iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » დაზარალებულის უფლებები
იურიდიული სტატია

დაზარალებულის უფლებები

21-11-2022, 18:33 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 329 ნახვა
დაზარალებულის უფლებები

ვინ არის დაზარალებული?

დაზარალებულად ითვლება პირი, რომელსაც დანაშაულის შედეგად მიადგა ფიზიკური, ემოციური, ქონებრივი ზიანი ან ეკონომიკური ზარალი.მაგალითად კანადაში თუ დაზარალებული გარდაიცვალა ან თავისი სახელით მოქმედება არ შეუძლია, მისი სახელით მოქმედების უფლება აქვს დაზარალებულის მეუღლეს; ახლო ნათესავს; მეურვეობის მქონე პირს. საქართველოსგან განსხვავებით კანადაში დაზარალებულს საჩივრის შეტანის უფლება აქვს, თუ ჩათვლის რომ ფედერალური დეპარტამენტი ვერ იცავს მის უფლებებს.

რა უფლებებით სარგებლობს დაზარალებული საქართველოში?

საქართველოში დაზარალებულის უფლებები საკმაოდ შეზღუდულია, 2014 წელს განხორციელდა კანონმდებლობაში ცვლილება და დაზარალებულს მიეცა შესაძლებლობა ადგილზე გაცნობოდა სისხლის სამართლის საქმის მასალებს. საკონსტიტუციო სამართლოს საქმე „ხვიჩა ყირმიზაშვილი, გია ფაცურია და გვანცა გაგნიაშვილი და „შპს ნიკანი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ დაკმაყოფილდა, ამ გადაწყვეტილებამდე დაზარალებულს გასაჩივრების უფლება ჰქონდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაზარალებულს უფლება მიენიჭა, პროკურორის გადაწყვეტილება დაზარალებულად ცნობის შესახებ (დაზარალებულის სტატუსის მინიჭება), 48 საათში ჯერ გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან ხოლო უარის თქმის შემთხვევაში, მიმართოს სასამართლოს იმ ადგილის მიხდვით სადაც მიმდინარეობდა გამოძიება. დაზარალებულს უფლება აქვს ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, მაგრამ იგი პროცესის მონაწილედ დღემდე არაა აღიარებული. დაზარალებულს სისხლის სმართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული აქვს მოწმის ყველა უფლება/მოვალეობა. დაზარალებულს უფლება აქვს: იცოდეს ბრალდების შინაარსი, რასაც წარუდგენენ ბრალდებულს; მიიღოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ინფორმაცია საპროცესო მოქმედებების შესახებ; მიიღოს პროცესში მონაწილეობისას გაწეული ხარჯების ანაზღაურება; დაიბრუნოს საქმის გამოძიებისას და სასამართლო განხილვის პერიოდში საჭიროებიდან გამომდინარე დროებით ჩამორთმეული მისი კუთვნილი ქონება; მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიება საფრთხის არსებობის შემთხვევაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა დაზარალებულთან მიმართებაში

იურიდიული თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესოა, გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/8/594 „ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ დაზარალებულის უფლებებზე, მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმებს, რომლებიც გამორიცხავს დაზარალებულის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრების შეტანას, აგრეთვე ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაყენებას, საჩივარი არ დააკმაყოფილა სასამართლომ. დაზარალებულის უფლებებთან დაკავშირდებით არსებობს ასევე ძალიან საინტერესო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ N1312 სადაც გასაჩივრებული იყო დაზარალებულისთვის საქმის მასალების ასლების მიღების უფლების შეზღუდვა, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად სცნო სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის ნაწილი, რომელზეც შეტანილი იყო საჩივარი.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: dazaralebuli, fizikuri ziani, qonebrivi ziani, ekonomikuri zarali, braldebuli, braldebis shinaarsi, dazaralebulis uflebebi, დაზარალებული, ფიზიკური ზიანი, ქონებრივი ზიანი, ეკონომიკური ზარალი, ბრალდებული, ბრალდების შინაარსი, დაზარალებულის უფლებები
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 115-ე (თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა) მუხლებით გათვალისწინებული შემადგენლობები

სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 115-ე (თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე

ვრცლად

მოწმის უფლებები

მოწმის უფლებები

ვრცლად

მაკო გომურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღდეგ დავა დაიწყო

მაკო გომურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღდეგ დავა დაიწყო

ვრცლად

„სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები საკუთარ ბინებს დათქმულ ვადაში მიიღებენ

„სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები საკუთარ ბინებს დათქმულ ვადაში მიიღებენ

ვრცლად

მორალური ზიანი და კომპენსაციის პრობლემა სამართალში

მორალური ზიანი და კომპენსაციის პრობლემა სამართალში

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp