Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ცვლილებები საგადასახადო კოდექსში

ცვლილებები საგადასახადო კოდექსში



2023 წლის 18 აპრილს გამოქვეყნდა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონი:

შეიცვალა საწარმოს/ორგანიზაციის მიმართ დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების წესი. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა), საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.

ცვლილება განხორციელდა 89-ე მუხლში, რომლის შესაბამისად, თუ პირი, მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების მიზნით საგადასახადო ორგანოს მიმართავს კალენდარული წლის დასრულებამდე, სტატუსი გაუქმებულად ჩაითვლება მომართვის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.  ცვლილებამდე პირადი განცხადების საფუძველზე მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდებოდა კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისიდან.

ცვლილების შესამაბისად, არამეწარმე ფიზიკური პირისთვის, რომელიც აქტივის რეალიზაციით მიღებული შემოსავლიდან არ ახორციელებს გამოქვითვებს, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საანგარიშო პერიოდად განისაზღვრა კალენდარული თვე, ნაცვლად კალენდარული წლისა, ხოლო საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადად -არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვი.

განისაზღვრა ახალი სამართალდარღვევის სახე - დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა, (მუხლი 2885.) რაც დაქირავებულ პირთა რეესტრში არასწორი/არასრული ინფორმაციის შეტანისათვის ითვალისწინებს პასუხისმგებლობის ზომას თითოეულ დაქირავებულ პირზე 200 ლარის ოდენობით.

იზრდება საგადასახადო სამართალდარღვევისთვის ფულადი ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენების შესაძლებლობა. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ საგადასახადო სამართალდარღვევათა ჩამონათვალს, რომლებისთვისაც ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას გაფრთხილება, ემატება გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევისა და დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევები.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები