iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » სახალხო დამცველის მოადგილე ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე - ეს არის ერთ-ერთი ის გადაწყვეტილება, რომელიც „სანიმუშოდ“ ჩაიწერება ამ პარლამენტის ისტორიაში
იურიდიული სტატია

სახალხო დამცველის მოადგილე ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე - ეს არის ერთ-ერთი ის გადაწყვეტილება, რომელიც „სანიმუშოდ“ ჩაიწერება ამ პარლამენტის ისტორიაში

28-12-2021, 16:46 სიახლე / ადვოკატი 244 ნახვა
სახალხო დამცველის მოადგილე ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე - ეს არის ერთ-ერთი ის გადაწყვეტილება, რომელიც „სანიმუშოდ“ ჩაიწერება ამ პარლამენტის ისტორიაში

ალბათ, ეს არის ერთ-ერთი ის გადაწყვეტილება, რომელიც „სანიმუშოდ“ ჩაიწერება ამ პარლამენტის ისტორიაში,-ასე შეაფასა სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება.

როგორც მან პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომაზე განაცხადა, ამ ინსტიტუტის გაუქმება დაუსაბუთებელია და მას ახსნა არ გააჩნია.

„არანაირი ლოგიკა და ახსნა არ აქვს იმას, რაც აქ კეთდება, ეს არის კლასიკური არაკონსტიტუციური კანონმდებლობა. ეს არის კანონმდებლობა, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს. მერწმუნეთ, ამ გადაწყვეტილებით ისტორიაში შეხვალთ, ოღონდ ეს ისტორიის კარგი მხარე არ იქნება, ამას დანანებით ვამბობ“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში ყოველთვის აღნიშნავდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ეფექტურობის შესახებ.

„მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სირთულე ჰქონდა, ამ სამსახურმა 2019 წლის 1-ელი ნოემბრის შემდეგ შეუძლებელი შეძლო. არაერთხელ მქონია შემთხვევა, როცა ღამის 3-4 საათზე, ეს სამსახური მობილური იყო და თავის საქმიანობას ახორციელებდა, რათა მტკიცებულბები არ განადგურებულიყო. 2 წლის განმავლობაში ამ სამსახურზე ცუდის მთქმელი, შიგნით თუ გარეთ, სამთავრობო თუ არასამთავრობო, ოპოზიციური თუ არაოპოზიციური მიმართულებით, არ მინახავს. მცირე ხარვეზი და უკმაყოფილება შეიძლება ვიღაცას ჰქონდა, მაგრამ ამ სამსახურის საქმიანობა ყველას მხრიდან სანიმუშო იყო“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

„შაბათს, საღამოს „ინტერპრესნიუსისგან“ შემთხვევით ვიგებთ იმას, რომ, ასეთი სანიმუშო, ხელით საჩვენებელი სამსახური უქმდება, მოწმენილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა, სრულიად გამაოგნენებელი იყო. ალბათ, კანონპროექტის განმარტებით ბარათში ერთი სიტყვაც კი არ არის ნახსენები იმაზე, ეს სამსახური რას ვერ აკეთებდა“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა 2022 წლის 1-ელი მარტიდან გაუქმდება. პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, 2022 წლის 1-ელი მარტიდან თანამდებობებიდან თავისუფლდება როგორც სახელმწიფო ინსპექტორი, ასევე მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები.

წყარო:ინტერპრეს ნიუსი

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: Lawyer, Lawyer in Italy, Georgian Lawyer, ადვოკატი599505578, საგადასახადო დავები 599505578, დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრება, შემოსავლების სამსახურში გასაჩივრება, საჩივრის წარდგენა, natia nakashidze, natia, nakashidze, lawyer 599505578, lawyer in Geo
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ხმაურიანი განხილვის შემდეგ, პარლამენტის ორმა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას, მხარი დაუჭირა

ხმაურიანი განხილვის შემდეგ, პარლამენტის ორმა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის

ვრცლად

აშშ-ის საელჩოს განცხადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წესის შეცვლის შესახებ

აშშ-ის საელჩოს განცხადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წესის შეცვლის შესახებ

ვრცლად

NGO-ები: პარლამენტის მიერ 4 მოსამართლის დანიშვნა გაუმართლებელი და დამაზიანებელია

NGO-ები: პარლამენტის მიერ 4 მოსამართლის დანიშვნა გაუმართლებელი და დამაზიანებელია

ვრცლად

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი იწყება

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი იწყება

ვრცლად

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ვიდეოთვალთვალის განხორციელების წესის შესახებ რეკომენდაცია გამოაქვეყნა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ვიდეოთვალთვალის განხორციელების წესის შესახებ

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp