iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1481 კონსტიტუციური სარჩელი
იურიდიული სტატია

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1481 კონსტიტუციური სარჩელი

8-02-2023, 14:06 ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატი / სტატიები / ადვოკატის ნომერი / კორპორატიული იურისტი / სიახლე / სასამართლო დავები და საერთაშორისო არბიტრაჟი 356 ნახვა
საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1481 კონსტიტუციური სარჩელი

2023 წლის 3 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა №1481 კონსტიტუციური სარჩელი („გია ფოლადიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, თუ სარჩელი შეტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექსით დადგენილი წესების დარღვევით, მოსამართლე არ მიიღებს სარჩელს წარმოებაში.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, გასაჩივრებული დებულება მოსამართლეს ანიჭებს უფლებას, საქმის არსებითად განხილვის გარეშე, უარი თქვას სარჩელზე და იგი უკან დაუბრუნოს პირს, იმისდა მიუხედავად თუ რა ტიპის ხარვეზია დაშვებული მასში. მოსარჩელის პოზიციით, ზოგიერთი ტექნიკური უზუსტობისა თუ ხარვეზის აღმოსაფხვრელად მხარეს უნდა განესაზღვროს დამატებითი დრო. ამის საპირისპიროდ, სადავო ნორმა ადგენს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის ბლანკეტურ წესს, რაც იწვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების არაპროპორციულ შეზღუდვას, აჭიანურებს პროცესს და პირს უკარგავს სასამართლო დავის წარმოების ინტერესს.

მოპასუხემ მიუთითა, რომ სადავო ნორმა პირს ავალდებულებს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისი სარჩელის შეტანას, რათა სასამართლო არ გადაიტვირთოს დაუსაბუთებელი/ხარვეზიანი სარჩელებით, არ მოხდეს სასამართლოსათვის მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენება და უზრუნველყოფილ იქნეს პროცესის ეკონომიურობა. ამდენად, მოპასუხის პოზიციით, სადავო ნორმით არ ირღვევა სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლება.


საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სრულყოფილი სარჩელის წარსადგენად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მოთხოვნათა საკმაოდ ფართო სპექტრს, რომელთა დარღვევაც, შესაძლოა, განსხვავებულ გავლენას ახდენდეს სარჩელის სრულფასოვნებასა და სასარჩელო მოთხოვნის ჩამოყალიბებაზე. რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია, წარდგენილ სარჩელში დაშვებული იყოს იმ ტიპის შეცდომა რომლის გამოსწორებაც ფაქტობრივად გაუთანაბრდეს ახალი სარჩელის წარდგენას ან არსებობდეს ისეთი ხარვეზი, რომელიც დაზუსტებადი/გამოსწორებადია მხარესთან მარტივი კომუნიკაციის მეშვეობით. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მიუხედავად სარჩელში დაშვებული შეცდომის ტიპისა სადავო ნორმა ბლანკეტურად ითვალისწინებს სარჩელის განსახილველად არმიღებას, რითაც იზღუდება სამართლიანი სასამართლოს უფლება.

საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, დაზუსტებად სარჩელებთან მიმართებით სადავო ნორმით დადგენილი წესი ვერ უზრუნველყოფს სასამართლოს გადატვირთვისგან დაცვისა თუ პროცესის ეკონომიურობის მიზნის მიღწევას. პირიქით, დაშვებული შეცდომის მხარესთან კომუნიკაციის გზით მარტივად გამოსწორების ნაცვლად, სადავო ნორმის საფუძველზე სასამართლოს უწევს ჯერ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული განჩინების მიღება, ხოლო შესწორებული სარჩელის წარდგენის შემდგომ, მის განსახილველად მიღების საკითხზე ხელახალი მსჯელობა. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, ამგვარი მოწესრიგება აბრკოლებს სასამართლოსათვის მიმართვას და პირის უფლებათა ეფექტურად დაცვას.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმა, ხოლო მისი ძალადაკარგულად ცნობა გადაავადა 2023 წლის პირველ ივლისამდე, რათა საქართველოს პარლამენტს მიეცეს გონივრული ვადა გადაწყვეტილების იმპლემენტაციისთვის საჭირო ცვლილებების განსახორციელებლად.


დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.


ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მსჯავრდებულთა ერთადგილიან საკანში მოთავსების წესი სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი

მსჯავრდებულთა ერთადგილიან საკანში მოთავსების წესი სახალხო დამცველის კონსტიტუციური

ვრცლად

საია უკანონო ადმინისტრაციული დაკავებისთვის კომპენსაციის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის პრაქტიკას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

საია უკანონო ადმინისტრაციული დაკავებისთვის კომპენსაციის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის

ვრცლად

დაზარალებულის უფლებები

დაზარალებულის უფლებები

ვრცლად

თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა საზიარო უფლება

თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა საზიარო უფლება

ვრცლად

დაკავების შესახებ განჩინების გასაჩივრების შეუძლებლობა, როგორც საკანონმდებლო ხარვეზი

დაკავების შესახებ განჩინების გასაჩივრების შეუძლებლობა, როგორც საკანონმდებლო ხარვეზი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp