iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » მცირე მეწარმეობის სტატუსი
იურიდიული სტატია

მცირე მეწარმეობის სტატუსი

15-02-2023, 16:46 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი 441 ნახვა
მცირე მეწარმეობის სტატუსი

მცირე მეწარმეობა, ისევე როგორც მიკრო მეწარმეობა, წარმოადგენს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის სახეობას, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ზოგადად ფიზიკური პირი საშემოსავლო გადასახადს იხდის 20%-იანი განაკვეთით, მცირე მეწარმის სტატუსის მოპოვების შემთხვევაში მისი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 1%-მდე შემცირდება.

მეწარმე ფიზიკური პირი უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს შემოსავლების სამსახურს, რომელიც გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს.

იმისთვის,რომ მეწარმე ფიზიკურ პირს გადაეცეს მცირე ბიზნესის სერთიფიკატი,საჭიროა ამ სამი პირობის დაკმაყოფილება:

1. ფიზიკური პირი რეგისტრირებული იყოს ინდ.მეწარმედ; 2. მეწარმის მიერ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული სარგებელი არ იყოს მეტი 500 000 ლარისა ; 3. პირის საქმიანობა ნებადართული იყოს მთავრობის მიერ დადგენილი კანონით.

მცირე ბიზნესის სტატუსს არ მიანიჭებენ მეწარმეს თუ : 1. აწარმოებს აუქციზურ საქონელს 2.პერსონალით უზრუნველყოფილია 3. სათამაშო ბიზნესს იწყებს 4. სავალუტო ოპერაციებს ანხორციელებს 5. სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობაა 6. საჭიროებს ნებართვას ან ლიცენზირებას 7.საქმიანობა მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციას.

დაბეგვრა :

მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით.

თუ მეწარმის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა, დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით.მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.

არსებობს შემოსავლის სახეები,რომლებიც არ იბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით : 1. სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგება; 2. ქონების იჯარით გაცემა; 3. სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი; 4. ჩუქება; 5. ნამეტი შემოსავალი; 6. მემკვიდრეობით მიღებული ქონება; 7. დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი; 8. პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი; 9. როიალტის სახით მიღებული შემოსავალი; 10. ვალის პატიებით მიღებული შემოსავალი ; 11. პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული ნამეტი.

თუ პირი : კალენდარული წლის განმავლობაში არანაკლებ 3-ჯერ დაჯარიმდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის; ახორციელებს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საქმიანობას;ამ მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს კალენდარული წლის დასრულებამდე მიმართა;ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა, მას მცირე ბიზნესის სტატუსი გაუუქმდება.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


დამტკიცდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული შემოსავლების დაბეგვრა N1513

დამტკიცდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული შემოსავლების დაბეგვრა N1513

ვრცლად

რუსთავის ციხის მსჯავრდებულებს მიკრო ბიზნესის სტატუსი მიენიჭათ

რუსთავის ციხის მსჯავრდებულებს მიკრო ბიზნესის სტატუსი მიენიჭათ

ვრცლად

რა არის საშემოსავლო გადასახადი და რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს კანონი მასთან დაკავშირებით?

რა არის საშემოსავლო გადასახადი და რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს კანონი მასთან

ვრცლად

დამტკიცდა საერთაშორისო კომპანიის მიერ გაცემული ხელფასის დაბეგვრა N 2429

დამტკიცდა საერთაშორისო კომპანიის მიერ გაცემული ხელფასის დაბეგვრა N 2429

ვრცლად

დამტკიცდა სტაჟიორის მიერ მიღებული შემოსავლის ხელფასად განხილვა N 2428

დამტკიცდა სტაჟიორის მიერ მიღებული შემოსავლის ხელფასად განხილვა N 2428

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp