iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი / სტატიები » საქართველოს საგადასახადო რეზიდენტობის მოპოვების გზები
იურიდიული სტატია

საქართველოს საგადასახადო რეზიდენტობის მოპოვების გზები

7-04-2023, 14:41 ადვოკატი / სტატიები / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / საგადასახადო ადვოკატი 412 ნახვა
საქართველოს საგადასახადო რეზიდენტობის მოპოვების გზები

საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, საქართველოს რეზიდენტად, მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში, ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც:

ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღის განმავლობაში ან მეტ ხანს, ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში, რომელიც მთავრდება მიმდინარე საგადასახადო წელს;

არის მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირი;

ფიზიკური პირი, რომელიც ამ საგადასახადო წლის განმავლობაში იმყოფებოდა უცხო ქვეყანაში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში.

განვიხილოთ, რა ითვლება მნიშვნელოვან ქონებად.

ფიზიკური პირი, რომლის დადასტურებული ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს ან რომლის წლიური შემოსავალი ბოლო 3 წლის განმავლობაში აღემატება 200 000 ლარს,ითვლება მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილად. მას საქართველოს საგადასახადო რეზიდენტობა ენიჭება იმ შემთხვევებში, თუ:

გააჩნია საქართველოს ბინადრობის ნებართვა / საქართველოს მოქალაქეობა;

იღებს შემოსავალს საქართველოში არსებული წყაროდან საგადასახადო წლის განმავლობაში 25 000 ლარის ან მეტი ოდენობით.

მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირისთვის საქართველოს რეზიდენტობის მისანიჭებლად წარსადგენია დოკუმენტები:

პირადობის/ბინადრობის მოწმობა და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ფიზიკური პირის ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს ან მისი წლიური შემოსავალი ბოლო 3 წლის განმავლობაში აღემატება 200 000 ლარს.

მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირებისთვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების შესახებ განცხადებას განიხილავს შემოსავლების სამსახური, ხოლო საქართველოს რეზიდენტობის მინიჭებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ერთი თვის ვადაში.

საქართველოს საგადასახადო რეზიდენტის ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის სტანდარტული განაკვეთი 20%-ია.

საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი (მათ შორის, სარგებელი), რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს.საქართველოს საგადასახადო რეზიდენტობა, პირის სხვა ქვეყანაში დაბეგვრის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ პირს გააჩნია საქართველოსგან განსხვავებული საცხოვრებელი ადგილი.

საქართველოს რეზიდენტობა ენიჭება პირს ყოველი საგადასახადო წლისთვის ცალ-ცალკე. ამიტომ, ყოველ განმეორებით მოთხოვნაზე ხელახლა ხდება საჭირო კანონით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენა.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ვინ ითვლება საქართველოს რეზიდენტად?

ვინ ითვლება საქართველოს რეზიდენტად?

ვრცლად

რა განსხვავებაა საგადასახადო რეზიდენტობასა და საქართველოს ბინადრობის ნებართვას შორის?

რა განსხვავებაა საგადასახადო რეზიდენტობასა და საქართველოს ბინადრობის ნებართვას შორის?

ვრცლად

რა არის საშემოსავლო გადასახადი და რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს კანონი მასთან დაკავშირებით?

რა არის საშემოსავლო გადასახადი და რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს კანონი მასთან

ვრცლად

საგადასახადო შეღავათები, რომლებიც 2026 წლამდე გაგრძელდება

საგადასახადო შეღავათები, რომლებიც 2026 წლამდე გაგრძელდება

ვრცლად

მცირე მეწარმეობის სტატუსი

მცირე მეწარმეობის სტატუსი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp