iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » როგორ დავიცვათ თავი თაღლითი მდგმურისგან (ნაწილი 2)
იურიდიული სტატია

როგორ დავიცვათ თავი თაღლითი მდგმურისგან (ნაწილი 2)

16-07-2025, 20:21 ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სახელშეკრულებო სამართალი / სიახლე 14 ნახვა
როგორ დავიცვათ თავი თაღლითი მდგმურისგან (ნაწილი 2)

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, (სპეციალიზაცია: სამოქალაქო, ადმინისტრაციული საქმეები და ბავშვთა უფლებები) უპასუხებს თქვენს შეკითხვებს

- როგორ არის დაცული გამქირავებლების უფლებები დღევანდელი კანონმდებლობით?

დღევანდელი კანონმდებლობით გამქირავებლის უფლებები სუსტადაა დაცული. თუ დამქირავებელი არ იხდის ქირას ან არღვევს ხელშეკრულების პირობებს, გამქირავებელი ვეღარ ახერხებს მის დაუყოვნებლივ გამოსახლებას. ადრე პოლიციის ჩარევით იყო შესაძლებელი დამქირავებლის სახლიდან გაყვანა, ახლა კი აუცილებელია სასამართლოში დავის წამოწყება, რასაც შესაძლოა ერთი-ორი წელიც კი დასჭირდეს. გამოსახლებასთან ერთად შეგიძლიათ მოითხოვოთ მიუღებელი შემოსავალი, თუმცა, პრაქტიკულად, თანხის ამოღება ხშირად გართულებულია, რადგან მდგმურებს, როგორც წესი, არ გააჩნიათ შესაბამისი ქონება ან ფინანსური აქტივები.

- რას უნდა მიაქციოს ყურადღება გამქირავებელმა ხელშეკრულების დადებისას?

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, გაკეთდეს მიღება-ჩაბარების აქტი. დეტალურად უნდა აღიწეროს ყველა ნივთი, ტექნიკა, მოდელები, მათი მდგომარეობა, და თან დაურთოთ ფოტოებიც. ასეთ შემთხვევაში, თუ ნივთები დაზიანდება ან დაიკარგება, გამქირავებელი შეძლებს მტკიცებულების წარდგენას. ხელშეკრულებაში აუცილებლად უნდა ჩაიწეროს, ვინ გადაიხდის კომუნალურ გადასახადებს, ზარალის ანაზღაურების პირობები და მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის პასუხისმგებლობაც.

- შეუძლია თუ არა გამქირავებელს თვითნებურად შევიდეს გაქირავებულ ბინაში?

გამქირავებელს არ აქვს უფლება თვითნებურად შევიდეს ბინაში, მიუხედავად იმისა, რომ თავადაა მესაკუთრე. ასეთ მოქმედებას კანონი განიხილავს, როგორც საკუთრების დროებითი მფლობელის უფლებებში უკანონო ჩარევას, რაც შესაძლოა სამართლებრივი პრობლემების მიზეზი გახდეს. თუ მაინც აუცილებელი გახდა ბინაში შესვლა, რეკომენდებულია ვიდეოჩანაწერის გაკეთება მოწმეების თანდასწრებით.

- რა ხდება, თუ დამქირავებელი ქონებას დააზიანებს ან გაიტანს?

თუ გამქირავებელს არ გააჩნია სათანადო მტკიცებულებები, რომ ნივთები არსებობდა და მათი დაზიანება ან დაკარგვა ნამდვილად მოხდა, სამართლებრივი პროცესის წარმოება დიდ სირთულეს წარმოადგენს. ამიტომ მნიშვნელოვანია, წინასწარ შედგენილი იყოს მიღება-ჩაბარების აქტი დეტალური აღწერით.

- რა უნდა გააკეთოს გამქირავებელმა, თუ დამქირავებელმა ნივთები წაიღო და გაქრა?

ამ შემთხვევაში ერთადერთი გზა სასამართლოში დავის წამოწყებაა. რეკომენდებულია ხელშეკრულებაში ჩაიწეროს მკაფიო პირობა, თუ რა სანქცია მოჰყვება მისი პირობების დარღვევას, მაგალითად, პირგასამტეხლოს დაწესება.

- როგორ უნდა მოხდეს რემონტის საკითხის გადაწყვეტა?

რემონტი წინასწარ შეთანხმებული საკითხია. თუ დამქირავებელი შეთანხმების გარეშე გააკეთებს რემონტს, მას არ ეკუთვნის ხარჯების ანაზღაურება და გაუმჯობესებები რჩება მეპატრონის საკუთრებაში.

-

თუ დამქირავებელი ზიანს მიაყენებს მესამე პირს (მაგ., მეზობელს), ვინ აგებს პასუხს?

მესაკუთრე პასუხს აგებს მესამე პირისთვის მიყენებულ ზიანზე, რადგან პასუხისმგებლობა ფორმალურად მას ეკისრება. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ საკითხის ხელშეკრულებაში წინასწარ განსაზღვრა.

- რამდენად ეფექტურია სადაზღვევო კომპანიებთან თანამშრომლობა ქონების დაზღვევის კუთხით?

ქონების დაზღვევა რეკომენდებულია, თუმცა ხშირ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიებიც არ ანაზღაურებენ ზარალს სრულად, რაც შეიძლება დამატებით პრობლემად იქცეს.

- როგორ დავიცვათ თავი უცხოელი დამქირავებლებისგან, რომლებიც ხშირად ქირაობენ ბინებს?

უცხოელებთან მიმართებით რეკომენდებულია სადეპოზიტო თანხის წინასწარ გადახდა. ზარალის ანაზღაურება მოხდება ამ დეპოზიტიდან, ან ხელშეკრულების დასრულებისას თანხა დაუბრუნდება, თუ ზიანი არ იქნა მიყენებული.

- როგორ ნაწილდება სასამართლო დავის ხარჯები?

თუ დავა დასრულდება გამქირავებლის სასარგებლოდ, ადვოკატის, ბაჟის და სხვა სასამართლო ხარჯებს ანაზღაურებს დამქირავებელი. თუმცა, სასამართლო პროცესის გაჭიანურება ხშირად იწვევს დამატებით ხარჯებს და ზიანს თავად მეპატრონისთვის.

- რას უნდა მიაქციოს ყურადღება ბინის მყიდველმა, თუ ბინაში ცხოვრობენ დამქირავებლები?

მყიდველმა აუცილებლად უნდა მოითხოვოს მდგმურების გამოსახლება ბინის ყიდვამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი გამოსახლება გახდება მყიდველის პრობლემა და შეიძლება დამატებითი დავების საფუძვლად იქცეს.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


როგორ დავიცვათ თავი თაღლითი მდგმურისგან - ნაწილი 1

როგორ დავიცვათ თავი თაღლითი მდგმურისგან - ნაწილი 1

ვრცლად

ქირავნობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები

ქირავნობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები

ვრცლად

უძრავი ქონების გაქირავების სამართლებრივი ასპექტები და რეკომენდაციები

უძრავი ქონების გაქირავების სამართლებრივი ასპექტები და რეკომენდაციები

ვრცლად

ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა

ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა

ვრცლად

რას გირჩევთ იურისტი ბინის გაქირავების დროს

რას გირჩევთ იურისტი ბინის გაქირავების დროს

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp