Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

თუ მშენებარე კორპუსში ბინის შეძენას აპირებ

თუ მშენებარე კორპუსში ბინის შეძენას აპირებ


 

  1. საჯარო რეესტრში ინფორმაციის გადამოწმებით დარწმუნდით, რომ ასაშენებლი ობიექტი ნამდვილად გამყიდველს ეკუთვნის.

  2. მშენებლობის დაფინანსების წყარო

  3. არის თუ არა მშენებლობა დაზღვეული

  4. მშენებლობის ნებართვა,  მოითხოვეთ ასაშენებელი ბინის დოკუმენტაცია

  5. დაადგინეთ, რამდენად შეესაბამება მშენებლობა საკანონმდებლო ნორმებს, ხომ არ ემუქრება მშენებლობას შეჩერება კანონის დარღვევისათვის

პრაქტიკაში გვაქვს სიტუაციები, როდესაც ვხედავთ, რომ ადამიანები არ აქცევენ ყურადღებას ბინის იურიდიულ მდგომარეობას. ეს ძირითადად ახალაშენებულ შენობებს ეხება. არის შემთხვევები, როცა ბინა არ იყო ექსპლუატაციაში მიღებული, შესაბამისად მისი უფლებრივი მდგომარეობის დარეგისტრირება იყო შეუძლებელია, შედეგად მივიღებთ იმას, რომ ერთი ბინა შეიძლება რამდენჯერმე გაიყიდოს არაკეთილსინდისიერი პიროვნების ან ორგანიზაციის მიერ.

 

პირველი უმნიშვნელოვანესი საკითხი ყველანაირ გარიგებაში - ნასყიდობაშიც, ქირავნობაშიც და იპოთეკაშიც არის ის, რომ გავეცნოთ ჩვენს უფლებებს და ქონების უფლებრივ მდგომარეობას. საჯარო რეესტრის საშუალებით შეგვიძლია დავადგინოთ ვის მფლობელობაშია ბინა, ჩვენი რჩევა იქნება ყოველთვის განაახლოთ ამონაწერი რისკების თავიდან ასაცილებლად, რადგან შესაძლებელია რომ ბინის მფლობელი შეიცვალა და ამომაწერი არ არის განახლებული. 

 

მეორე უმნიშვნელოვანესი საკითხია ხელშეკრულება, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო როდესაც   ბინა (ქონება) ან არ არის დასრულებული, ან მის გაყიდვასთან დაკავშირებით ძველ მფლობელთან ახალ მყიდველს კიდევ რაღაც უფლებები რჩება.

 

სამშენებლო კომპანიები იყენებენ ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, რაც ნიშნავს: წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა.

 

ამიტომ, ყურადღებით წაიკითხეთ ხელშეკრულება და ეცადეთ შეარჩიოთ თქვენთვის მისაღები შემოთავაზება. 


ძირითადი რისკები:


  • ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია არარელევანტური ოდენობის ჯარიმები, პირგასამტეხლოები და სხვა სანქციები.

  • ფაქტობრივად შეუძლებელია ხელშეკრულების მოშლა, ანუ შეწყვეტა.

  • შეწყვეტის შემთხვევაში, თანხის დაბრუნება თეორიულად დასაშვებია მხოლოდ აღნიშნული ბინის სხვა მყიდველზე რეალიზაციის შემდეგ.

  • დასაშვებია სამშენებლო კომპანიის მხრიდან შესრულების ("ჩაბარების") ვადის გადაცილება. 

  • გაურკვეველია რა პასუხისმგებლობა ეკისრება მშენებლობის დასრულების შემდგომ შენობის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით.


მესამე მნიშვენლოვანი საკითხი არის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა. 

ხშირად ორგანიზაციებს აქვთ ფარული დავალიანებები, რომელიც არ ჩანს, ამაზე წვდომა მომხმარებელს არ აქვს. ხშირია  შემთხვევები, როცა მშენებარე კომპანიისგან ბინის შეძენის შემთხვევაში, სამშენებლო კომპანიის მთლიანი ვალდებულება გავრცელდება ხოლმე ფიზიკურ პირებზე , ამიტომ სიფრთხილეა საჭირო.

  

რაც შეეხება მეორად ბინებს, არც აქ ვართ დაზღვეულები დაფარული დავალიანებებისაგან, შეიძლება იყოს კერძო დავალიანებები, როდესაც ადამიანებს აქვთ მესამე პირთან დავა  სასამართლოში, ანდა საოჯახო მემკვიდრეობითი დავები შეიძლება არსებობდეს ამა თუ იმ ქონებაზე. ამიტომ ვიდრე თანხას გადაიხდით აუცილებლად უნდა შეამოწმოთ საჯარო რეესტრში ინფორმაცია და წინასწარ თანხის გადაცემა რისკების შემცველია.

 

ემიგრაციაში მყოფ ქართველებს კი მინდა გისურვოთ, ახალი წელი ახალი შენაძენით სამშობლოში და საყვარელ ადამიანებთან ერთად გაგეტარებინოთ.


 

გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება სამშენებლო კომპანიებთან ურთიერთობისას.

 

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები