iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » მოსამართლის აცილება
იურიდიული სტატია

მოსამართლის აცილება

11-01-2023, 17:21 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 303 ნახვა
მოსამართლის აცილება

„მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონს“ საქმეზე ას-932-872-2017 (2017 წლის 17 ოქტომბერი, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ "ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციაზე, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (სუსგ №ას-302-285-2017, 16.06.2017);

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი სახის განჩინება ან გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს კანონს და კონსტიტუციას, რაც შეეხება აღნიშნულ დანაწესს ეს ფართო განმარტების საგანია რაც ნიშნავს, რომ მხარისათვის კანონი ვერ უნდა იქცეს დაბრკოლებად თუ მისი უფლება დარღვეულია, კანონის მიზანი არის არა ის, რომ სასამართლომ ფორმალური თვალსაზრისით უარის თქვას სარჩელის მიღებაზე/გადაწყვეტილების გამოტანაზე/მოსამართლის აცილებაზე, არამედ მან აღნიშნული მხოლოდ მაშინ უნდა განახორციელოს თუ სასარჩელო მოთხოვნა ანდა სადავოდ ქცეული უფლების აღდგენა უკეთესი საშუალებით შეუძლია. სასამართლო დავას არ იხილავს მხოლოდ იმის გამო, რომ კანონი მას ავალდებულებს არამედ იმიტომაც იხილავს, რომ ნებისმიერის უფლება იქნეს უზრუნველყოფილი მიმართოს სასამართლოს.

იმ შემთხვევაში თუ პირს სურს აიცილოს მოსამართლე პირველი საკითხია მან მიუთითოს საფუძველი რომელიც მას აძლევს ამ საშუალებას კერძოდ კონკრეტული ნორმა ანუ ფაქტობრივი გარემოება რომელიც სახეზეა (ფესიბუქზე საერთო მეგობარი ან/და ფესიბუქ მეგობრობა არ არის აცილების საფუძველი ისევე როგორც მაგალითად ნათლი-მირონობა, კურსელობა, მეზობლობა და ა.შ. აცილების საფუძველი არის ამომწურავი თუმცაღა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლოს თავს იზღვევს და წინასწარ აცხადებს მაგალითად ნათელ-მირონობის შესახებ რადგანაც სხვა საკითხია უკვე არის თუ არა ეს კავშირი კანონისთვის ნათესაობა). აცილებასთან დაკავშირებით პირველი მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ მოსამართლემ უნდა გააკეთოს თვითაცილება თუ სახეზე არის აცილების საფუძვლები ხოლო მეორე საკითხია როცა მხარე მიმართავს სასამართლოს. მხარე როცა კი მიმართავს სასამართლოს რათა მან აიცილოს მოსამართლე აუცილებელია ეს იყოს წერილობითი ფორმის, არგუმენტირებული და ის უნდა გაკეთდეს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დროს (სამოქალაქო სპროცესო კოდექსის 33 მუხლი);

მას შემდგომ რაც უკვე მხარემ მიმართა სასამართლოს აცილების თაობაზე სასამართლოს უფლება აქვს მოუსმინოს მხარეს ხოლო შემდგომ უკვე მოსამართლე აღნიშნული შესახებ განჩინებას იღებს ადგილზევე ან/და სათათბირო ოთახში (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 34 მუხლი 1 და 2 ნაწილი). ეხლა კი ყველაზე საინტერესო სწორედ აცილების გადაწყვეტის დროს შეიძლება იყოს რადგანაც: - თუ აცილება განუცხადეს მოსამართლეს, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს საქმეს, აცილების საკითხს წყვეტს თვით ეს მოსამართლე. - თვითაცილების შემთხვევაში მოსამართლე საქმეს გადასცემს სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას განსახილველად გადასცემს სხვა მოსამართლეს.

მხარეს რომელსაც „ეჭვი“ აქვს, რომ არსებობს მოსამართლის აცილების საფუძველი და აღნიშნულის შესახებ აყენებს შუამდგომლობას მოსამართლის წინაშე თვითონ ეს მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას აიცილოს თუ არა აღნიშნული საქმე, ანუ კიდევ უფრო, რომ გავამარტივოთ პირმა რომელმაც უნდა განიხილოს თქვენი საქმე აღნიშნულმა პირმა არ განახორციელა თვითაცილება და მასვე უნდა დაუმტკიცოთ, რომ არსებობს აცილების საფუძველი ხოლო გადაწყვეტილებას ისევ ეს მოსამართლე იღებს.

მოსამართლემ უნდა უზრუნველყოს რომ მისი ქცევა როგორც სასამართლოში, ასევე მის გარეთ იცავდეს და ამაღლებდეს მოსამართლის და სასამართლოს მიუკერძოებლობის მიმართ ნდობას, როგორც საზოგადოების, ასევე იურიდიული პროფესიების და მხარეების მხრიდან (სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპები) სამოსამართლო მოვალეობის შესრულებისას მოსამართლე თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი წინასწარ შექმნილი აზრის ან შეხედულებისაგან. იგი უნდა მოერიდოს ისეთ ქცევას, რომელსაც პროცესის მონაწილენი ან საზოგადოება აღიქვამს წინასწარ შექმნილ შეხედულებად (საქართველოს სამოსამართლო ეთიკის წესები) აღნიშნული დანაწესები მოსამართლეს ზღუდავენ მისივე „თავისაგან“ ანუ მოსამართლე რომელიც უნდა იყოს კანონიერებისა და სამართლიანობის გარანტი, აღნიშნულის განხორციელების მიზნით მის საქმიანობის ისეთი სახით უნდა ემსახუროს, რომელიც გამოურიცხავს მხარეებს ნებისმიერი წინასწარ შეხედულებას. წინასწარი შეხედულება შესაძლებელია იყოს შეფასებითი კატეგორია.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: mosamartle, mosamartlis acileba, acilebis safudzvlebi, acilebis shesaxeb gadawyvetileba, მოსამართლე, მოსამართლის აცილება, აცილების საფუძვლები, აცილების შესახებ გადაწყვეტილება, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოშ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


სასამართლოსთვის მიმართვის უფლება

სასამართლოსთვის მიმართვის უფლება

ვრცლად

ესე - სასამართლოს გადაწყვეტილება გიორგი ქებურიას მოთხოვნის შესახებ

ესე - სასამართლოს გადაწყვეტილება გიორგი ქებურიას მოთხოვნის შესახებ

ვრცლად

სასამართლოს დამოუკიდებლობა, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის გარანტია

სასამართლოს დამოუკიდებლობა, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის გარანტია

ვრცლად

წარმატებით დასრულებული საქმე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წინააღმდეგ

წარმატებით დასრულებული საქმე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს

ვრცლად

სამართლისა და პოლიტიკის გამიჯვნა კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელებისას

სამართლისა და პოლიტიკის გამიჯვნა კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელებისას

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp