iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » რა შემთხვევაში არ ჩაითვლება ქმედება მართლსაწინააღმდეგოდ?
იურიდიული სტატია

რა შემთხვევაში არ ჩაითვლება ქმედება მართლსაწინააღმდეგოდ?

29-11-2022, 14:08 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სისხლის სამართალი 235 ნახვა
რა შემთხვევაში არ ჩაითვლება ქმედება მართლსაწინააღმდეგოდ?

მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. აღნიშნულ ნორმას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი აწესრიგებს.

მაგალითად, როდესაც პირს იარაღს უმიზნებენ მოსაკლავად და თავისი სიცოცხლის გადასარჩენად იძულებული გახდება ხელმყოფს დაუზიანოს ჯანმრთელობა ან მისი დაპირისპირების შესაბამისად მოუსპოს კიდეც სიცოცხლე.

აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს, იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას.

ხელმყოფის დაზიანება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფით წართმეული ქონების ან სხვა სამართლებრივი სიკეთის დასაბრუნებლად მართლზომიერია იმ შემთხვევაშიც, თუ ეს მოხდა უშუალოდ ხელმყოფის ხელში ამ სიკეთის გადასვლისთანავე და თუ მისი დაუყოვნებლივ უკან დაბრუნება ჯერ კიდევ შეიძლებოდა.

აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან. თუ პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან მისი ქონების დაცვა, გადარჩენა შესაძლებელია აღნიშნულისთვის სათანადო ფარგლებით, რაც შესაბამისობაშია თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან, სახეზე არ გვექნება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება. მაგალითად, როდესაც პირმა იცის, რომ სათამაშო იარაღით ემუქრებიან და ხელმყოფს თავში ჩაარტყამს მძიმე საგანს, შესაძლოა დავასაბუთოთ, რომ ამ შემთხვევაში დამცველმა გადააცილა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს.

მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ხელისუფლების ორგანოში წარსადგენად შეიპყრობს დამნაშავეს საამისოდ აუცილებელი ზომის გადაუცილებლად. შესაბამისად შეპყრობის ფარგლები არის ის, რაც განმსაზღვრელია მართლსწინააღმდეგოდ მოქმედებისათვის.

დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილება ნიშნავს ამ ზომის აშკარა შეუსაბამობას შესაპყრობი პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან და შეპყრობის გარემოებებთან.

მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენს უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, ესე იგი ვინც სხვას დააზიანებს იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ემუქრებოდა თვით დამზიანებლის ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს, თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა სხვა საშუალებით და თუ დაზიანებული სიკეთე ნაკლებმნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გადარჩენილი სიკეთე. მაგალითისთვის, თუ ქურდი შეეცდება პირს მოპაროს ხელჩანთა, რისთვისაც ჩანთის მეპატრონე ქურდს ჯანმრთელობის ისეთ დაზიანებას მიაყენებს, რომ ქურდი გარდაიცვლება. ამ შემთხვევაში ქონებრივი სარგებელი დაუშვებელია დავაყენოთ სიცოცხლეზე მაღლა.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: martlsawinaagmdego qmedeba, sisxlis samartali, sisxlis samartlis danashauli, xelmyofi, martlwinaagmdegobis gamomricxveli garemoebebi, მართლსაწინააღმდეგო ქმედება, სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის დანაშაული, ხელყოფა, მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ბრალის გამომრიცხველი გარემოებები

ბრალის გამომრიცხველი გარემოებები

ვრცლად

სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 115-ე (თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა) მუხლებით გათვალისწინებული შემადგენლობები

სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 115-ე (თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე

ვრცლად

სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფის დახმარება-ზნეობრივი მოვალეობა თუ სამართლებრივი ვალდებულება

სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფის დახმარება-ზნეობრივი მოვალეობა თუ სამართლებრივი

ვრცლად

არასწორი სამედიცინო დიაგნოზით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

არასწორი სამედიცინო დიაგნოზით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

ვრცლად

თხოვების ხელშეკრულება

თხოვების ხელშეკრულება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp