iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » დამტკიცდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული შემოსავლების დაბეგვრა N1513
იურიდიული სტატია

დამტკიცდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული შემოსავლების დაბეგვრა N1513

29-06-2021, 19:07 სიახლე / საგადასახადო დავები 867 ნახვა
დამტკიცდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული შემოსავლების დაბეგვრა N1513

დამტკიცდა ახალი სიტუაციური სახელმძღვანელოები:

1) „ქონების გადასახადი ორგანიზაციის მიერ ფართის იჯარით გაცემისას N1427“;

2) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული შემოსავლების დაბეგვრა N1513;

3) ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ფართობის (ბინის) ქირის თანხის მიღება ნაღდი ანგარიშსწორებით სსა-ის გამოყენების გარეშე N 2207

4) სტაჟიორის მიერ მიღებული შემოსავლის ხელფასად განხილვა N 2428

5) საერთაშორისო კომპანიის მიერ გაცემული ხელფასის დაბეგვრა N 2429

6) საერთაშორისო კომპანიის მიერ განაწილებული მოგების დაბეგვრა N 2658 ლინკი იხილეთ აქ

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული შემოსავლების დაბეგვრა N1513

ფაქტობრივი გარემოებები

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემოსავალი შედგება, როგორც საქართველოში არსებული წყაროდან, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისგან.

კერძოდ, 2021 წლის აპრილის თვეში მის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი შეადგენს 2 000 ლარს, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული წყაროდან - 3 000 ლარს.

პირი წარმოადგენს საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ პირს.

აპრილის თვის საანგარიშო პერიოდში პირმა მცირე ბიზნესის ფარგლებში დაკისრებული საგადასახადო ანგარიშგება შეასრულა 2000 ლარზე.

შეფასება

სსკ-ის 90-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და სსკის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა. სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის "ფ" ქვეპუნქტის მიხედვით საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებულია რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი (მათ შორის, სარგებელი), რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს;

ზემოაღნიშნული მუხლების შესაბამისად მცირე ბიზნესით დასაბეგრ შემოსავალში გაითვალისწინება მხოლოდ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლები, ხოლო რაც შეეხება საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებულ შემოსავლებს, სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის "ფ" ქვეპუნქტის მიხედვით ასეთი შემოსავლები გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან. შესაბამისად, ფიზიკური პირი ვალდებულია საგადასახადო ანგარიშგება შეასრულოს მხოლოდ 2000 ლარზე და აღნიშნული თანხა აპრილის თვეში დაბეგროს მცირე ბიზნესისათვის დადგენილი განაკვეთით.

ღონისძიებები

პირის ქმედებაში სამართალდარღვევა არ იკვეთება.

https://www.rs.ge/LawNewsArchive?newsId=374

წყარო: შემოსავლების სამსახური

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: დამტკიცდა, ახალი, სიტუაციური, სახელმძღვანელოები, 1), ქონების, გადასახადი, ორგანიზაციის, მიერ, ფართის, იჯარით, გაცემისას, N1427, 2), მცირე, ბიზნესის, სტატუსის, მქონე, პირის, მიღებული
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


დამტკიცდა ქონების გადასახადი ორგანიზაციის მიერ ფართის იჯარით გაცემისას N 1427 სახელმძღვანელო

დამტკიცდა ქონების გადასახადი ორგანიზაციის მიერ ფართის იჯარით გაცემისას N 1427

ვრცლად

მარტოხელა მშობელი

მარტოხელა მშობელი

ვრცლად

სახელის/გვარის შეცვლის რეგისტრაცია

სახელის/გვარის შეცვლის რეგისტრაცია

ვრცლად

გადაწყვიტე კომპანიის დაფუძნება და გჭირდება იურიდიული დახმარება?

გადაწყვიტე კომპანიის დაფუძნება და გჭირდება იურიდიული დახმარება?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp