iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ორგანიზებული მნიშვნელოვან სამუშაო შეხვედრა
იურიდიული სტატია

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ორგანიზებული მნიშვნელოვან სამუშაო შეხვედრა

22-05-2025, 12:23 ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე 22 ნახვა
ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ორგანიზებული მნიშვნელოვან სამუშაო შეხვედრა
2025 წლის 21 მაისს, საადვოკატო ბიურო „ნაკაშიძე და პარტნიორებს“ წარმოადგენდა ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, რომელიც მიწვეული იყო საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ორგანიზებულ მნიშვნელოვან სამუშაო შეხვედრაზე. აღნიშნული შეხვედრა მიეძღვნა ქვეყნის შიგნით და გლობალურ კონტექსტში მნიშვნელოვან საკითხს საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ განხილვას, რომელიც ძალაში შევა 2025 წლის 31 მაისიდან.
ახალი რეგულაცია საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში ინერგება აშშ-ის მიერ 1938 წელს მიღებული „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) მოდელზე დაფუძნებით. როგორც ამერიკულ მოდელში, ასევე ქართულ ვერსიაშიც, ძირითადი მიზანია საჯარო გამჭვირვალობის ამაღლება, სახელმწიფო ინტერესების დაცვა და უცხოური გავლენების იდენტიფიცირება პოლიტიკური და სამოქალაქო სივრცეში.
კანონის თანახმად, საქართველოში მოქმედი ის იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც ფინანსურად არიან დაკავშირებული უცხოურ წყაროებთან და ახორციელებენ საზოგადოებრივ საქმიანობას, შესაძლოა დაექვემდებარონ სპეციალურ რეგისტრაციას „უცხოეთის გავლენის გამავრცელებელი ორგანიზაციის“ სტატუსით.
კანონის პროექტში გამორჩეულად მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს გამონაკლისები, რომლებიც ეხება უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს. კონკრეტულად, კანონით გარანტირებულია, რომ საქართველოს მოქალაქეობა მქონე ემიგრანტები მათ შორის, იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფნი და მათი ოჯახის წევრები არ ექვემდებარებიან აღნიშნული რეგულაციის ფარგლებს.
ეს ნიშნავს, რომ მათი მხრიდან ფინანსური გადარიცხვები საქართველოში, აგრეთვე მათი მონაწილეობა ჰუმანიტარულ ან არასამთავრობო ორგანიზაციებში არ მიიჩნევა უცხოური გავლენის გავრცელებად და შესაბამისად, არ გააჩნია არც ადმინისტრაციული და არც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის რისკი.
შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდა ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, განიხილეს კანონის ამოქმედების შემდეგი ეტაპები: რეგისტრაციის პროცედურები, შესაბამისი სამართლებრივი ვალდებულებები და მონიტორინგის მექანიზმები. ასევე განხილულ იქნა სამართლებრივი ნორმების ჰარმონიზაცია საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოებთან.
როგორც ბიუროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, აღნიშნული კანონი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესების დაცვას, არამედ დაეხმარება საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხარისხობრივი განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანას დგება ბალანსი ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნებსა და დემოკრატიულ ღირებულებებს შორის.
„უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს მცდელობას მოირგოს გლობალური სამართლებრივი სტანდარტები ეროვნული სპეციფიკის გათვალისწინებით. ადვოკატ ნათია ნაკაშიძის მონაწილეობა აღნიშნულ შეხვედრაში ასახავს პროფესიულ ჩართულობას, რაც ამტკიცებს სამართლებრივი სფეროს მზაობას დისკუსიისა და პარტნიორული თანამშრომლობისთვის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და კონსტიტუციური წესრიგის განმტკიცებისათვის.
შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ორგანიზებული მნიშვნელოვან სამუშაო შეხვედრა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საადვოკატო ბიურო „ნაკაშიძე და პარტნიორებს“ წარმოადგენდა ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, რომელიც მიწვეული იყო საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე

საადვოკატო ბიურო „ნაკაშიძე და პარტნიორებს“ წარმოადგენდა ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, რომელიც

ვრცლად

ირაკლი ბერაიას დანიშვნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე

ირაკლი ბერაიას დანიშვნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე

ვრცლად

ქართული ბიომეტრიული პასპორტი იცვლება, როგორი იქნება ის და როდემდე იმოქმედებს ძველი პასპორტი

ქართული ბიომეტრიული პასპორტი იცვლება, როგორი იქნება ის და როდემდე იმოქმედებს ძველი

ვრცლად

საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის გამიჯვნასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის გამიჯვნასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე

ვრცლად

ბავშვის ალიმენტის საერთაშორისო გადახდების და ოჯახის რჩენის საკითხები

ბავშვის ალიმენტის საერთაშორისო გადახდების და ოჯახის რჩენის საკითხები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp