iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » თვითდახმარების ფარგლები სამოქალაქო სამართალში
იურიდიული სტატია

თვითდახმარების ფარგლები სამოქალაქო სამართალში

12-01-2023, 12:28 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 233 ნახვა
თვითდახმარების ფარგლები სამოქალაქო სამართალში

თვითდახმარების ფარგლები როგორც პირის დაცვის საშუალება სამოქალაქო კოდექსშიც არის ასახული, თუმცაღა მისი გამოყენება როგორც „უფლების“ დაკავშირებულია როგორც რისკთან, რომ პირის ქმედება არ გასცდეს დადგენილ ზღვარს, ასევე ზოგიერთ შემთხვევაში არაერთგვარონ შეხედულებებთან თვითონ ამ ფარგლებთან დაკავშირებით;

თვითდახმარების მუხლი სამოქალაქო კოდექსში გამოიყურება შემდეგი სახით: მუხლი 118. თუკი კომპეტენტური ორგანოების დახმარება დროულად ვერ უსწრებს და სწრაფი ჩარევის გარეშე არსებობს საფრთხე, რომ უფლება ვერ განხორციელდება, ან მისი განხორციელება არსებითად გართულდება, მაშინ მართლსაწინააღმდეგოდ არ ჩაითვლება იმ პირის მოქმედება, რომელიც თვითდახმარების მიზნით წაართმევს, გაანადგურებს ან დააზიანებს ნივთს, ან ამავე მიზნით შეიპყრობს ვალდებულ პირს, რომელიც შეიძლება მიიმალოს, ანდა აღკვეთავს ვალდებული პირის წინააღმდეგობას იმ მოქმედების მიმართ, რომელიც მას უნდა შეესრულებინა;

ანუ აღნიშნული მუხლი რამდენიმე ეტაპისგან (დისპოზიციისგან) შედგება რომელიც უნდა იყოს ერთდროული რათა თვითდახმარება მიჩნეულ იქნეს გამართლებულ საშუალებად, კერძოდ:

ა) თუკი კომპეტენტური ორგანოების დახმარება - ანუ კომპეტენტურ ორგანოში იგულისხმება აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურა იქნება ეს პოლიცია თუ მაგალითად აღსრულების ეროვნული ბიურო, რომლის უფლებაცაა აღნიშნული დახმარების გაწევა;

ბ) დროულად ვერ უსწრებს - ანუ კომპეტენტური ორგანოს ქმედება ვერ ახერხებს სწრაფი სერვისის მიწოდებას პირისათვის ამასთანავე ტერმინი „დროულობა“ ნიშნავს დროის მცირე მონაკვეთს;

გ) და სწრაფი ჩარევის გარეშე არსებობს საფრთხე - ანუ იმ დროის რომელიც მცირე მონაკვეთია ამ ქმედების განუხორციელებლობა უნდა იწვევდეს საფრთხეს. რაც შეეხება საფრთხეს მართალია ნორმაში მითითებული არ არის მაგრამ სავარაუდოდ საფრთხე უნდა იყოს მყისიერი და არა განგრძობადი;

დ) რომ უფლება ვერ განხორციელდება, ან მისი განხორციელება არსებითად გართულდება - მართალია ნორმაში მითითებულია უფლება მაგრამ როგორც თეორია უთითებს აღნიშნულ ტერმინში მოიაზრება მოთხოვნა ანუ ერთი პირის მოთხოვნა და მის საფუძველზე აღმოცენებული ასევე დამატებითი მოთხოვნები განუხორციელებლობა უნდა იყოს სახეზე ან/და მოთხოვნის შესრულების გართულება უნდა იყოს სახეზე, ანუ ქმედების გარეშე თავის მოთხოვნას ვერ ან ძალზედ გაუძნელდება პირს მოთხოვნის განხორციელება;

ე) მაშინ მართლსაწინააღმდეგოდ არ ჩაითვლება იმ პირის მოქმედება - ანუ ეს ა) ბ) გ) დ) გარემოებები თავისი ფაქტობრივი შემადგენლობებით უნდა იყოს სახეზე ერთდროულად და არა ცალ-ცალკე რათა პირის მიერ დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილება არ ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ, სხვა შემთხვევაში ერთი წინაპირობაც რომ აკლდეს გარემოებებს ქმედება ჩაითვლება მართლსაწინააღმდეგო ქმედებად;

ვ) რომელიც თვითდახმარების მიზნით წაართმევს, გაანადგურებს ან დააზიანებს ნივთს - ა) ბ) გ) დ) გარემოებები თავისი ფაქტობრივი შემადგენლობებით უნდა იყოს სახეზე რათა პირს მიეცეს უფლება წართმევის განადგურების ან/და დაზიანების ნივთის;

ვ.ა) ან ამავე მიზნით შეიპყრობს ვალდებულ პირს, რომელიც შეიძლება მიიმალოს - აღნიშნული წარმოადგენს უკვე მეორე ალტერნატივას რომელიც განსხავებულია ვ)-ში მითითებული ქმედებისგან;

ვ.ბ) ანდა აღკვეთავს ვალდებული პირის წინააღმდეგობას იმ მოქმედების მიმართ, რომელიც მას უნდა შეესრულებინა - აღნიშნული წარმოადგენს უკვე მესამე ალტერნატივას რომელიც განსხავებულია ვ)-ში მითითებული ქმედებისგან;

სამოქალაქო კოდექსი ადგენს თვითდახმარების ფარგლებს და უთითებს, რომ (სამოქალაქო კოდექსის 119 მუხლი) თვითდახმარების ფარგლები:

1. თვითდახმარება არ შეიძლება გასცდეს იმ ფარგლებს, რომლებიც აუცილებელია საფრთხის თავიდან ასაცილებლად (ანუ ფარგლები რომელიც დაადგინა 118 მუხლმა მხოლოდ იმ ფარგლებს უნდა ემსახურებოდეს თვითდახმარება, სხვა გარემოება ვერ მიიჩნევა გამართლების საფუძვლად);

2. ნივთის წართმევის შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ გაკეთდეს განცხადება ნივთზე ყადაღის დადების შესახებ ( ნივთის წართმევის შემთხვევაში ყადაღის განაცხადზეა საუბარი მაგრამ ამასთანავე ის უცილობელ უმოკლეს დროში უნდა იქნეს გადაცემული აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ან/და მიმართული სასამართლოსათვის რომ მასზე გავრცელდეს ყადაღა);

3. ვალდებული პირის შეპყრობის შემთხვევაში იგი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს სათანადო ორგანოებს ( აქ კი რა თქმა უნდა შემოდის საკითხი, რომ პირის დაკავება იყოს უკანასკნელი საშუალება და არა პირველად და ის დაკავების შემდგომ უნდა გადაეცეს ანუ გამოძახებულ იქნეს სამართალდამცავი ორგანოები და მათ კომპტენციის ფარგლებში უზრუნველყონ პირის ბრალეულობის დადასტურება);

თვითდახმარების განმხორციელებელი პირის მიერ ამ უფლების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებში სხვაგვარად შესაძლებელია სახეზე იყოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები (360 მუხლი. თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი);

შესაძლებელია თვითნებობა ასევე წარმოიშვას იმ დროს როცა პირი ახორციელებს საქმიანობას და მას კანონიდან გამომდინარე მინიჭებული აქვს მოვალის ქონებაზე გირავნობის უფლება, შესაბამისად გირავნობის უფლების გამო მას შესაძლებელია ამ ნივთის ფლობის უფლება მაგრამ ეს უნდა იყოს მოკლევადიანი და პირველივე შესაძლებლობისთანავე უნდა განახორციელოს ამ უფლების განხორციელება სასამართლოს გზით სხვაგვარად აქაც იგივე შედეგი შეიძლება დადგეს (იგულისხმება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები);

იმ შემთხვევაში თუ პირი შეცდება თავისი თვითდახმარების ფარგლებში ასეთ დროს, სამოქალაქო კოდექსი მას აკისრებს ზიანის ანაზღაურების უფლებას (მუხლი 120. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება პირი, რომელიც 118-ე მუხლში გათვალისწინებულ მოქმედებას განახორციელებს იმ მცდარი ვარაუდით, თითქოს ეს აუცილებელი იყო მართლსაწინააღმდეგო მოქმედების თავიდან ასაცილებლად, ვალდებულია მეორე მხარეს აუნაზღაუროს ამ დროს წარმოშობილი ზიანი);

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: tvitdaxmareba, tvitdaxmarebis farglebi, samoqalaqo samartali, piris dacvis sashualeba, თვითდახმარება, თვითდახმარების ფარგლები, სამოქალაქო სამართალი, პირის დაცვის საშუალება, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ფარული ჩანაწერი

ფარული ჩანაწერი

ვრცლად

რა შემთხვევაში არ ჩაითვლება ქმედება მართლსაწინააღმდეგოდ?

რა შემთხვევაში არ ჩაითვლება ქმედება მართლსაწინააღმდეგოდ?

ვრცლად

პირისათვის განმეორებით დაკავებისა და მსჯავრდების აკრძალვა

პირისათვის განმეორებით დაკავებისა და მსჯავრდების აკრძალვა

ვრცლად

არასრულწლოვნის მიერ დადებული ხელშეკრულება

არასრულწლოვნის მიერ დადებული ხელშეკრულება

ვრცლად

მოსამართლის აცილება

მოსამართლის აცილება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp