iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » როგორ შევამოწმოთ უძრავო ქონება (ბინა, სახლი, მიწის ნაკვეთი) ონლაინ?
იურიდიული სტატია

როგორ შევამოწმოთ უძრავო ქონება (ბინა, სახლი, მიწის ნაკვეთი) ონლაინ?

25-04-2026, 14:05 ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / იუსტიციის სახლი / Public Service Hall / უძრავი ქონების რეგისტრაცია 56 ნახვა
როგორ შევამოწმოთ უძრავო ქონება (ბინა, სახლი, მიწის ნაკვეთი) ონლაინ?

როგორ შევამოწმოთ უძრავი ქონება საჯარო რეესტრში?

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე 2013 წლიდან აქტიურად საქმიანობს იურიდიულ სფეროში და არის ერთ-ერთი გამოცდილი, ძლიერი და მაღალკვალიფიციური ურისტი საქართველოში. იგი არის საადვოკატო ბიურო „Nakashidze & Partners“-ის დამფუძნებელი, მმართველი პარტნიორი დადირექტორი, ხოლო 2023 წლიდან ხელმძღვანელობს ბიუროს იტალიის რესპუბლიკაში არსებულ ფილიალს.

უძრავი ქონების შეძენა საქართველოში ბევრისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. თუმცა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი ბინას ყიდულობს ისე, რომ სრულად არ ამოწმებს მის სამართლებრივ მდგომარეობას.

სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა: როგორ შევამოწმოთ ბინა საჯარო რეესტრშიისე, რომ არ დავკარგოთ ფული და ქონება?

კითხვა: რა არის საჯარო რეესტრი და რატომ არის მნიშვნელოვანი?

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე: საჯარო რეესტრი არის სახელმწიფო სისტემა, სადაც ინახება ინფორმაცია:

✔ საკუთრების შესახებ
✔ იპოთეკების შესახებ
✔ ყადაღის შესახებ
✔ სხვა შეზღუდვების შესახებ

ანუ: საჯარო რეესტრი გვიჩვენებს ბინის რეალურ სამართლებრივ მდგომარეობას. უძრავი ქონების შესამოწმებლად პირველი ნაბიჯი არის საკადასტრო კოდის მოძიება ან პიროვნების სახელი, გვარი და პირადი ნომერი ვის სახელზეც არის რეგისტრირებული უძრავი ქონება.

კითხვა: რა არის საკადასტრო კოდი?

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე: ეს არის უნიკალური კოდი, რომელიც აქვს თითოეულ უძრავ ქონებას. მაგალითად: 01.23.45.678 მის გარეშე ვერ გადაამოწმებ ქონებას ან ალტერნატივა არის რომ იცოდე იმ პიროვნების სახელი, გვარი და პირადი ნომერი ვის სახელზეც არის რეგისტრირებული უძრავი ქონება.

კითხვა: როგორ შევამოწმოთ უძრავო ქონება (ბინა, სახლი, მიწის ნაკვეთი) ონლაინ? უფრო ზუსტად როგორ ვნახოთ ინფორმაცია რეესტრში?


ადვოკატი ნათია ნაკაშიძე: შედიხართ ვერ გვერდზე napr.gov.ge, განცხადების ძებნაში შეიყვან საკადასტრო კოდს და მიიღებ ამონაწერს.

რას უნდა მიაქციო ყურადღება?

✔ მესაკუთრე (ვინ არის რეალური მფლობელი)
✔ ფართი (კვ.მ)
✔ მისამართი
✔ უფლებრივი დატვირთვა (იპოთეკა, ყადაღა,აკრძალვა)

კითხვა: რა არის ყველაზე დიდი საფრთხე (რაც ბევრმა არ იცის) ანუ რა უნდა გავითვალისწინოთ?

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე:

❗ იპოთეკა - ბინა ბანკშია დატვირთული

❗ ყადაღა - ბინა შეიძლება გაყიდვადი საერთოდ არ იყოს

❗ დავისსტატუსი - მიმდინარეობს სასამართლო დავა

❗ არასწორიმესაკუთრე - უძრავ ქონებას ყიდი ადამიანს, რომელსაც ამონაწერის მიხედვით საკუთრება არ ეკუთვნის

კითხვა? შეიძლება დაკარგო უძრავი ქონება თუ მას წინასწარ არ გადაამოწმებ საჯარო რეესტრში?

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე: დიახ - პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები

✔ ბინა იპოთეკით არის დატვირთული
✔ ბინა დავაშია
✔ გამყიდველი არ არის რეალური მესაკუთრე

შედეგად, თქვენ აღმოჩნდებით ფინანსურად დაზარალებული და დავა სასამართლოში მოგიწევთ რომ თქვენ ბრძანდებით კეთილსინდისიერი შემძენი. აღნიშნული სახის დავები შესაძლოა სასამართლოში წლობით გაგრძელდეს, მითუმეტეს თუ სამივე ინსტანციის გავლა მოგიწევთ, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ვიდრე თანხას გადაიხდით წინასწრ შეამოწმოტ ყველა მნიშვნელოვანი სამართლებრივი სტატუსი.

კითხვა: თუკი დამოუკიდებულად შემიძლია ინფორმაციის შემოწმება რეესტში რატომ არის აუცილებელი ადვოკატი ?საკმარისი არ არის ამონაწერის ნახვა?

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე : არა, საკმარისი არ არის მხოლოდ ამონაწერის ნახვა, რადგან ამონაწერი მხოლოდ ინფორმაციას აჩვენებს , მაგრამ არ გაძლევს სრულ ანალიზს. ადვოკატი ამოწმებს: დოკუმენტებს, აფასებს რისკებს და გვაძლევს სრულ ანალიზს.

კითხვა: როგორ შევიძინოთ უძრავი ქონება უსაფრთხოდ?

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე: გადაამოწმე საჯარო რეესტრში, შეამოწმე რეალური მესაკუთრე, გადაამოწმე შეზღუდვები, შეადგინე ხელშეკრულება სწორად, გაიარე კონსულტაცია სპეციალიზირებულ ადვოკატთან რომელსაც გამოცდილება და ცოდნა აქვს.

დაიმახსოვრე! ბინის შეძენა არ არის მხოლოდ ფინანსური გადაწყვეტილება. ეს არის ასევე სამართლებრივი პროცესი

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: უძრავი ქონება, საჯარო რეესტრი, ბინის ყიდვა, საკადასტრო კოდი, იპოთეკა, ყადაღა, სამართალი, ადვოკატი, ქონების შემოწმება, რეესტრის ამონაწერი, საქართველო, უძრავი ქონების რისკები, უძრავი ქონების შემოწმება, ბინის შემოწმება, როგორ შევამოწმოთ ბინა, უძრავი ქონების
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ადვოკატი საქართველოში - სამართლებრივი საკითხები, პროფესიული პასუხები და იურიდიული ანალიზი

ადვოკატი საქართველოში - სამართლებრივი საკითხები, პროფესიული პასუხები და იურიდიული ანალიზი

ვრცლად

საკადასტრო კოდი - რა არის, რატომ არის გადამწყვეტი და როგორ დავიცვათ ქონება სამართლებრივად ადვოკატი ნათია ნაკაშიძე - Nakashidze & Partners

საკადასტრო კოდი - რა არის, რატომ არის გადამწყვეტი და როგორ დავიცვათ ქონება სამართლებრივად

ვრცლად

ვეფხისტყაოსანი - შოთა რუსთაველი: პირველი ადვოკატი ისტორიაში?

ვეფხისტყაოსანი - შოთა რუსთაველი: პირველი ადვოკატი ისტორიაში?

ვრცლად

სამართლებრივი საფუძვლები

სამართლებრივი საფუძვლები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp