iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » კონტრასიგნაციის ინსტიტუტი ევროპის ქვეყნების კონსტიტუციებში
იურიდიული სტატია

კონტრასიგნაციის ინსტიტუტი ევროპის ქვეყნების კონსტიტუციებში

25-10-2022, 14:27 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 220 ნახვა
კონტრასიგნაციის ინსტიტუტი ევროპის ქვეყნების კონსტიტუციებში


დემოკრატიულ ქვეყნებში კონტრასიგანციის ინსტიტუტის ოთხი ძირითადი ვარიაციის განსხვავება შეგვიძლია: ხელს აწერს ექსკლუზიურად პრემიერ-მინისტრი (პოლონეთის 1997 წლის კონსტიტუცია) ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი და უფლებამოსილი მინისტრი (უკრაინის 1996 წლის კონსტიტუცია) ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ან უფლებამოსილი მინისტრი (პოლონეთის მცირე კონსტიტუცია 1992 წლის) ხელს აწერს მხოლოდ უფლებამოსილი მინისტრი (ფინეთის 1919 წლის კონსტიტუცია) კონტრასიგნაცია თავისი შინაარსიდან გამომდინარე შესაძლოა დაიყოს დადებით და ნეგატიურ არსად, იქიდან გამომდინარე რომ არსებობს სამართლებრივი აქტები რომელსაც არ ესაჭიროება თანახელმოწერა, ამის საპირწონედ კი გათვალისწინებულია კონტრასგნაციის საჭიროების მქონე სამართლებრივი აქტები. მაგალითად საფრანგეთის 1958 წლის და პოლონეთის 1997 წლის კონსტიტუციებში, ჩამოთვლილია მხოლოდ ის უფლებამოსილებები სახელმწიფო მეთაურისა, რომელიც არ ექვემდებარება კონტრასიგნაციას. უკრაინის კონსტიტუციაში კი პირიქით ჩამოთვლილია პრეზიდენტის ისეთი უფლებამოსილებები, რომელსაც ესაჭიროება თანახელმოწერა პრემიერ-მინისტრისა და კომპეტენტური მინისტრის მხრიდან.

კონტრასიგნაციის ერთ-ერთი სახე სახელმწიფო მეთაურის ყველა ქმედებასა და აქტს მოიცავს, ასევე იგი გამოხატულია ნაგულისხმევი ფორმით, რომელიც არ არის წერილობითი, სადაც პრემიერ-მინისტრისა და კომპეტენტური მინისტრის თანამონაწილეობა იგულისხმება. ოფიციალური კონტრასიგნაცია კი გულისხმობს სამართლებრივ აქტზე ხელმოწერას, შესაბამისად აქტი წერილობითი ფორმისაა. კონტრასიგნაცია, რომლის საფუძვლადაც იქნა აღებული, ფრაზა-მონარქი არასდროს ცდება, წარმოშობილია ინგლისიდან, იგი გახდა მახასიათებელი საპარლამენტო თუ ნახევრადსაპრეზიდენტო სისტემებისთვის, აღსანიშნავია ისიც, რომ ნახერადსაპრეზიდენტო მმართველობისთვის კონტრასიგანციას დაქვემდებარებული აქტების ჩამონათვალი არ არის ფართო.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის დამახასიათებელი კონტრასიგნაციის ინსტიტუტი გამოირჩევა იმ უფლებების ფართო სპექტრით, რომელიც თავისუფალია თანახელმოწერის ინსტიტუტისგან. შესაბამისად, იზრდება პრეზიდენტის უფლებები, მისი პოზიცია სახელისუფლებო სისტემაში, რაც კონტრასიგანციის ინსტიტუტისთვის არ არის დამახასიათებელი. კონტრასიგნაციის მექანიზმი დამკვიდრებულია მხოლოდ იმ სახელმწიფოებში, სადაც არსებობს პარლამენტის წინაშე მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობის მექანიზმი. კონტრასიგნაციის ინსტიტუტი ხელისუფლების დანაწილების პრინციპის უზრუნველყოფას ემსახურება იქიდან გამომდინარე, რომ იგი სახელმწიფოს მეთაურთან მიმართებაში მთავრობის დამოუკიდებლობისა და ავტონომიურობის კონსტიტუციურ გარანტიას წარმოადგენს.

იტალიის პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია და წარმოადგენს იტალიას, პრეზიდენტის უფლებამოსილებები ფორმალურია, მას შეუძლია რეფერენდუმის დანიშვნა კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თავმჯდომარეობს სასამართლოს უმაღლეს საბჭოს.. იტალიის კონსტიტუციის 89-ე მუხლში ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტის ბრძანებას არ ექნება სამართლებრივი ძალა მანამ სანამ იგი არ იქნება ხელმოწერილი იმ მინისტრის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია მასზე. რის შემდგომაც ბრძანებას ექნება სამართლებრივი ძალა.

ლატვიის კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტი წარმოადგენს სახელმწიფოს საერთაშორისო ურთიერთობებში, იგი არის შეიარაღებული ძალების მეთაური, მას აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, შეუძლია პარლამენტის დათხოვნა. ლატვიის კონსტიტუციის 53-ე მუხლით პრეზიდენტის ყველა აქტს ამავდროულად ხელს უნდა აწერდეს პრემიერ-მინისტრი ან შესაბამისი მინისტრი, რომელსაც ეკისრება სრული პასუხისმგებლობა. გამონაკლისს მიეკუთვნება პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის საკითხის წამოყენება და მინისტრთა კაბინეტის ჩამომყალიბებელი პირის განსაზღვრა პრეზიდენტის მიერ. შესაბამისად, კონტრასიგანციის მექანიზმი ლატვიაში პრეზიდენტის ყოველ აქტზე მოქმედებს და ფართო მოცულობისაა.

ლიტვის კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, იგი წარმოადგენს სახელმწიფოს, იგი წყვეტს საგარეო ურთიერთობის ძირითად საკითხებს, ხელს აწერს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და გადასცემს მათ რატიფიკაციისთვის სეიმსს, ნიშნავს ელჩებს.. სწორედ პრეზიდენტი ნისნავს პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე. ამასთანავე პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ძალაუფლება კონკურენცია გაუწიოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის მათი საქმიანობის, საგარეო ურთიერთობისა და ეროვნული უსაფრთხოების, სფეროებში. ხშირ შემთხვევაში, პრეზიდენტი არის განმახორციელებელი ქმედებისა, როდესაც ინიციატორი არის მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინიტრო ან თავდაცვის სამინისტრო.

ლიტვის კონსტიტუციის 85-ე მუხლში განსაზღვრულია, რომ რესპუბლიკის პრეზიდენტი, რომელიც ახორციელებს მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს შეუძლია გამოსცეს აქტები და ბრძანებები. იმისათვის, რომ სამართლებრივი ძალა ჰქონდეს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტს (რომელიც ეხება კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე -3, მე -15, მე -17 და 21-ე პუნქტებში მითითებული მიზნების განხორციელებას ) აუცილებელია ხელმოწერილი იქნეს პრემიერ-მინისტრის ან შესაბამისი მინისტრის მიერ, შესაბამისად პასუხისმგებლობა ამ სამართლებრივ აქტზე ეკისრება პრემიერ-მინისტრს ან შესაბამისს მინისტრის. განვიხილავ თუ რა აქტებზე ვრცელდება თანახელმოწერა, საგარეო საქმეთა მინისტრის თანახელმოწერა ესაჭიროება დიპლომატიური წარმომადგენლების თანამდებობაზე დანიშვნასა, გათავისუფლებას, მაღალი დიპლომატიური წოდების მინიჭებისას.. თავდაცვის მინისტრის თანახელმოწერა ესაჭიროება სამხედრო წოდებების მინიჭებას, შინაგან საქმეთა მინისტრის თანახელმოწერას საჭიროებს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები, ხოლო პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას საჭიროებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანება. გერმანიის კონსტიტუციის 58-ე მუხლის მიხედვით პრეზიდენტის ბრძანებებსა და მიმართულებებს კანონიერებისთვის ესაჭიროება თანახელმოწერა ფედერციის კანცლერის ან უფლებამოსილი მინისტრისა. კონტრასიგნაციას არ ექვემდებარება დანიშვნა ან დათხოვნა ფედერაციის კანცლერისა და ბუნდესტაგისა, მოთხოვნაზე, რომელიც ეხება ფედერეალური მინისტრის საქმიანობის გაგრძელებას, სანამ ამ თანამდებობაზე სხვა პირი არ იქნება დანიშნული.

კონტრასიგნაციის მექანიზმი გვხვდება საპარლამენტო მმართველობის სახელმწიფოებში, საპარლამენტო მმართველობა მიჩნეულია, რომ ყველაზე დემოკრატიული მმართველობის ფორმაა, მიზეზად კი დასახელებულია, რომ მთავრობის შემადგენლობის პარლამენტის მიერ დამტკიცებისა და მისთვის ნდობა/უნდობლობის გამოცხადების მარტივი პროცედურები არსებობს, რაც განაპირობებს აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის მეტ შესაძლებლობის არსებობას. აღსანიშნავია, ისიც, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში სახალხო წარმომადგენლობა ყველაზე მეტად არის წარმოდგენილი. მმართველობის საპარლამენტო მოდელს ახასიათებს სახელმწიფო მეთაურისა და მთავრობის მეთაურის ფუნქციების განცალკევება, მთავრობის მეთაურისთვის ისეთი უფლებამოსილებების გადაცემა, რომელიც იმთავითვე ქვეყნის პირველი პირის პრეროგატივას წარმოადგენს. პრეზიდენტი წარმოდგენილია საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლების როლში როგორც არბიტრი, ამას ადასტურებს ზემოთგანხილული ქვეყნების მაგალითები, (საქართველო, გერმანია, ლატვია), რომ კონტრასიგნაციას არ საჭიროებს პარლამენტის დათხოვნა.

იტალია საპარლამენტო რესპუბლიკაა, რომელიც წარმოადგენს უნიტარულ სახელმწიფოს. გერმანიაც საპარლამენტო რესპუბლიკას წარმოადგენს და მისი ტერიტორიული მოწყობა კი ფედერაციულია, ლატვიაც საპარლამენტო რესპუბლიკაა, სამივე მათგანი კლასიკურ, წმინდა საპარლამენტო მმართველობის მოდელს მიეკუთვნება, სადაც სახელმწიფოს მეთაური, პრეზიდენტი, არბიტრის როლში გვევლინება.


გამოყენებული მასალა:

კონსტიტუციური სამართლის სახელმძღვანელო, ა. დემეტრაშვილის რედაქტორობით,თბილისი, 2005, 278.

Cheibub J., Systems of Goverment: Parliamentarism and Presidentialism.

Olechno A., The Constitutional Aspects of Countersignature in Central and Eastern European Countres, <https://dukonference.lv/files/proceedings_of_conf/53konf/tiesibas/Olechno.pdf>

<https://www.wipo.int/edocs/lexdocs/laws/en/it/it037en.pdf?gt;

<https://www.wipo.int/edocs/lexdocs/laws/en/lv/lv021en.pdf>

<https://www.lrkt.lt/en/about-the-court/legal-information/the-constitution/192>

<https://www.btg-bestellservice.de/pdf/80201000.pdf>


ავტორი: მარიამ ბოხუა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი.


საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე


შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: kontrasignacia, კონტრასიგნაცია, სამართლებრივი აქტის ხელმოწერა, samartlebrivi aqtis xelmowera
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ნოტარიუსის ასაკი 65-დან 70 წლამდე გაიზარდა თანამდებობაზე ყოფნისთვის

ნოტარიუსის ასაკი 65-დან 70 წლამდე გაიზარდა თანამდებობაზე ყოფნისთვის

ვრცლად

''სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებაა

''სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებაა

ვრცლად

იტალიამ 30 რუსი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან

იტალიამ 30 რუსი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან

ვრცლად

იტალიის პრემიერ-მინისტრი: „ყველაფერს გავაკეთებთ იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად“

იტალიის პრემიერ-მინისტრი: „ყველაფერს გავაკეთებთ იტალიასა და საქართველოს შორის

ვრცლად

ნოტარიუსის ონლაინ მომსახურება / განცხადება, თანხმობა

ნოტარიუსის ონლაინ მომსახურება / განცხადება, თანხმობა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp