iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » როგორ დავიცვათ თავი როდესაც ბინის ქირას დამქირავებელი არ იხდის
იურიდიული სტატია

როგორ დავიცვათ თავი როდესაც ბინის ქირას დამქირავებელი არ იხდის

18-04-2023, 17:13 ადვოკატი / სახელშეკრულებო სამართალი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 265 ნახვა
როგორ დავიცვათ თავი როდესაც ბინის ქირას დამქირავებელი არ იხდის

ხშირად მოგვმართავენ კლიენტები, რომლებიც ვერ იღებენ ქირას და ვერც ბინიდან ასახლებენ დამქირავებლებს. როგორ შეიძლება ამისგან თავის დაცვა და არსებობს თუ არა პრევენციის გზა.

თუ დამქირავებელმა სამი თვის მანძილზე ქირა არ გადაიხადა, გამქირავებელს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა. ეს მთელ რიგ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ასევე ხანგრძლივია სააღსრულებო პროცესი. გამქირავებელი ამ ხნის მანძილზე ქირას ვერ იღებს. გამოსახლების დროს კი ვალდებულია, რომ ზიანის ანაზღაურებაზე ედავოს დამქირავებელს.

თავდაცვის პრევენციული ზომა შეიძლება იყოს გადამოწმება წინა მესაკუთრესთან, რამდენად სტაბილურად იხდიდა ქირას და თუ რა სახსრებით აპირებს ქირის გადახდას. ასევე ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს აუცილებლად იურისტის თანდასწრებით, რომ გათვალისწინებული იქნეს ისეთი პუნქტები, რომლებითაც ქირის გადაუხდელობისას გამქირავებელს შეეძლოს ბინის საკეტის გამოცვლა.

კანონმდებლობის მიხედვით, თუ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღება ან განახლება გჭირდებათ და კონკრეტულ მისამართზე ჩაწერილი არ ხართ, დოკუმენტს ვერ აიღებთ. არსებობს 6 თვიანი დროებითი პირადობის მოწმობა, სადაც იწერება, რომ თქვენ ცხოვრობთ ამა თუ იმ ქუჩის მიმდებარედ, თუმცა ეს არის დროებითი. შესაბამისად, მოქალაქეებს პირადობის მოწმობის ასაღებად სჭირდებათ ჩაწერის ადგილი, რაზედაც ბინის გამქირავებელი მათ ხშირად უარს ეუბნება.

თუ ბინის გამქირავებელი საკუთარ სახლში მოქალაქეს არ ჩაწერს და ეს მოქალაქე აღნიშნულ ბინაში სამ თვეზე მეტია ცხოვრობს, მას კანონი აძლევს საშუალებას, ორი მოწმის თანხლებით მივიდეს იუსტიციის სახლში და თქვენი ნებართვის გარეშე დარეგისტრირდეს მისამართზე.

მთავარი პრობლემა ისაა, რომ თუ თქვენს ბინაში დროებით მყოფ ადამიანს საგადასახადო დავალიანება აქვს, ეს შეიძლება სახლის მეპატრონეზე გავრცელდეს. ამიტომ ბინის გაქირავებამდე კარგად უნდა გადაამოწმოთ მოვალეთა რეესტრში ხომ არ არის პირი, ვისზეც აპირებთ ბინის გაქირავებას.

თუ თქვენს ბინაში ჩაწერილია პირი, ვისაც აქვს გარკვეული დავალიანება, ყველაფერი – ქვითარი იქნება თუ ჯარიმა, მიდის ჩაწერის მისამართზე. თუ საქმე აღსრულებამდე მივიდა, ბიუროს აქვს უფლება, მივიდეს მითითებულ მისამართზე და სახლში არსებული ნივთები დააყადაღოს. ამიტომაც ბინის გაქირავებამდეც და შემდეგაც პერიოდულად უნდა ამოწმოთ დამქირავებელი და იყოთ ყურადღებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ მტკიცება, რომ ბინაც და ნივთებიც ნამდვილად თქვენია.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: როგორ, დავიცვათ თავი, ბინის ქირა, ქირის გადახდა, დამქირავებელი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რა შემთხვევაში იშლება ქირავნობის ხელშეკრულება

რა შემთხვევაში იშლება ქირავნობის ხელშეკრულება

ვრცლად

როგორ ხდება ქირის გადახდა

როგორ ხდება ქირის გადახდა

ვრცლად

რა უნდა ვიცოდეთ, როცა ბინას ვაქირავებთ ან ვქირაობთ - ინტერვიუ "ნაკაშიძე და პარტნიორების" იურისტთან ნათია ნაკაშიძესთან

რა უნდა ვიცოდეთ, როცა ბინას ვაქირავებთ ან ვქირაობთ - ინტერვიუ "ნაკაშიძე და

ვრცლად

ქირავნობა და გაქირავება /დაქირავებამდე აუცილებლად გასათვალისწინებელი

ქირავნობა და გაქირავება /დაქირავებამდე აუცილებლად გასათვალისწინებელი

ვრცლად

ქირავნობა / ქირავნობის ხელშეკრულება

ქირავნობა / ქირავნობის ხელშეკრულება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp