჩეროს პროცესი ან საერთოდ შეწყვიტოს იგი. ამის მიხედვით, განასხვავებენ იმპერატიულ და სუსპენზიურ ვეტოს. იმპერატიული ვეტოს არსი იმაში მდგომარეობს, რომ იგი დაუძლეველია, ე.ი. ვეტო პირდაპირ აუქმებს პროცესს. იგი მეტწილად დამახასიათებელი იყო ანტიკური სამყაროსა და შუა საუკუნეების კონსტიტუციური მონარქიებისათვის, თუმცა თანამედროვეობაშიც ვხვდებით მის მაგალითებს. რაც შეეხება სუსპენზიურ ვეტოს, იგი დაძლევადია. თანამედროვე სამყაროში ვეტო, როგორც წესი სწორედ სუსპენზიური ხასიათისაა. ვეტოს უფლება განსაზღვრულია არა მხოლოდ საპრეზიდენტო, არამედ საპარლამენტო და შერეული მმართველობის ქვეყნებშიც.

პოლონეთი წარმოადგენს საპარლამენტო მმართველობის ქვეყანას, სადაც პრეზიდენტს გააჩნია ვეტოს უფლება, მოტივირებული წინადადებით კანონს გადასცემს სეიმს, რომელიც იღებს მას 3/5-ის უმრავლესობით. კონსტიტუციის განსაკუთრებულ თავისებურებას კი ის ფაქტი წარმოადგენს, რომ პრეზიდენტს ვეტოს გამოყენება არ შეუძლია საბიუჯეტო კანონის პროექტებთან დაკავსირებით. საბოლოოდ, დღესდღეობით ვეტოს უფლებით აღჭურვილები არიან სახელმწიფოს მეთაურები და ვეტოს ძირითადი დანიშნულება საკანონმდებლო პროცესზე გავლენის მოხდენაა. საქართველოში ვეტოს უფლება ასევე აქვთ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეებსაც.


ავტორი: ანა მაღრაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.


საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.



შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: veto, ვეტო, ვეტოს დაძლევა, vetos dadzleva, imperatiuli veto, იმპერატიული ვეტო
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


სახალხო დამცველის მოადგილე ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე - ეს არის ერთ-ერთი ის გადაწყვეტილება, რომელიც „სანიმუშოდ“ ჩაიწერება ამ პარლამენტის ისტორიაში

სახალხო დამცველის მოადგილე ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე - ეს არის ერთ-ერთი ის

ვრცლად

კონსტიტუციის გადასინჯვის ქართული მოდელი

კონსტიტუციის გადასინჯვის ქართული მოდელი

ვრცლად

კონტრასიგნაციის ინსტიტუტი ევროპის ქვეყნების კონსტიტუციებში

კონტრასიგნაციის ინსტიტუტი ევროპის ქვეყნების კონსტიტუციებში

ვრცლად

შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში

შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში

ვრცლად

პირადი ცხოვრების საიდუმლოების არსი

პირადი ცხოვრების საიდუმლოების არსი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp