iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში
იურიდიული სტატია

შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში

12-10-2022, 16:02 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 301 ნახვა
შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში


დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციული სამართლის მეტად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. ინსტიტუტის კომპლექსურობას ასევე ამტკიცებს იმ შეცდომათა ნაირსახეობა, რომლებიც შეიძლება იყოს დაშვებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი დისკრეციული უფლებამოსილების შემდეგნაირ განმარტებას იძლევა: „დისკრეციული უფლებამოსილება – უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება“. ხოლო, თუკი დისკრეციული უფლებამოისლებისას დაშვებული იქნება შეცდომა, მაშინ მიღებული გადაწყვეტილება ავტომატურად იქნება უკანონო. შეცდომები შეგვიძლია პირობითად დავყოთ ორ ნაწილად, შეცდომები, რომლებიც უკავშირდება დისკრეციული უფლებამოსილების შინაგან მხარეს და შეცდომები, რომლებიც უკავშირდება დისკრეციული უფლებამოსილების გარეგან მხარეს.

პირველ ყოვლისა მიმოვიხილოთ შეცდომები, რომლებიც უკავშირდება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების შინაგან მხარეს: მათგან პირველია, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას. აღნიშნული შეცდომა გამომდინარეობს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების სავალდებულოობის პრინციპიდან. შესაბამისად, თუკი ადმინისტრაციული ორგანოსთვის ნორმის მიერ იყო დისკრეციული უფლებამოსილება მინიჭებული, მან ის აუცილებლად უნდა გამოიყენოს, სხვაგვარად ეს ჩაითვლება შეცდომად დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება იქნება უკანონო. დისკრეციული უფლებამოსილების გამოუყენებლობა დგინდება მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო საერთოდ ვერ ამჩნევს მისთვის დათმობილ დისკრეციულ უფლებამოსილებას, ანდა შეცდომით თვლის, რომ ეს უფლებამოსილება არის არა დისკრეციული, არამედ კანონმდებლისაგან სრულად განსაზღვრული. ხოლო, რათა დავადგინოთ აქვს თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება, უნდა ვიხელმძღვანელოთ ნორმის განმარტებით.

შემდეგი შეცდომაა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლების გადაჭარბება, რომელიც გამომდინარეობს კანონიერების პრინციპისგან. ადმინისტრაციულ ორგანოს არშეუძლია იმოქმედოს კაონისგან დამოუკიდებად, და შესაბამისად არ შეუძლია გადააჭარბოს იმ უფლებამოსილებას, რომელიც მას კანონით აქვს დადგენილი.

მესამე შეცდომად მიიჩნევა, დისკრეციული უფლებამოსილების არამიზნობრივად გამოყენება. აღნიშნული შეცდომის თავიდან აცილების მიზნით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობიდან არ უნდა დაკარგოს ნორმის მიზანი, მუდმივად მოახდინოს გარემოებების შეფასება და ერთმანეთთან კონფლიქტში მყოფ სამართლებრივ სიკეთეთა აწონ-დაწონა. აქვე, აღვნიშნავდი, რომ გვაქვს ძალზე მნიშვნელოვანი ატიპური შემთხვევაც, კერძოდ, როდესაც დისკრეციული უფლებამოსილების არამიზნობრივი გამოყენება განზრახ ხდება. ასეთ შემთხვევას უწოდებენ დისკრეციული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად მსგავსი შემთხვევების გააზრება და წარმოდგენა ძალზე მარტივია, პრაქტიკაში ხშირად პრობლემატურია დისკრეციული უფლებამოსილების განმხორციელებლის რეალური მოტივის დადგენა, ამიტომ ყოველივე ეს დიდ პრობლემას წარმოადგენს.

აქვე, აღვნიშნავ იმასაც, რომ დღეს-დღეისობით პოლემიკის საგნად მიიჩნევა საკითხი, არის თუ არა შეცდომის კიდევ ერთი ნაირსახეობა კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრინციპების დარღვევა. მართალია, აღნიშნულ მოსაზრებას ბევრი მომხრე ჰყავს, მოწინააღმდეგეთა არგუმენტები უფრო მართებულადაა მიჩნეული, კერძოდ, ეს არგუმენტი თავის თავში მოიაზრებს იმას, რომ კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრინციპების დაცვა ისედაც წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, ის ყოველთვის მნიშვნელოვანი და რელევანტურია და მისი ცალკე გამოყოფა, როგორც შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში ყოველგვარ საჭიროებას არის მოკლებული.

რაც შეეხება შეცდომების მეორე კატეგორიას, ანუ შეცდომებს რომლებიც უკავშირდება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების გარეგან მხარეს, ასეთად პირველ ყოვლისა, ითვლება ისეთი სახის შეცდომა, რომელიც უკავშირდება ნორმით გაუთვალისწინებელი გადაწყვეტილების შერჩევას.

შემდეგი სახის შეცდომაა, თანასწორობის პრინცპიპის დარღვევა. ყურადსაღებია ამ პრინციპთან დაკავშირებით სასამართლოს განმარტება: „კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებების თანაბრად აღიარებასა და დაცვას, რომლებიც იმყოფებიან ერთსა და იმავე პირობებში და განსაზღვრული საკითხისადმი აქვთ ერთნაირი დამოკიდებულება. ეს პრინციპი მოიცავს საკანონმდებლო საქმიანობის მთელ სპექტრს, რათა თანაბარ პირობებსა და გარემოებებში მყოფ ადამიანებს მიენიჭოთ თანაბარი პრივილეგიები და დაეკისროთ თანაბარი პასუხისმგებლობა. განსხვავებული საკანონმდებლო მოწესრიგება, ცხადია, ყველა შემთხვევაში არ ჩაითვლება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევად. კანონმდებელს უფლება აქვს კანონით განსაზღვროს განსხვავებული პირობები, მაგრამ ეს უნდა იყოს დასაბუთებული, გონივრული და მიზანშეწონილი. ამასთან, ერთნაირ პირობებში მყოფი სუბიექტებისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს დიფერენცირების თანაბარი დონე.’“ ამავე თანასწორობის უფლებაზე საუბრობს საქართველოს კონსტიტუციის მეთერთმეტე მუხლიც.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ მართალია ადმინიტსრაციულ ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ენიჭება გარკვეული სახის თავისუფლება, ის მაინც ვალდებულია იმოქმედოს კანონის შესაბამისად, ხოლო თუკი დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას დაიშვება შეცდომა, მიღებული გადაწყვეტილება ავტომატურად უკანონოდ უნდა მივიჩნიოთ.


გამოყენებული ლიტერატურა:

[1]Peine, Allgemeines Verwaltungsrecht, 9. Aufl., 2008, § 4 Rn 214.

[1]ქ.გიორგიშვილის სტატია - „შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში“; ადმინისტრაციული სამართალისამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი; თბილისი 2013; გვ.22.

[1]საქართველოსუზენაესისასამართლოსსაქმე No ბს- 739-714 (კ-10), 21.10. 2010

[1]ქ.გიორგიშვილის სტატია - „შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში“; ადმინისტრაციული სამართალისამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი; თბილისი 2013; გვ.23.

[1]Beck'scher Online-Kommentar,VwVfG, Hrsg: Bader/Ronel- lenfitsch, 01.04.2012, VwVfG § 40, Rn 91.

[1]გადაწყვეტილება საქმეზე:საქართველოსმოქალაქეებიუტალიპარტია, გიორგიხმელიძე, ელისოჯანაშიადაგოჩაღადუასაქართველოსპარლამენტისწინააღმდეგ, N1/2/213,243, 16 თებერვალი, 2005


ავტორი: ნია ტორონჯაძე


საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე


შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: diskreciuli uflebamosileba, administraciuli samartali, administraciuli organo, tanamdebobis piri, დისკრეციული უფლებამოსილება, ადმინისტრაციული სამართალი, ადმინისტრაციული ორგანო, თანამდებობის პირი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი იზრდება

ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი იზრდება

ვრცლად

დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება

დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება

ვრცლად

ესე - სასამართლოს გადაწყვეტილება გიორგი ქებურიას მოთხოვნის შესახებ

ესე - სასამართლოს გადაწყვეტილება გიორგი ქებურიას მოთხოვნის შესახებ

ვრცლად

ნოტარიუსის ასაკი 65-დან 70 წლამდე გაიზარდა თანამდებობაზე ყოფნისთვის

ნოტარიუსის ასაკი 65-დან 70 წლამდე გაიზარდა თანამდებობაზე ყოფნისთვის

ვრცლად

სამართლისა და პოლიტიკის გამიჯვნა კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელებისას

სამართლისა და პოლიტიკის გამიჯვნა კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელებისას

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp