iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » დამტკიცდა საერთაშორისო კომპანიის მიერ განაწილებული მოგების დაბეგვრა N 2658 ფაქტობრივი გარემოებები
იურიდიული სტატია

დამტკიცდა საერთაშორისო კომპანიის მიერ განაწილებული მოგების დაბეგვრა N 2658 ფაქტობრივი გარემოებები

29-06-2021, 20:05 სიახლე / საგადასახადო დავები 591 ნახვა
დამტკიცდა საერთაშორისო კომპანიის მიერ განაწილებული მოგების დაბეგვრა N 2658 ფაქტობრივი გარემოებები

დამტკიცდა ახალი სიტუაციური სახელმძღვანელოები:

1) „ქონების გადასახადი ორგანიზაციის მიერ ფართის იჯარით გაცემისას N1427“;

2) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული შემოსავლების დაბეგვრა N1513;

3) ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ფართობის (ბინის) ქირის თანხის მიღება ნაღდი ანგარიშსწორებით სსა-ის გამოყენების გარეშე N 2207

4) სტაჟიორის მიერ მიღებული შემოსავლის ხელფასად განხილვა N 2428

5) საერთაშორისო კომპანიის მიერ გაცემული ხელფასის დაბეგვრა N 2429

6) საერთაშორისო კომპანიის მიერ განაწილებული მოგების დაბეგვრა N 2658 ლინკი იხილეთ აქ

საერთაშორისო კომპანიის მიერ განაწილებული მოგების დაბეგვრა N 2658 ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს საწარმოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭა 2021 წლის 1 მარტიდან.

საწარმომ 2021 წლის მაისში დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე დივიდენდის სახით გაანაწილა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებამდე პერიოდებში მიღებული წმინდა მოგება.

საწარმომ განაწილებული მოგება დაბეგრა 5%-იანი განაკვეთით, რაზედაც განახორციელა შესაბამისი საგადასახადო ანგარიშგება მოგების გადასახადში. ამასთან, გაცემული დივიდენდი არ დაბეგრა გადახდის წყაროსთან.

შეფასება

სსკ-ის 23-ე მუხლის მე-8-მე-11 ნაწილების შესაბამისად:

- საერთაშორისო კომპანიის მიერ გაცემული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება;

- საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განისაზღვრება;

- საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5 პროცენტი;

- საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.95-ზე გაყოფით.

იმის გათვალისწინებით, რომ განაწილებული წმინდა მოგება ფორმირებული არ არის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის ფარგლებში, საწარმოს მიერ შესაბამისი სტატუსის მინიჭებამდე პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების განაწილებაზე ვერ გავრცელდება სსკ-ის 23-ე მუხლით დადგენილი ნორმები.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს მოგების განაწილების მომენტში აქვს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, მის მიერ სტატუსის მინიჭებამდე პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე დივიდენდის სახით განაწილება ექვემდებარება დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლით დადგენილი განაკვეთით. ამასთან, სსკ-ის 130-ე მუხლის საფუძველზე, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, გადახდილი დივიდენდები ექვემდებარება დაბეგვრას გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5%-იანი განაკვეთით.

ღონისძიებები

პირს დაეკისრება კუთვნილი მოგების გადასახადისა და გადახდის წყაროსთან დაუკავებელი გადასახადის თანხა. ამასთან, საგადასახადო დეკლარაციაში თანხის შემცირების შემთხვევაში პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმით

https://www.rs.ge/LawNewsArchive?newsId=374

წყარო: შემოსავლების სამსახური

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: დამტკიცდა, ახალი, სიტუაციური, სახელმძღვანელოები: 1), „ქონების, გადასახადი, ორგანიზაციის, მიერ, ფართის, იჯარით, გაცემისას, N1427“, 2), მცირე, ბიზნესის, სტატუსის, მქონე, პირის, მიღებული, შემოსავლების
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


დამტკიცდა საერთაშორისო კომპანიის მიერ გაცემული ხელფასის დაბეგვრა N 2429

დამტკიცდა საერთაშორისო კომპანიის მიერ გაცემული ხელფასის დაბეგვრა N 2429

ვრცლად

დამტკიცდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული შემოსავლების დაბეგვრა N1513

დამტკიცდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული შემოსავლების დაბეგვრა N1513

ვრცლად

დამტკიცდა სტაჟიორის მიერ მიღებული შემოსავლის ხელფასად განხილვა N 2428

დამტკიცდა სტაჟიორის მიერ მიღებული შემოსავლის ხელფასად განხილვა N 2428

ვრცლად

დამტკიცდა ქონების გადასახადი ორგანიზაციის მიერ ფართის იჯარით გაცემისას N 1427 სახელმძღვანელო

დამტკიცდა ქონების გადასახადი ორგანიზაციის მიერ ფართის იჯარით გაცემისას N 1427

ვრცლად

დამტკიცდა ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ფართობის (ბინის) ქირის თანხის მიღება ნაღდი ანგარიშსწორებით სსა-ის გამოყენების გარეშე N 2207

დამტკიცდა ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ფართობის (ბინის) ქირის თანხის მიღება ნაღდი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp