iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » უძრავი ქონების გაქირავების სამართლებრივი ასპექტები და რეკომენდაციები
იურიდიული სტატია

უძრავი ქონების გაქირავების სამართლებრივი ასპექტები და რეკომენდაციები

16-07-2025, 19:17 ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე / სახელშეკრულებო სამართალი 15 ნახვა
უძრავი ქონების გაქირავების სამართლებრივი ასპექტები და რეკომენდაციები

საქართველოში უძრავი ქონების გაქირავების სამართლებრივი ასპექტები და რეკომენდაციები

უძრავი ქონების გაქირავება საქართველოში ხშირად დაკავშირებულია რისკებთან, რომელიც გამოწვეულია საკანონმდებლო ხარვეზებით და არასაკმარისი სამართლებრივი მექანიზმებით. საადვოკატო ბიურო „ნაკაშიძე და პარტნიორების“ ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, განმარტავს არსებულ პრობლემებს და აძლევს რჩევებს მეპატრონეებს, როგორ დაიცვან თავიანთი უფლებები.

როგორც ნათია ნაკაშიძე აღნიშნავს, ხშირია შემთხვევები, როცა გამქირავებლები თავს სამართლებრივად დაუცველად გრძნობენ. "პრობლემა იქმნება, როდესაც დამქირავებელი წყვეტს ქირის გადახდას ან უარს ამბობს ქონების დატოვებაზე. პოლიცია ასეთ შემთხვევაში უძლურია, რადგან საქმე სამოქალაქო დავად ითვლება, რის გამოც მეპატრონეს მხოლოდ სასამართლოში მიმართვის შესაძლებლობა რჩება," - განმარტავს ნაკაშიძე.

ადვოკატი ხაზს უსვამს, რომ მეპატრონის დაცვის მთავარი იარაღი სწორად შედგენილი ხელშეკრულებაა. ხელშეკრულებაში მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული პირგასამტეხლო, დარღვევის შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობა და ზიანის ანაზღაურების პირობები. „აუცილებელია ასევე მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ქონება, მათ შორის ფოტო-ვიდეო მასალით,“ - აღნიშნავს ის.

ნაკაშიძე ასევე რეკომენდაციას უწევს დეპოზიტის პრაქტიკას, როცა დამქირავებელი წინასწარ იხდის გარკვეულ თანხას, რომელიც ზიანის შემთხვევაში გამოიყენება. ეს მნიშვნელოვანი გარანტიაა, რათა მეპატრონემ გარკვეული კომპენსაცია მაინც მიიღოს დაზიანებული ქონების შემთხვევაში.

ამასთანავე, ადვოკატი ამახვილებს ყურადღებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:

  • ხელშეკრულების შეწყვეტის პირობების დეტალური განსაზღვრა.

  • კომუნალური გადასახადების გადახდის პირობების მითითება.

  • მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის საკითხის წინასწარი შეთანხმება.

  • სასამართლო პროცესის ხარჯების (სახელმწიფო ბაჟი, ადვოკატის ჰონორარი) დამქირავებლისთვის დაკისრების შესაძლებლობა, თუმცა, რეალური ამოღების სირთულეები.

ნათია ნაკაშიძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, სასამართლოს გზით საქმის წარმოება ხშირად დროში იწელება, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამიტომაც, ქონების წინასწარი დაზღვევა და დეტალური ხელშეკრულებების შედგენა ერთადერთი გამოსავალია იმ რისკების მინიმიზაციისთვის, რომლებიც საქართველოში უძრავი ქონების გაქირავებას ახლავს თან.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


უძრავი ქონების შეძენისა და გასხვისების წესი

უძრავი ქონების შეძენისა და გასხვისების წესი

ვრცლად

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისას

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისას

ვრცლად

ადვოკატის მომსახურება სახლის დაგირავებისას, სახლის გაქირავებისას, სახლის საამშენებლო კომპანიისაგან ყიდვისას, სახლის აუქციონზე ყიდვისას, ავტომობილის გაქირავებისას

ადვოკატის მომსახურება სახლის დაგირავებისას, სახლის გაქირავებისას, სახლის საამშენებლო

ვრცლად

უძრავი ქონების გაქირავების ფასი მცირდება

უძრავი ქონების გაქირავების ფასი მცირდება

ვრცლად

რა უნდა ვიცოდეთ ბინის დაგირავებამდე?

რა უნდა ვიცოდეთ ბინის დაგირავებამდე?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp