iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » დამტკიცდა სტაჟიორის მიერ მიღებული შემოსავლის ხელფასად განხილვა N 2428
იურიდიული სტატია

დამტკიცდა სტაჟიორის მიერ მიღებული შემოსავლის ხელფასად განხილვა N 2428

29-06-2021, 19:42 სიახლე / საგადასახადო დავები 602 ნახვა
დამტკიცდა სტაჟიორის მიერ მიღებული შემოსავლის ხელფასად განხილვა N 2428

დამტკიცდა ახალი სიტუაციური სახელმძღვანელოები:

1) „ქონების გადასახადი ორგანიზაციის მიერ ფართის იჯარით გაცემისას N1427“;

2) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული შემოსავლების დაბეგვრა N1513;

3) ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ფართობის (ბინის) ქირის თანხის მიღება ნაღდი ანგარიშსწორებით სსა-ის გამოყენების გარეშე N 2207

4) სტაჟიორის მიერ მიღებული შემოსავლის ხელფასად განხილვა N 2428

5) საერთაშორისო კომპანიის მიერ გაცემული ხელფასის დაბეგვრა N 2429

6) საერთაშორისო კომპანიის მიერ განაწილებული მოგების დაბეგვრა N 2658 ლინკი იხილეთ აქ

სტაჟიორის მიერ მიღებული შემოსავლის ხელფასად განხილვა N 2428

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს რეზიდენტი საწარმო ახორციელებს სტაჟიორის მიერ მისთვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას.

სტაჟიორი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ.

საწარმო გაცემულ ანაზღაურებას მიიჩნევს სტაჟიორის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებად და არ ახდენს გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებას იმ მოტივით, რომ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ.

შეფასება

სსკ-ის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს შრომის კოდექსის მე18 მუხლის თანახმად, სტაჟიორი არის ფიზიკური პირი, რომელიც დამსაქმებლისთვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, პროფესიული ცოდნის, უნარის ან პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად.

იმის გათვალისწინებით, რომ სტაჟიორის სამართლებრივი სტატუსი მოქცეულია საქართველოს შრომის კოდექსის მოქმედების სფეროში, საშემოსავლო გადასახადის მიზნებისათვის, მის მიერ მიღებული შემოსავალი, როგორც შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან, განიხილება ხელფასად.

ღონისძიებები

საწარმოს დაეკისრება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულება და, საგადასახადო დეკლარაციაში თანხის შემცირების შემთხვევაში, დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმით.

https://www.rs.ge/LawNewsArchive?newsId=374

წყარო: შემოსავლების სამსახური

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: სტაჟიორის, მიერ, მიღებული, შემოსავლის, ხელფასად, განხილვა, N, 2428დამტკიცდა, ახალი, სიტუაციური, სახელმძღვანელოები: 1), „ქონების, გადასახადი, ორგანიზაციის, ფართის, იჯარით, გაცემისას, N1427“, 2), მცირე
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


დამტკიცდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული შემოსავლების დაბეგვრა N1513

დამტკიცდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული შემოსავლების დაბეგვრა N1513

ვრცლად

დამტკიცდა ქონების გადასახადი ორგანიზაციის მიერ ფართის იჯარით გაცემისას N 1427 სახელმძღვანელო

დამტკიცდა ქონების გადასახადი ორგანიზაციის მიერ ფართის იჯარით გაცემისას N 1427

ვრცლად

დამტკიცდა ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ფართობის (ბინის) ქირის თანხის მიღება ნაღდი ანგარიშსწორებით სსა-ის გამოყენების გარეშე N 2207

დამტკიცდა ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ფართობის (ბინის) ქირის თანხის მიღება ნაღდი

ვრცლად

სახელის/გვარის შეცვლის რეგისტრაცია

სახელის/გვარის შეცვლის რეგისტრაცია

ვრცლად

გადაწყვიტე კომპანიის დაფუძნება და გჭირდება იურიდიული დახმარება?

გადაწყვიტე კომპანიის დაფუძნება და გჭირდება იურიდიული დახმარება?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp