iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » საგადასახადო შეღავათები, რომლებიც 2026 წლამდე გაგრძელდება
იურიდიული სტატია

საგადასახადო შეღავათები, რომლებიც 2026 წლამდე გაგრძელდება

12-12-2022, 17:40 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / საგადასახადო დავები / საგადასახადო ადვოკატი / სიახლე 227 ნახვა
საგადასახადო შეღავათები, რომლებიც 2026 წლამდე გაგრძელდება

საშემოსავლო გადასახადში, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ფიზიკური პირებისთვის და ასევე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის მოგების და ქონების გადასახადში საგადასახადო შეღავათები სამი წლის ვადით 2026 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება. შესაბამისი ცვლილებები „საგადასახადო კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ 2026 წლის პირველ იანვრამდე საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრისგან გათავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის/საწარმოს მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება.

ცვლილებებით კონკრეტდება, რომ სამი წლით გადავადდება აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასებისთვის ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის შეღავათიც. ასევე სამი წლით გადავადდება რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის დადგენილი საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლების შეღავათი.

პროექტის შესაბამისად, 2026 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება იმპორტის გადასახადში არსებული შეღავათიც, რომელიც შეეხება თამბაქოს ნედლეულის იმპორტს.

ფიზიკური პირისთვის ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განიხილება მოკლე ვადით გაცემისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი ადგილის ფართობი, ხოლო განაკვეთი განისაზღვრება დაბეგვრის ობიექტის (ოთახის) მიხედვით და შეადგენს კალენდარულ თვეში 10 ლარს ერთ კვადრატულ მეტრზე. ამასთან, პროექტით, 2024 წლის პირველ იანვრამდე გადავადდება სადაზღვევო ორგანიზაციის მოგების გადასახადით დაბეგვრის ესტონურ მოდელზე გადასვლის დებულებები და მისთვის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი იქნება სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: sagadasaxado shegavati, sagadasaxado shegavatis gaxangrdzliveba, sashemosavlo gadasaxadi, fizikuri piri, damsaqmebeli, dasaqmebuli, gadasaxadis gadamxdeli, საგადასახადო შეღავათი, საგადასახადო შეღავათის გახანგრძლივება, საშემოსავლო გადასახადი, ფიზიკური პირი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რა არის საშემოსავლო გადასახადი და რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს კანონი მასთან დაკავშირებით?

რა არის საშემოსავლო გადასახადი და რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს კანონი მასთან

ვრცლად

დამტკიცდა საერთაშორისო კომპანიის მიერ განაწილებული მოგების დაბეგვრა N 2658 ფაქტობრივი გარემოებები

დამტკიცდა საერთაშორისო კომპანიის მიერ განაწილებული მოგების დაბეგვრა N 2658 ფაქტობრივი

ვრცლად

დამტკიცდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული შემოსავლების დაბეგვრა N1513

დამტკიცდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული შემოსავლების დაბეგვრა N1513

ვრცლად

ფიზიკური პირის ქონების გადასახადი

ფიზიკური პირის ქონების გადასახადი

ვრცლად

როგორ გავიფორმოთ თვითნებურად და არათვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი?

როგორ გავიფორმოთ თვითნებურად და არათვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp