Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

რა უნდა ვიცოდეთ ბინის ყიდვისას

რა უნდა ვიცოდეთ ბინის ყიდვისას


ყველა იურიდიული საკითხი რაც  აუცილებლად უნდა იცოდეთ უძრავი ქონების შეძენისას
უძრავი ქონების შეძენისას ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინება და დიდი დაკვირვება  გვმართებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, ფინანსური ზარალიც ვნახოთ და ძალიან დიდ უსიამოვნებაშიც გავეხვიოთ.

რა უნდა გავითვალისწინოთ ბინის, ან კომერციული ფართის შეძენისას? – ამ საკითხზე იურისტი ნათია ნაკაშიძე გვესაუბრა.

ქონების შეძენისას, გადაფორმების ანუ ქონების რეგისტრაციის დროს, შესაძლებელია აღმოჩნდეს,რომ:
1. უძრავ ქონებაზე ფიქსირდება საჯარო სამართლებრივი შეზღუდვები,ყადაღა,აკრძალვა, რეგისტრაციის აკრძალვა და საგადასახადო გირავნობა და სხვა...
2. უძრავი ქონების მესაკუთრე ფიქსირდება მოვალეთა რეესტრში.
3.უძრავი ქონება დატვირთულია რაიმე უფლებით ან ვალდებულებით: იპოთეკა,იჯარა,აღნაგობა,სერვიტუტი და ა.შ
4.ქონებას ასხვისებს არაუფლებამოსილი პირი.
თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი ბინის შეძენისას

მაგ:ძველი ბინის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ ბინის  სამართლებრივი მდგომარეობაც რა მდგომარეობაშია ყიდვის მომენტში?! ხომ არ არის გასული ექსპლუატაციის ვადა?! რამდენად ვარგისია საცხოვრებლად და მთელი რიგი სამართლებრივი საკითხებია გასარკვევი და დასაზუსტებელი,გამოსათხოვია ინფორმაციები და სწორად დასამუშაბელია იურისტის მიერ.

როგორ კორპუსში უნდა შევიძნოთ?
ბინის შეძენა ნებისმიერი ოჯახის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენაა - ახალი ბინა ნიშნავს ახალ უფრო კომფორტულ, სასიამოვნო გარემოში ცხოვრებას.
ასეთ დროს ადამიანი არჩევანის წინაშე დგას: ბინა ახალაშენებულ კორპუსში შეიძინოს თუ ძველში. პრაქტიკაში ახალაშენებულს ანიჭებენ უპირატესობას.

რა უნდა შეამოწმოთ ბინაში,რომელსაც ყიდულობთ?
1. ხომ არ არის დამსკდარი კედლები
2.ჩამოიარეთ ყველა სართული
3.ადით სახურავზე
4. ჩადით სარდაფში
5. შეამოწმეთ ბინა წვიმიან ამინდშიც
6. ყურადღება მიაქციეთ ლიფტს,  ეზოში საპარკინგე ადგილს, გამწვანებას მის მოპირკეტებას და ა. შ.

რა უნდა გაითვალისწინოთ თუ ბინას მშენებარე კორპუსში ყიდულობთ?
თაღლითური სქემის მსხვერპლი, რომ არ გახდეთ  საქართველოში ხშირია,როდესაც ფულის შოვნის მიზნით ესა თუ ის პირები სამშენებლო კომპანიას აფუძნებენ, ბინის იაფად აშენების პირობას იძლევიან, იზიდავენ კლიენტებს, წინასწარ ახდევინებენ ბინის ღირებულების დიდ ნაწილს, ხოლო შემდეგ კი ან საერთოდ აღარ ასრულებენ კორპუსის მშენებლობის ვალდებულებას ან თუ აშენებენ ნაცვლად მაგალითად ათი სართულისა, მოსაჩვენებლად მხოლოდ ორი-სამი სართული შეიძლება ააშენონ, ხოლო თანხა კი მიითვისონ პრაქტიკაში გვქონია შემთხვევები ჰაერის რამდენიმე პირზე გადაყიდვის ისე, რომ მყიდველს ეგონა ერთადერთი იყო და ეს ადამიანები იურისტთან რომ მისულიყვნენ, თუნდაც მხოლოდ კონსულტაციაზე და ხელშეკრულების გაფორმებაზე ასეთი რისკი დაზღვეული იქნებოდა სამართლებრივი გზებით და აღარ იქნებოდნენ თაღლითობის მსხვერპლი ...

როგორ უნდა შევარჩიოთ სახლი,რომ არ მოვტყუვდეთ?
რამდენად შეესაბამება დოკუმენტებით და რეალურად მესაკუთრის უძრავი ქონების ადგილი მის მიერ წარმოდგენილს,გადაამოწმეთ ხომ არ არის უკანონო მშენებლობა. აუცილებლად გადაამოწმეთ სამართლებრივად და ამისათვის მიმართეთ იურისტს და არა სხვა პირს.

როგორ შევამოწმო უძრავი ქონება? 
ევროპაში ბინის შეძენისას ყოველთვის მიმართავენ იურიდიული განათლების მქონე პირებს და საკუთრების იურისტი ეხმარება მათ სწორად ყიდვის,ქირის,იჯარის  ან იპოთეკის პროცესში,ვინაიდან არც ისე ხშირად ყიდულობს ადამიანი უძრავ ქონებას და საკმაოდ დიდ ხარჯებს წევს ახალი ბინის შესაძენად პრაქტიკაში ჩამოყალიბდა მაღალი სამართლებრივი თვითშეგნება და ერთჯერადი იურიდიული მომსახურეობით თავს იზღვევენ დამატებითი პრობლემებისა და რისკებისგან,რაც უკვე საქართველოშიც მკვიდრება.

თუ შეღავათიანი ფასის გამო ბინის ყიდვა მშენებარე კორპუსში გადაწყვიტეთ, ჯერ უნდა გაარკვიოთ სამშენებლო კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, ხომ არა აქვს მას ვალდებულებები სახელმწიფოსთან, ასევე კერძო იურიდიულ ან ფიზიკურ პირებთან. უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ცნობილ და ძლიერ კომპანიებს. კარგად უნდა გაარკვიოთ, აქვს თუ არა კომპანიას აშენებული სხვა ობიექტები, ან რამდენად კმაყოფილები არიან მისი კლიენტები. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ენდოთ სამშენებლო კომპანიას და ბინის აშენება დაუკვეთოთ. ეს იქნება კერძო სახლი, თუ კორპუსის ბინა და ა.შ რაშიც შეგვიძლია დაგეხმაროთ ბინის ყიდვამდე აუცილებელია დაუკავშირდეთ იურისტს და გაიაროთ მინიმუმ იურიდიული კონსულტაცია  რაც დაგეხმარებათ სამართლებრივი რისკების შეფასებაში და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების ცვლილების/შედგენასა და წარმომადგენლობაში მშენებარე კომპანიასთან და მარეგისტრირებელ ორგანოებთან, რაც ჩვენთან ძალიან იაფი და მიიღეთ საჩუქრად სრული მომსახურეობა ამით გაძლევთ შანსს თავიდანვე აირიდოთ არასასიამოვნო პრობლემები და შეიძინოთ სწორად საკუთრება კანონის ფარგლებში ...

ნებისმიერი ბინის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ არის - მშენებლობის ხარისხი. აუცილებლად გაარკვიეთ, აკმაყოფილებს თუ არა საცხოვრებელი კორპუსი იმ სტანდარტებს, რომლებიც ადამიანთა უსაფრთხოებას ემსახურება,არის ძალიან ბევრი დეტალი,რომლის გაანალიზება და სწორად შეფასება სამართლებრივად უნდა მიანდოთ მხოლოდ იურისტს,რადგან მას აქვს სპეციფიური სიღრმისეული  ცოდნა,როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული რაც აგარიდებთ შემდგომში რისკებს და სასამართლო დავებს. 

დაგეხმარებით ნებისმიერი სირთულის საქმეზე

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები