iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
იურიდიული სტატია

ცვლილებები საგადასახადო კოდექსში

28-04-2023, 11:24 სიახლე / საგადასახადო ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატი / ადვოკატის ნომერი 135 ნახვა
ცვლილებები საგადასახადო კოდექსში

საერთაშორისო კომპანია- ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა სსკ–ის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილი. კერძოდ, საერთაშორისო კომპანიის მიერ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული არ არის, იწვევს მისთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის გაუქმებას ამ საქმიანობის დაწყების წლის 1 იანვრიდან, ნაცვლად ამ სტატუსის მინიჭების თარიღისა, როგორც ეს ცვლილებამდე არსებული რედაქციით იყო განსაზღვრული.

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისათვის დღგ–ის რეგისტრაცია- ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისთვის, დღგ–ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, არ გაითვალისწინება 100 000 ლარიან ზღვარში.

ფიზიკური პირის მიერ ქონების/აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი- ცვლილება მდგომარეობს იმაში, რომ არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების/აქტივის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული ნამეტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საანგარიშო პერიოდი გახდა კალენდარული თვე, ნაცვლად კალენდარული წლისა. შესაბამისად, ასეთი შემოსავლის მიღების შემთხვევაში ფიზიკური პირი ვალდებულია არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია საშემოსავლო გადასახადის შესახებ.

მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება- თუკი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირმა სტატუსის გაუქმების მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს მიმართა კალენდარული წლის დასრულებამდე, მაშინ მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად მიიჩნევა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, ნაცვლად კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისისა, როგორც ეს ცვლილებამდე არსებული რედაქციით იყო განსაზღვრული.

საშემოსავლო გადასახადის შეღავათის სარგებლობის წესი- ცვლილებამდე არსებული რედაქციით, ერთზე მეტი სამუშაო ადგილის არსებობის შემთხვევაში გადახდის წყაროს, სადაც უნდა გავრცელებულიყო შეღავათი, განსაზღვრავდა დაქირავებული პირი. ცვლილების შედეგად კი, საგადასახადო წლის მიხედვით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავალზე შეღავათის გამოყენების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. შედეგად, აღნიშნულ ცვლილებასთან მიმართებაში ველოდებით ცვლილებებს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში.

დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება- საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.

თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირია, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელია, თუკი პირს ორჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; და თუკი პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ადრესატი დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ცვლილება, საგადასახადო კოდექსი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საგადასახადო შეღავათები, რომლებიც 2026 წლამდე გაგრძელდება

საგადასახადო შეღავათები, რომლებიც 2026 წლამდე გაგრძელდება

ვრცლად

რა არის საშემოსავლო გადასახადი და რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს კანონი მასთან დაკავშირებით?

რა არის საშემოსავლო გადასახადი და რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს კანონი მასთან

ვრცლად

დამტკიცდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული შემოსავლების დაბეგვრა N1513

დამტკიცდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული შემოსავლების დაბეგვრა N1513

ვრცლად

ფიზიკური პირის ქონების გადასახადი

ფიზიკური პირის ქონების გადასახადი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp