Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
598 419 416
iuristi.com

როგორ დავიცვათ თავი თაღლითი მდგმურისგან - ნაწილი 1

როგორ დავიცვათ თავი თაღლითი მდგმურისგან  -  ნაწილი 1


როგორ დავიცვათ თავი თაღლითი მდგმურისგან და როგორ დავიცვათ საკუთრება (ნაწილი 1)


საქართველოს საცხოვრებელი ფართების გაქირავების ბაზარი წლიდან‑წლამდე იზრდება, თუმცა სამართლებრივ გარანტიებთან ერთად პრობლემების რისკიც მატულობს. უძრავი ქონების მფლობელებს ხშირად უწევთ დაპირისპირება მდგმურებთან, რომლებიც ქირას ვერ ან უარეს შემთხვევაში არ-იხდიან, ხოლო ბინის გამოთავისუფლებას სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდება და აღნიშნული გადაწყვეტილებების მოლოდინში წელიწადზე მეტად შესაძლოა გაგრძელდეს.


დღეს მეპატრონეების უმთავრესი გამოწვევები გადასახადების არგადახდა, ბინაში თვითნებური ცვლილებები და ხანგრძლივად გაჭიანურებული გამოსახლების პროცედურაა. ქვემოთ აღვწერთ, რა არის ამ სირთულეების სამართლებრივი საფუძლები, როგორ დავამზადოთ დაცვითი „ფარი“ ხელშეკრულების სათანადო ფორმით.


1. რატომ არის ხშირად ხელშეკრულება ხშირად უსუსური?

„ხშირ შემთხვევებში, მესაკუთრეების მხრიდან თანხის დაზოგვის მიზმით ხელშეკრულებები შედგენილია შაბლონით, ხოლო რეალური რისკები უგულებელყოფილია.“ მაგალითად: გახსენით ნებისმიერი ონლაინ-ნიმუში და ნახავთ, რომ საუბრობს ზუსტად ერთ საკითხზე - ქირის ოდენობაზე. თუმცა არ არის დეტალური აღწერა ქონების, არც სადეპოზიტო თანხა, არც პირგასამტეხლო და არც მესამე პირისთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა. მაშინ, როცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აღნიშნულის გაწერის შესაძლებლობას იძლევა. 


2. „ხელშეკრულების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.“ თუ ერთ წლამდე ვადით აქირავებთ, რეგისტრაცია სავალდებულო არ არის, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მეიჯარეებს ურჩევთ ექვსთვიანი ხელშეკრულებაც დაარეგისტრირონ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რადგან იურიდიულად უფრო ადვილად შეძლებთ დაამტკიცოთ კონტრაქტის არსებობას.


ნაბიჯი რისი თავიდან აცილება შეუძლია?

1. იდენტობისა და შემოსავლების შემოწმება (სამუშაო დადასტურება, საბანკო ამონაწერი)


„ბარათი გამებლოკა, ვერ გადმორიცხავ“-სგან დაცვა

2. სადეპოზიტო თანხა – 2–3 თვის ქირა


დაზიანებული ქონების, კომუნალური დავალიანების ან ქირის არგადახდის ანაზღაურება

3. მიღებ-ჩაბარების აქტის შედგენა ფოტო/ვიდეო დოკუმენტაციით


ქონებრივი ზიანის დამტკიცება

4. ხელშეკრულებაში პირგასამტეხლო: ვადაზე ადრე გასვლისას – 1 თვის, ქირის დაგვიანებაზე – 0.1% დღიურად


კონტრაქტის თვითნებური დარღვევის შეკავება

5. ბინით სარგებლობაზე უსაფრთხოების წესები და მესამე პირთა მიმართ პასუხიმგებლობა


მეზობლისთვის მიყენებული ზარალი



3. როგორ მოვიქცეთ, თუ მდგმური ქირას აღარ იხდის და კარსაც არ გიღებთ?

1 . წერილობითი მოთხოვნა – ოფიციალურად, ელ.ფოსტით ან კურიერით; მაგალითად დათქვით 5-7-დღიანი ვადა და შემდეგ მიმართეთ სასამართლოს.

2. მედიაცია – 2024-დან მოქმედი სასამართლო მედიაციის პროგრამა ამცირებს ხარჯსა და დროის დანახარჯს.

3. აღსრულების ბიურო – საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, გამოსახლება.


რჩევა: თუ ხედავთ, რომ მდგმური ქირას უკვე 2 თვე არ იხდის და ტექნიკურად დიალოგის რეჟიმი აღარ მუშაობს, ამ შემთხვევაში ადვოკატთან მისვლა ზარალის მინიმიზებას ნიშნავს.



4. შეგვიძლია თუ არა ბინაში „თვითნებურად შევიჭრათ“, როდესაც მდგმური გასვლას არ აპირებს?

კოდექსით თანახმად ფართი „დროებით მფლობელობაში“ა და თვითნებური შესვლა უფლებადარღვევაა (შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც გამოიწვიოს). გამოსავალი კი : პოლიციის შეტყობინება უძრავი თვითნებური დაკავების საფუძვლით;


„დღეს მეპატრონეებისთვის მთავარი მესიჯია – არ დაეყრდნოთ მხოლოდ ტიპურ (შაბლონურ) ხელშეკრულებას. ასევე მოამზადეთ/შეადგინეთ დეტალური მიღება-ჩაბარების აქტი, გაწერეთ მისაღები სადეპოზიტო თანხა და პირგასამტეხლო. ზემოთაღნიშნული პროცედურები დაგიზოგავთ ათასობით ლარს, დროსა და ნერვებს, ვიდეო სახელმწიფო წარადგენს სწრაფ გამოსახლების მექანიზმს, პრევენცია თქვენი საუკეთესო იარაღია.“ - ადვოკატი ნათია ნაკაშიძე.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 598 419 416  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში ქართველი ოპერატორი 351 5 47 00 47  
Italia, Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A


Facebook კომენტარები