ე.წ. ქოლცენტრების გახმაურებულ საქმეზე ავსტრალიის მოქალაქის ინტერესებს ადვოკატი ნათია ნაკაშიძე იცავს
ე.წ. ქოლცენტრების გახმაურებულ საქმეზე ავსტრალიის მოქალაქის ინტერესებს ადვოკატი ნათია ნაკაშიძე იცავს
საადვოკატო ბიურო «ნაკაშიძე და პარტნიორები» ჩართულია ე.წ. ქოლცენტრების გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეში. დაზარალებული ავსტრალიის მოქალაქის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს სისხლის სამართლის ადვოკატი ნათია ნაკაშიძე იცავს.
საქმე ტრანსნაციონალური ხასიათისაა და დაკავშირებულია უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის, სავარაუდოდ, ყალბი საინვესტიციო შეთავაზებების მიწოდებასთან, ელექტრონული სავაჭრო პლატფორმის გამოყენებასა და მნიშვნელოვანი ოდენობის თანხის დაუფლებასთან.
საქართველოს პროკურატურის მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიების ვერსიით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ჩამოაყალიბეს ე.წ. ქოლცენტრი და შექმნეს ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გამოგონილი სახელებით უკავშირდებოდნენ, უქმნიდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიის შთაბეჭდილებას და თანხების ინვესტირებას სთავაზობდნენ.
ავსტრალიის მოქალაქისათვის მიყენებული სავარაუდო ზიანი 340 000 ლარს აღემატება. საქმეზე ბრალდება წარდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის საფუძველზე. აღნიშნული კვალიფიკაცია სასჯელის სახით შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იხილეთ აქ: საქართველოს პროკურატურის ოფიციალური ინფორმაცია
სისხლის სამართლის ადვოკატი ნათია ნაკაშიძე დაზარალებულ კ.ფ.-ს უწევს სრულ სამართლებრივ წარმომადგენლობას საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესში. საქმის მასშტაბისა და ტრანსნაციონალური ხასიათის გათვალისწინებით, დაზარალებულის ეფექტიანი წარმომადგენლობა მოითხოვს სისხლის სამართლის, კიბერდანაშაულის, ფინანსური ტრანზაქციებისა და ციფრული მტკიცებულებების ერთობლივ სამართლებრივ ანალიზს.
საადვოკატო ბიუროს წარმოებაში არსებული საქმის ფარგლებში სისხლის სამართლის პროცესები მიმდინარეობს ბ. ს. , მ. ხ. , ე. ა. , ზ. ლ. და პ. ა.-ის მიმართ. საქმის ცალკეულ ეპიზოდებზე სასამართლო განხილვა სხვადასხვა შემადგენლობით მიმდინარეობს. ზ. ლ. და ე. ა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულთა დამნაშავეობის საკითხს საბოლოოდ სასამართლო გადაწყვეტს და განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე თითოეული მათგანი უდანაშაულოდ მიიჩნევა.
საქმეს საერთაშორისო მნიშვნელობაც აქვს. კ.ფ.-ის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით, შემთხვევა რეგისტრირებულია ავსტრალიის მთავრობის ოფიციალურ ReportCyber სისტემაში, რომელიც დაკავშირებულია Australian Signals Directorate-სა და Australian Cyber Security Centre-თან. აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვანია ტრანზაქციების, ელექტრონული კომუნიკაციისა და სხვა ციფრული მტკიცებულებების შესწავლის პროცესში. იხილეთ აქ: ASD/ACSC-ის ოფიციალური განმარტება
ადვოკატი ნათია ნაკაშიძე დაზარალებულს წარმოადგენს საგამოძიებო ორგანოებთან და სასამართლოში, სწავლობს საქმის მასალებსა და ელექტრონულ მტკიცებულებებს, მონაწილეობს საპროცესო მოქმედებებში და იყენებს კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ მექანიზმებს დაზარალებულის უფლებების, ქონებრივი ინტერესებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობის დასაცავად.
საადვოკატო ბიურო «ნაკაშიძე და პარტნიორები» სამართლებრივ დახმარებას უწევს საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თაღლითობის, კიბერდანაშაულის, ე.წ. ქოლცენტრებისა და საერთაშორისო ელემენტის მქონე სისხლის სამართლის საქმეებზე.
ადვოკატი ნათიანაკაშიძე | Nakashidze and Partners
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
